სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან სენტიმენტალური გამომივიდა, ალბათ ძალიან დამცინებ" - კოტე თოლორდავას პედაგოგი ემშვიდობება
"ძალიან სენტიმენტალური გამომივიდა, ალბათ ძალიან დამცინებ" - კოტე თოლორდავას პედაგოგი ემშვიდობება

მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ მსა­ხი­ობ­სა და ნა­მო­წა­ფარს, კოტე თო­ლორ­და­ვას ემ­შვი­დო­ბე­ბა.

"ხში­რად მო­მის­მე­ნია ქალ­ბა­ტო­ნი ლილი იო­სე­ლი­ა­ნის და­ტი­რე­ბა, სა­კუ­თარ გარ­დაც­ვლილ სტუ­დენტს რომ გლო­ვობ­და. ტკი­ვი­ლი, სი­ნა­ნუ­ლი ყო­ველ­თვის ახ­ლავს ახ­ლობ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, თუმ­ცა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ სხვაა და ალ­ბათ ამო­უხ­სნე­ლიც. კოტე თო­ლორ­და­ვა უკვე მეშ­ვი­დე ნა­მო­წა­ფა­რია ჩემს სტუ­დენ­ტებს შო­რის, რო­მელ­მაც და­ტო­ვა ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სამ­ყა­რო... მა­პა­ტი­ოს ხა­რე­ბას, გუ­გას, ემი­კოს, რე­ზოს, ლე­ვა­ნის, ლი­ზას სუ­ლებ­მა - თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის წას­ვლა ნამ­დვი­ლად უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა და ტკი­ვი­ლი იყო, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ალ­ბათ იმი­ტომ რომ იმ 19 წლის მან­ძილ­ზე რაც კოტე თო­ლორ­და­ვას ვიც­ნობ - და­წყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი კურ­სის პირ­ვე­ლი დღი­დან და დამ­თავ­რე­ბუ­ლი 9 აპ­რი­ლის პრე­მი­ე­რამ­დე არ ყო­ფი­ლა მისი ცხოვ­რე­ბის არ­ცერ­თი დიდი თუ მცი­რე, თუნ­დაც ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო მოვ­ლე­ნა, რომ­ლის ეპი­ცენ­ტრში თუ არა, საქ­მის კურ­სში მა­ინც არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მახ­სოვს კო­ტეს დახ­ვედ­რა მო­ზარ­დში... მეც იგი­ვე და­მე­მარ­თე­ბო­და ალ­ბათ იმ თე­ატ­რში სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი ჩემი პე­და­გო­გი რომ და­ე­ნიშ­ნათ უფ­რო­სად...

მი­უ­ხე­და­ვად ყო­ველ­დღი­უ­რი ჯუ­ჯღუ­ნი­სა, მი­უ­ხე­და­ვად მისი უკეთ წარ­მო­ჩი­ნე­ბი­სათ­ვის და­ხარ­ჯუ­ლი დრო­ი­სა და ენერ­გი­ი­სა, ჩხუ­ბი­სა თუ შე­გო­ნე­ბი­სა არ მახ­სენ­დე­ბა არცე ერთი შემ­თხვე­ვა, დიახ - არც ერთი, როცა მას გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა ან უკ­მე­ხად მო­ე­გო, თუნ­დაც ჩემ­გან ნათ­ქვა­მი უმარ­თე­ბუ­ლო შე­ნიშ­ვნის გამო. უმარ­თე­ბუ­ლო ვახ­სე­ნე - ასე­თე­ბიც იყო ალ­ბათ, პე­და­გო­გიც ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია და მა­საც ხში­რად ეშ­ლე­ბა. მეც რა­ღა­ცე­ე­ბი ალ­ბათ მეშ­ლე­ბო­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ის სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­წო­ნი­და ხოლ­მე, რო­მე­ლიც ორი­ვემ კარ­გად ვი­ცო­დით რომ უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბით იყო გაბ­მუ­ლი. მუ­დამ მე­ი­მე­დე­ბო­და, მუ­დამ მე­ა­მა­ყე­ბო­და, მუ­დამ ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი... მთე­ლი ეს დღე­ე­ბი სულ მო­ნო­ლო­გის რე­ჟიმ­ში ვარ, სულ მას ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვე­კა­მა­თე­ბი და ჰოი სა­ოც­რე­ბავ და არ ვე­ჩხუ­ბე­ბი... ალ­ბათ მის­მენს და გულ­ში ეღი­მე­ბა - შე კაი კაცო, ხომ იცი რო­გორ მიყ­ვარს როცა მა­ქე­ბენ და აქამ­დე სად იყა­ვიო?.. ალ­ბათ მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა, ჩემ­გან არც მო­ფე­რე­ბა აკ­ლდა, არც თავ­ზე ხე­ლის გა­დას­მა, თუმ­ცა უფრო მე­ტად "გა­ტის­კუ­ლი" იყო, მისი ტერ­მი­ნი რომ ვიხ­მა­რო. რო­გო­რი კა­ლე­ი­დოს­კო­პი დატ­რი­ალ­და ამ ხუთ დღე­ში ტვინ­ში...

გა­მახ­სენ­და კო­ტეს მას­კა­რი­ლი მო­ლი­ე­რის "პრან­ჭია ქა­ლებ­ში". ამით და­ვი­წყეთ ამ 18 წლის წი­ნათ. ამ რო­ლით ხომ პირ­ვე­ლი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა, რომ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და თე­ატ­რა­ლურ­ში, შემ­დეგ იყო ადი­კო "გუ­შინ­დელნში", შემ­დეგ თემო "პრე­მი­ე­რა­ში", შემ­დეგ თე­ატ­რი "ძვე­ლი სახ­ლი" და "მა­ტყუ­ა­რე­ბი". აი მა­შინ უკვე ახა­ლი ჯგუ­ფი ავიყ­ვა­ნე და არ მა­ვი­წყდე­ბა მისი ეჭვნა­რე­ვი შე­მო­ვარ­დნა პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე და ღია გან­ცხა­დე­ბა - ნუთუ ჩემ­ზე მე­ტად აქ ვინ­მე გეყ­ვა­რე­ბა­თო? ბევ­რი ვი­ცი­ნეთ მა­შინ, აუ­დი­ტო­რი­ი­და­ნაც "გა­ვა­ძე­ვეთ" ხელს ნუ გვიშ­ლით მეთ­ქი... არ მა­ვი­წყდე­ბა თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფის პე­რი­ო­დი: გუ­რამ ბრე­გა­ძის, ნინო ლი­პარ­ტი­ა­ნის და სხვა­თა სპექ­ტაკ­ლე­ბი, შემ­დეგ ათო­ნელ­ზე "და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რო­მა­ნი", აი სწო­რედ ის, რო­მე­ლიც ჩემი თე­ატ­რში მის­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღეს მო­ზარ­დში გად­მო­ვი­ტა­ნე და "დეჟა ვიუ" და­ვარ­ქვით. პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გას­ტრო­ლიც ამ სპექ­ტაკლს ჰქონ­და და პირ­ვე­ლი აღი­ა­რე­ბაც პე­ტერ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე. Дима ты сможеш... მე­ხუმ­რე­ბო­დი ხოლ­მე, თან ფრთხი­ლად ფა­მი­ლა­რო­ბა­ში რომ არ გა­დაგ­სვლო­და ეს ხუმ­რო­ბა და თან იქვე დას­ძენ­დი - но только без меня ничего не получится. მარ­თლაც გეგ­მა ბევ­რი იყო და არის და ალ­ბათ ღვთის წყა­ლო­ბით მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა, თუმ­ცა კო­ტეს გა­რე­შე... და ბო­ლოს!

ჩემო კოტე! 9 აპ­რილს პრე­მი­ე­რა რომ დას­რულ­და ცოტა ხნით გა­მი­ჩერ­დი შენს ულა­მა­ზეს ტა­სოს­თან ერ­თად და წვრი­ლად გა­მომ­კი­თხე რო­დის მი­დი­ხარ გერ­მა­ნი­ა­შიო, თან შენ გერ­მა­ნი­ა­ში ნა­ცხოვ­რებ კაცს და გერ­მა­ნუ­ლის ბრწყინ­ვა­ლე მცოდ­ნეს დიდი ინ­ტე­რე­სი გქონ­და ამ ქვეყ­ნი­სად­მი და იქ სა­გას­ტრო­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დი. მე გი­თხა­რი 16-ში ღამე მეთ­ქი. გა­მე­ხუმ­რე აბა 17-18-ში შე­დევ­რე­ბი უშე­ნოდ უნდა ვი­თა­მა­შოო? შენ ხომ ხვალ რო­მეო უნდა გე­თა­მა­შა და ზეგ გრი­მე­ბი და კუ­კარ­ა­ჩა.... მე იქე­და­ნაც და­გი­ნა­ხავ მეთ­ქი... ხვალ და ზეგ რა სპექ­ტაკ­ლე­ბიც გაქვს გა­სა­მარ­თი უკვე ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია და ეტყო­ბა ღმერ­თს ასე უნ­დო­და რომ გარ­დაც­ვლი­ლი არ და­მე­ნა­ხე... მე დღეს კი­დევ ერთხელ ჩა­ვი­კა­რი გულ­ში შე­ნი­ა­ნე­ბი და ასე გულ­მოკ­ლუ­ლი მი­ვემ­გზავ­რე­ბი ისევ და ისევ შენი და ჩემი, ჩვე­ნი თე­ატ­რის პერ­სპექ­ტი­ვის­თვის... და მე მუ­დამ ისე­თი მე­მახ­სოვ­რე­ბი, რო­გო­რიც იყა­ვი. კოსტя, ჩემო ძვირ­ფა­სო მშვი­დო­ბით!!! ძა­ლი­ან სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა გა­მო­მი­ვი­და, ალ­ბათ ძა­ლი­ან დამ­ცი­ნებ, მაგ­რამ გულ­წრფე­ლი!", - წერს დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ძალიან სენტიმენტალური გამომივიდა, ალბათ ძალიან დამცინებ" - კოტე თოლორდავას პედაგოგი ემშვიდობება

"ძალიან სენტიმენტალური გამომივიდა, ალბათ ძალიან დამცინებ" - კოტე თოლორდავას პედაგოგი ემშვიდობება

მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი საკუთარ მსახიობსა და ნამოწაფარს, კოტე თოლორდავას ემშვიდობება.

"ხშირად მომისმენია ქალბატონი ლილი იოსელიანის დატირება, საკუთარ გარდაცვლილ სტუდენტს რომ გლოვობდა. ტკივილი, სინანული ყოველთვის ახლავს ახლობლის გარდაცვალებას, თუმცა ეს მდგომარეობა კიდევ სხვაა და ალბათ ამოუხსნელიც. კოტე თოლორდავა უკვე მეშვიდე ნამოწაფარია ჩემს სტუდენტებს შორის, რომელმაც დატოვა ამქვეყნიური სამყარო... მაპატიოს ხარებას, გუგას, ემიკოს, რეზოს, ლევანის, ლიზას სულებმა - თითოეული თქვენგანის წასვლა ნამდვილად უმძიმესი დარტყმა და ტკივილი იყო, თუმცა დღევანდელი ჩემი მდგომარეობა ყველასგან განსხვავებულია და ალბათ იმიტომ რომ იმ 19 წლის მანძილზე რაც კოტე თოლორდავას ვიცნობ - დაწყებული პირველი კურსის პირველი დღიდან და დამთავრებული 9 აპრილის პრემიერამდე არ ყოფილა მისი ცხოვრების არცერთი დიდი თუ მცირე, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენა, რომლის ეპიცენტრში თუ არა, საქმის კურსში მაინც არ ვყოფილიყავი. მახსოვს კოტეს დახვედრა მოზარდში... მეც იგივე დამემართებოდა ალბათ იმ თეატრში სადაც ვმუშაობდი ჩემი პედაგოგი რომ დაენიშნათ უფროსად...

მიუხედავად ყოველდღიური ჯუჯღუნისა, მიუხედავად მისი უკეთ წარმოჩინებისათვის დახარჯული დროისა და ენერგიისა, ჩხუბისა თუ შეგონებისა არ მახსენდება არცე ერთი შემთხვევა, დიახ - არც ერთი, როცა მას გაეპროტესტებინა ან უკმეხად მოეგო, თუნდაც ჩემგან ნათქვამი უმართებულო შენიშვნის გამო. უმართებულო ვახსენე - ასეთებიც იყო ალბათ, პედაგოგიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც ხშირად ეშლება. მეც რაღაცეები ალბათ მეშლებოდა, თუმცა ყველაფერს ის სიყვარული გადაწონიდა ხოლმე, რომელიც ორივემ კარგად ვიცოდით რომ უხილავი ძაფებით იყო გაბმული. მუდამ მეიმედებოდა, მუდამ მეამაყებოდა, მუდამ ვგულშემატკივრობდი... მთელი ეს დღეები სულ მონოლოგის რეჟიმში ვარ, სულ მას ველაპარაკები, ვეკამათები და ჰოი საოცრებავ და არ ვეჩხუბები... ალბათ მისმენს და გულში ეღიმება - შე კაი კაცო, ხომ იცი როგორ მიყვარს როცა მაქებენ და აქამდე სად იყავიო?.. ალბათ მართალი იქნება, ჩემგან არც მოფერება აკლდა, არც თავზე ხელის გადასმა, თუმცა უფრო მეტად "გატისკული" იყო, მისი ტერმინი რომ ვიხმარო. როგორი კალეიდოსკოპი დატრიალდა ამ ხუთ დღეში ტვინში...

გამახსენდა კოტეს მასკარილი მოლიერის "პრანჭია ქალებში". ამით დავიწყეთ ამ 18 წლის წინათ. ამ როლით ხომ პირველი განაცხადი გააკეთა, რომ ნიჭიერი ადამიანი მოვიდა თეატრალურში, შემდეგ იყო ადიკო "გუშინდელნში", შემდეგ თემო "პრემიერაში", შემდეგ თეატრი "ძველი სახლი" და "მატყუარები". აი მაშინ უკვე ახალი ჯგუფი ავიყვანე და არ მავიწყდება მისი ეჭვნარევი შემოვარდნა პირველ გაკვეთილზე და ღია განცხადება - ნუთუ ჩემზე მეტად აქ ვინმე გეყვარებათო? ბევრი ვიცინეთ მაშინ, აუდიტორიიდანაც "გავაძევეთ" ხელს ნუ გვიშლით მეთქი... არ მავიწყდება თეატრალური სარდაფის პერიოდი: გურამ ბრეგაძის, ნინო ლიპარტიანის და სხვათა სპექტაკლები, შემდეგ ათონელზე "დაუსრულებელი რომანი", აი სწორედ ის, რომელიც ჩემი თეატრში მისვლის პირველივე დღეს მოზარდში გადმოვიტანე და "დეჟა ვიუ" დავარქვით. პირველი საერთაშორისო გასტროლიც ამ სპექტაკლს ჰქონდა და პირველი აღიარებაც პეტერბურგის საერთაშორისო ფესტივალზე. Дима ты сможеш... მეხუმრებოდი ხოლმე, თან ფრთხილად ფამილარობაში რომ არ გადაგსვლოდა ეს ხუმრობა და თან იქვე დასძენდი - но только без меня ничего не получится. მართლაც გეგმა ბევრი იყო და არის და ალბათ ღვთის წყალობით მომავალშიც იქნება, თუმცა კოტეს გარეშე... და ბოლოს!

ჩემო კოტე! 9 აპრილს პრემიერა რომ დასრულდა ცოტა ხნით გამიჩერდი შენს ულამაზეს ტასოსთან ერთად და წვრილად გამომკითხე როდის მიდიხარ გერმანიაშიო, თან შენ გერმანიაში ნაცხოვრებ კაცს და გერმანულის ბრწყინვალე მცოდნეს დიდი ინტერესი გქონდა ამ ქვეყნისადმი და იქ საგასტროლო მოგზაურობაზე ოცნებობდი. მე გითხარი 16-ში ღამე მეთქი. გამეხუმრე აბა 17-18-ში შედევრები უშენოდ უნდა ვითამაშოო? შენ ხომ ხვალ რომეო უნდა გეთამაშა და ზეგ გრიმები და კუკარაჩა.... მე იქედანაც დაგინახავ მეთქი... ხვალ და ზეგ რა სპექტაკლებიც გაქვს გასამართი უკვე ყველასთვის ცნობილია და ეტყობა ღმერთს ასე უნდოდა რომ გარდაცვლილი არ დამენახე... მე დღეს კიდევ ერთხელ ჩავიკარი გულში შენიანები და ასე გულმოკლული მივემგზავრები ისევ და ისევ შენი და ჩემი, ჩვენი თეატრის პერსპექტივისთვის... და მე მუდამ ისეთი მემახსოვრები, როგორიც იყავი. კოსტя, ჩემო ძვირფასო მშვიდობით!!! ძალიან სენტიმენტალური გამომშვიდობება გამომივიდა, ალბათ ძალიან დამცინებ, მაგრამ გულწრფელი!", - წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

"ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი სიყვარულია, ვიყო, ყოველთვის მიგულეთ თქვენ სამსახურში" - რას წერს იუბილარი კალაძე "ფეისბუქზე"?

ხვალ საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე