საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრთხილად, თბილისში თაღლითობა მასობრივ სახეს იძენს! - შსს-მ დაჯგუფების სამი წევრი დააკავა
ფრთხილად, თბილისში თაღლითობა მასობრივ სახეს იძენს! - შსს-მ დაჯგუფების სამი წევრი დააკავა

შსს-მ თაღ­ლი­თუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის სამი წევ­რი და­ა­კა­ვა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გელა მ, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი მა­ნუ­ჩარ ჯ. და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვან ბ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე სა­ო­ფი­სე ფარ­თი იქი­რა­ვეს, შემ­დეგ წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ვი­თომ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, და­ა­რე­გის­ტრი­რეს შპს "ამე­რი­ქან მო­ტორ­სი". თაღ­ლი­თუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა ინ­ტერ­ნეტ-საიტ myauto.ge-ზე გა­ნა­თავ­სეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­დნენ, ხოლო მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ა­წყეს ოფი­სი, სა­დაც ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს აფორ­მებ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს ამე­რი­კი­დან და ევ­რო­პი­დან მან­ქა­ნე­ბი არ გა­მო­უ­წე­რი­ათ და არც შე­უკ­ვე­თი­ათ. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა 19 მო­ქა­ლა­ქეს კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ა­რი­ცხი­ნეს სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის თან­ხა და თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით და­უფ­ლე­ბუ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბამ სა­ერ­თო ჯამ­ში 267 000 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შპს "ამე­რი­ქან მო­ტორ­სის" ოფი­სის, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩხრე­კი­სას სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტა­ცია, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი: 31200 აშშ დო­ლა­რი, 5900 ევრო და თაღ­ლი­თუ­რად მო­პო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით შე­ძე­ნი­ლი "ბე-ემ-ვე"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. სა­მი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით ჩა­დე­ნი­ლი თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფრთხილად, თბილისში თაღლითობა მასობრივ სახეს იძენს! - შსს-მ დაჯგუფების სამი წევრი დააკავა

ფრთხილად, თბილისში თაღლითობა მასობრივ სახეს იძენს! - შსს-მ დაჯგუფების სამი წევრი დააკავა

შსს-მ თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 1982 წელს დაბადებული გელა მ, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მანუჩარ ჯ. და 1989 წელს დაბადებული ლევან ბ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, წერეთლის გამზირზე საოფისე ფართი იქირავეს, შემდეგ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ვითომდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ავტომანქანების ჩამოყვანისა და რეალიზაციის მიზნით, დაარეგისტრირეს შპს "ამერიქან მოტორსი". თაღლითური დაჯგუფების წევრებმა ინტერნეტ-საიტ myauto.ge-ზე განათავსეს განცხადებები, თითქოსდა სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომანქანების ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას ახდენდნენ, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის და მოქალაქეების მოზიდვის მიზნით, სპეციალურად მოაწყეს ოფისი, სადაც ავტომანქანების ჩამოყვანასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებს ამერიკიდან და ევროპიდან მანქანები არ გამოუწერიათ და არც შეუკვეთიათ. ბრალდებულებმა 19 მოქალაქეს კომპანიის ანგარიშზე მოტყუებით გადაარიცხინეს სხვადასხვა ოდენობის თანხა და თაღლითურად დაეუფლნენ. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის რაოდენობამ საერთო ჯამში 267 000 აშშ დოლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა შპს "ამერიქან მოტორსის" ოფისის, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანების ჩხრეკისას სხვადასხვა დოკუმენტაცია, კომპიუტერები, თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი: 31200 აშშ დოლარი, 5900 ევრო და თაღლითურად მოპოვებული ფულით შეძენილი "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ