Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქებს უპირისპირდება: ხმაურიანი განცხადება ბენდუქიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექციაზე
სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქებს უპირისპირდება: ხმაურიანი განცხადება ბენდუქიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექციაზე

ოლი­გარ­ქე­ბი უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მტრე­ბი არი­ან, - ეს გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კავ­შილ­მა კი­ევ­ში ლექ­ცი­ის დროს გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც კახა ბენ­დუ­ქი­ძის ხსოვ­ნას მი­ე­ძღვნა.

"ოლი­გარ­ქე­ბი, რო­გორც კლა­სი, უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მტრე­ბი არი­ან. ოლი­გარ­ქე­ბის ინ­სტიქ­ტი ერ­თია - ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა მათ ირ­გვლივ უნდა იყოს სუს­ტი და უძ­ლუ­რი. არა­ვის არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რა, მხო­ლოდ ოლი­გარ­ქებს აქვთ უფ­ლე­ბა ფუ­ლის შოვ­ნის და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის გა­ცე­მის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ საით უნდა წა­ვი­დეს ქვე­ყა­ნა. ოლი­გარ­ქე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ თან­ხას იმით, რომ სხვა ვე­რა­ვინ შო­უ­ლობს ფულს", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის ფაქ­ტი რომ ოლი­გარ­ქებ­მა ააყ­ვა­ვეს ქვე­ყა­ნა, ტყუ­ი­ლია. "რა­ტომ არ ჰყავს პო­ლო­ნეთს ოლი­გარ­ქე­ბი, ეს იმი­ტომ რომ პო­ლო­ნე­თი ახლა უკ­რა­ი­ნას გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ უს­წრებს. რო­გორც კი ეკო­ნო­მი­კა ქმნის ოლი­გარ­ქებს, ამას სი­ღა­რი­ბე, უი­მე­დო­ბა და უთა­ნას­წო­რო­ბა მოჰ­ყვე­ბა. სა­ჭი­როა ოლი­გარ­ქებ­მა პო­ლი­ტი­კო­სებს, დე­პუ­ტა­ტებს, პრო­კუ­რო­რებ­სა და მო­სა­მარ­თლე­ებს შო­რის კავ­ში­რი გა­წყვი­ტონ. ამის შემ­დეგ მათ უნდა გა­და­ი­ხა­დონ გა­და­სა­ხა­დე­ბი პა­ტი­ოს­ნად, თუმ­ცა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ოლი­გარ­ქებ­მა ეს გა­ა­კე­თონ", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, პუ­ტი­ნის ცხოვ­რე­ბის კოშ­მა­რი არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა.

"ეს იქ­ნე­ბა მისი და­სას­რუ­ლი და იმ იმ­პე­რი­უ­ლი მო­დე­ლის კო­ლაფ­სი, რომ­ლის გავ­რცე­ლე­ბას ის ყვე­ლა ახლო და შორ მე­ზობ­ლებ­ზე ცდი­ლობს. პუ­ტი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ უკ­რა­ი­ნა­ში არ გა­ნა­ხორ­ცი­ელ­დეს "5დ"-ის პროგ­რა­მა - დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია, დე­რე­გუ­ლა­ცია, დე­ბი­უ­როკ­რა­ტი­ზა­ცია და დე­ო­კუ­პა­ცია" , - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პუ­ტი­ნი შე­ეც­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნას, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან გა­ყი­დონ ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის ქვე­ყა­ნაც.

ლექ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას სა­ა­კაშ­ვილ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, შან­სი იმი­სა, რომ პუ­ტინ­მა სან­ქცი­ებს თავი და­აღ­წი­ოს, არ არის. "ევ­რო­პა­ში არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურთ სან­ქცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, თუმ­ცა, ისი­ნი ამას ვერ შეძ­ლე­ბენ", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქებს უპირისპირდება: ხმაურიანი განცხადება ბენდუქიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექციაზე

სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქებს უპირისპირდება: ხმაურიანი განცხადება ბენდუქიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექციაზე

ოლიგარქები უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრები არიან, - ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ სააკავშილმა კიევში ლექციის დროს გააკეთა, რომელიც კახა ბენდუქიძის ხსოვნას მიეძღვნა.

"ოლიგარქები, როგორც კლასი, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრები არიან. ოლიგარქების ინსტიქტი ერთია - ყველაფერი და ყველა მათ ირგვლივ უნდა იყოს სუსტი და უძლური. არავის არ შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს მხარდაჭერა, მხოლოდ ოლიგარქებს აქვთ უფლება ფულის შოვნის და ინსტრუქციების გაცემის იმასთან დაკავშირებით, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ოლიგარქები გამოიმუშავებენ თანხას იმით, რომ სხვა ვერავინ შოულობს ფულს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი რომ ოლიგარქებმა ააყვავეს ქვეყანა, ტყუილია. "რატომ არ ჰყავს პოლონეთს ოლიგარქები, ეს იმიტომ რომ პოლონეთი ახლა უკრაინას განვითარების მხრივ უსწრებს. როგორც კი ეკონომიკა ქმნის ოლიგარქებს, ამას სიღარიბე, უიმედობა და უთანასწორობა მოჰყვება. საჭიროა ოლიგარქებმა პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს შორის კავშირი გაწყვიტონ. ამის შემდეგ მათ უნდა გადაიხადონ გადასახადები პატიოსნად, თუმცა, შეუძლებელია ოლიგარქებმა ეს გააკეთონ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა რუსეთის პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პუტინის ცხოვრების კოშმარი არის წარმატებული უკრაინა.

"ეს იქნება მისი დასასრული და იმ იმპერიული მოდელის კოლაფსი, რომლის გავრცელებას ის ყველა ახლო და შორ მეზობლებზე ცდილობს. პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინაში არ განახორციელდეს "5დ"-ის პროგრამა - დეცენტრალიზაცია, დეოლიგარქიზაცია, დერეგულაცია, დებიუროკრატიზაცია და დეოკუპაცია" , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პუტინი შეეცდება უკრაინაში ისეთი ადამიანების პოვნას, რომლებიც მზად არიან გაყიდონ ყველაფერი, მათ შორის ქვეყანაც.

ლექციის მსვლელობისას სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შანსი იმისა, რომ პუტინმა სანქციებს თავი დააღწიოს, არ არის. "ევროპაში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ სურთ სანქციების გაგრძელება, თუმცა, ისინი ამას ვერ შეძლებენ", - აღნიშნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."