პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალური ისტორიები დასახიჩრებული ბავშვების თავზარდამცემ ფოტოებზე, რომლებმაც ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა
რეალური ისტორიები დასახიჩრებული ბავშვების თავზარდამცემ ფოტოებზე, რომლებმაც ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა

ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­მაც Facebook-ის ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რია მო­იც­ვა და მას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წი­ლი ასი­რი­ელ ქრის­ტი­ან­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ე­ბად მი­იჩ­ნევს, შო­კის­მომ­გვრე­ლია, თუმ­ცა მათ რე­ა­ლუ­რად, სრუ­ლი­ად სხვა ის­ტო­რი­ე­ბი აქვთ. Ambebi.ge ამ სტა­ტი­ა­ში ცნო­ბი­ლი ფო­ტო­ე­ბის ბევ­რის­თვის უც­ნობ ის­ტო­რი­ებს მო­გი­თხრობთ.

სი­რი­ის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა აქ­ტი­ვის­ტმა ბავ­შვე­ბი "ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის" მებ­რძო­ლე­ბის ფორ­მა­ში გა­მო­ა­წყო და გა­ლი­ა­ში ჩას­ვა, ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ჩი­რაღ­დნის ფონ­ზე. ამ­გვა­რი პერ­ფორ­მან­სით მან სცა­და, გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა "ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის" ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ, 2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა, რომ­ლის დრო­საც მათ იორ­და­ნე­ლი პი­ლო­ტი მოაზ ალ-კა­სას­ბი ცო­ცხლად დაწ­ვეს. გარ­და ამი­სა, მან სცა­და მი­ე­პყრო სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­გახ­სე­ნებთ, რომ იორ­და­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პი­ლო­ტის დაწ­ვის კად­რე­ბის სი­ნამ­დვი­ლე მა­ლე­ვე და­ა­დას­ტუ­რა.

ფოტო, სა­დაც პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა სა­კუ­თარ დის დაც­ვას ცდი­ლობს, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის მი­ხედ­ვით, სი­რი­ა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა, უც­ნო­ბი რჩე­ბა სუ­რა­თის აუ­თენ­ტუ­რო­ბა და ვი­თა­რე­ბე­ბი, რომ­ლის დრო­საც სუ­რა­თი გა­და­ი­ღეს.

სუ­რა­თი 2013 წელს პა­კის­ტან­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ასა­ხავს, რომ­ლის დრო­საც თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა ში­ი­ტი მუ­სულ­მა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბულ პუნ­ტქ­ში აი­ფეთ­ქა თავი. 82 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სუ­ნი­ტურ­მა რა­დი­კა­ლურ­მა ჯგუფ­მა Lashkar-e-Jhangvi-მ აიღო, რო­მე­ლიც 1996 წელს პა­კის­ტან­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ში­ი­ტი მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის.

სი­რი­ის დე­და­ქა­ლაქ და­მას­კოს გა­რე­უ­ბან­ში, სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის მიერ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ღუპ­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, საბ­რძო­ლო ნერ­ვულ-პა­რა­ლი­ტი­კურ­მა აირ­მა, "ზა­რინ­მა" გა­მო­იწ­ვია. 2013 წლის 21 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, და­მას­კოს შე­მო­გა­რენ­ში მძი­ნა­რე მო­სახ­ლე­ო­ბას სუ­ლის ხუთ­ვა და­ე­წყო.

პა­ნი­კა­ში მყო­ფი ხალ­ხი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად სარ­და­ფებ­ში ჩა­ვი­და, რო­გორც ამას და­ბომბვე­ბის დროს აკე­თებ­და, თუმ­ცა ეს ბევ­რის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა, რად­გან სარ­და­ფებ­ში მხუ­თა­ვი აირი სწრა­ფად დაგ­როვ­და. გა­დარ­ჩნენ ისი­ნი, ვინც ინ­სტინ­ქტუ­რად შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე ავიდ­ნენ და შე­და­რე­ბით სუფ­თა ჰა­ე­რი ჩა­ი­სუნ­თქეს.

P.S. ის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში არ ასა­ხავს ასი­რი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის წა­მე­ბის ფაქ­ტებს, ბუ­ნებ­რი­ვია, სუ­ლაც არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი იქ რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა.

AMBEBI.GE

სა­ჭი­რო ბმუ­ლე­ბი მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის:

რეალური ისტორიები დასახიჩრებული ბავშვების თავზარდამცემ ფოტოებზე, რომლებმაც ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა

რეალური ისტორიები დასახიჩრებული ბავშვების თავზარდამცემ ფოტოებზე, რომლებმაც ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა

ფოტოები, რომლებმაც Facebook-ის ქართული აუდიტორია მოიცვა და მას ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი ასირიელ ქრისტიანთა წამების ამსახველ ფოტოებად მიიჩნევს, შოკისმომგვრელია, თუმცა მათ რეალურად, სრულიად სხვა ისტორიები აქვთ. Ambebi.ge ამ სტატიაში ცნობილი ფოტოების ბევრისთვის უცნობ ისტორიებს მოგითხრობთ.

სირიის ოპოზიციონერმა აქტივისტმა ბავშვები "ისლამური რესპუბლიკის" მებრძოლების ფორმაში გამოაწყო და გალიაში ჩასვა, ცეცხლწაკიდებული ჩირაღდნის ფონზე. ამგვარი პერფორმანსით მან სცადა, გაეპროტესტებინა "ისლამური რესპუბლიკის" ტერორისტების მიერ, 2015 წლის თებერვალში მომხდარი მკვლელობა, რომლის დროსაც მათ იორდანელი პილოტი მოაზ ალ-კასასბი ცოცხლად დაწვეს. გარდა ამისა, მან სცადა მიეპყრო საერთაშორისო მედიის ყურადღება აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ იორდანიის ხელისუფლებამ პილოტის დაწვის კადრების სინამდვილე მალევე დაადასტურა.

ფოტო, სადაც პატარა ბიჭუნა საკუთარ დის დაცვას ცდილობს, ინტერნეტში გავრცელებული რესურსების მიხედვით, სირიაშია გადაღებული, თუმცა, უცნობი რჩება სურათის აუთენტურობა და ვითარებები, რომლის დროსაც სურათი გადაიღეს.

სურათი 2013 წელს პაკისტანში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, რომლის დროსაც თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტი მუსულმანებით დასახლებულ პუნტქში აიფეთქა თავი. 82 ადამიანი გარდაიცვალა. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა რადიკალურმა ჯგუფმა Lashkar-e-Jhangvi-მ აიღო, რომელიც 1996 წელს პაკისტანში ჩამოყალიბდა და შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ იბრძვის.

სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში, სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, სავარაუდოდ, საბრძოლო ნერვულ-პარალიტიკურმა აირმა, "ზარინმა" გამოიწვია. 2013 წლის 21 აგვისტოს, გამთენიისას, დამასკოს შემოგარენში მძინარე მოსახლეობას სულის ხუთვა დაეწყო.

პანიკაში მყოფი ხალხი თავის გადასარჩენად სარდაფებში ჩავიდა, როგორც ამას დაბომბვების დროს აკეთებდა, თუმცა ეს ბევრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან სარდაფებში მხუთავი აირი სწრაფად დაგროვდა. გადარჩნენ ისინი, ვინც ინსტინქტურად შენობის სახურავზე ავიდნენ და შედარებით სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეს.

P.S. ის, რომ აღნიშნული ფოტოები სინამდვილეში არ ასახავს ასირიელი ქრისტიანების წამების ფაქტებს, ბუნებრივია, სულაც არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ფაქტები იქ რეალურად ხდება.

AMBEBI.GE

საჭირო ბმულები მეტი ინფორმაციისთვის:

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა