კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პროცესები ხდება ორგანიზმში შიმშილობის დროს
რა პროცესები ხდება ორგანიზმში შიმშილობის დროს

შიმ­ში­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის სტრეს-ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. ამ დროს ძლი­ერ­დე­ბა ად­რე­ნო­კორ­ტი­კო-ტრო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის, კა­ტე­ქო­ლა­მი­ნე­ბის, გლუ­კა­გო­ნის, გლუ­კო­კორ­ტი­კო­ი­დე­ბი­სა და ვა­ზოპ­რე­სი­ნის სეკ­რე­ცია. ჩა­მოთ­ვლი­ლი ჰორ­მო­ნე­ბი ააქ­ტი­უ­რე­ბენ ლი­პა­ზას - ცხი­მე­ბის დამ­შლელ ფერ­მენტს - და ხელს უწყო­ბენ ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი­დან ცხი­მე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. ამ დროს სის­ხლში ცხი­მე­ბი გა­და­დის ძი­რი­თა­დად თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის სა­ხით, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, ორ­გა­ნიზ­მი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­რი­სი ენერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­ყონ. ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის ადა­მი­ანს "ენერ­გე­ტი­კუ­ლი ცხი­მის" და­ახ­ლო­ე­ბით 9 კგ-მდე მა­რა­გი აქვს.

შიმ­ში­ლო­ბის დროს სის­ხლში ქვე­ით­დე­ბა გლუ­კო­ზის შემ­ცვე­ლო­ბა, რაც იწ­ვევს ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­ყო­ფის შემ­ცი­რე­ბას და გლუ­კა­გო­ნის სეკ­რე­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას. გლუ­კა­გო­ნის გავ­ლე­ნით ღვიძ­ლში გლი­კო­გე­ნი იშ­ლე­ბა, წარ­მო­იქ­მნე­ბა გლუ­კო­ზა და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცხი­მე­ბი ნახ­შირ­წყლე­ბის ალში იწ­ვის.

შიმ­ში­ლო­ბის დროს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტში პე­რის­ტალ­ტი­კის (შე­კუმ­შვი­თი მოძ­რა­ო­ბე­ბის) დაქ­ვე­ი­თე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა, რაც შეკ­რუ­ლო­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზია. შიმ­ში­ლო­ბას თან სდევს აპა­თია, ძი­ლად მი­ვარ­დნა, გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და ყუ­რა­დღე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. იშ­ვი­ათ­დე­ბა სუნ­თქვა. შიმ­ში­ლო­ბის მე­ო­რე პე­რი­ოდ­ში რე­სურ­სე­ბის ეკო­ნო­მია სით­ბოს გაბ­ნე­ვის შემ­ცი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, ვი­თარ­დე­ბა კა­ნის შე­და­რე­ბი­თი იშე­მია (სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა) და კან­თან ერ­თად ეცე­მა მთე­ლი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა.

შიმ­ში­ლო­ბის პირ­ველ დღე-ღა­მეს ნახ­შირ­წყლე­ბი ორ­გა­ნიზმს ენერ­გი­ის 80%-ით უზ­რუნ­ველ­ყოფს. მხო­ლოდ 10-15% მო­დის ცხი­მე­ბის წი­ლად. 12-24 სა­ა­თის შემ­დეგ ღვიძლსა და კუნ­თებ­ში გლი­კო­გე­ნის მა­რა­გი ილე­ვა და ამ ხნის შემ­დეგ ღვიძ­ლი­სა და კუნ­თე­ბის ენერ­გე­ტი­კულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს. შიმ­ში­ლო­ბის მე­სა­მე დღე-ღა­მეს ორ­გა­ნიზ­მი ენერ­გი­ის 30-40%-ს ცხი­მე­ბის ჟან­გვით იღებს, 40-60%-ს კი - ნახ­შირ­წყლე­ბის ჟან­გვით. ლი­პო­ლი­ზი, ცხი­მე­ბის და­ჟან­გვის პრო­ცე­სი, უმ­თავ­რე­სად შიმ­ში­ლო­ბის მე-2-მე-7 დღე­ებ­ში დო­მი­ნი­რებს. ტვი­ნი ამ პე­რი­ოდ­ში, ისე­ვე რო­გორც შიმ­ში­ლო­ბამ­დე, ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი­სათ­ვის ისევ გლუ­კო­ზას ან გლი­კო­გე­ნურ ამი­ნომ­ჟა­ვებს იყე­ნებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რა პროცესები ხდება ორგანიზმში შიმშილობის დროს

რა პროცესები ხდება ორგანიზმში შიმშილობის დროს

შიმშილობა ადამიანისთვის სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს. ამ დროს ძლიერდება ადრენოკორტიკო-ტროპული ჰორმონის, კატექოლამინების, გლუკაგონის, გლუკოკორტიკოიდებისა და ვაზოპრესინის სეკრეცია. ჩამოთვლილი ჰორმონები ააქტიურებენ ლიპაზას - ცხიმების დამშლელ ფერმენტს - და ხელს უწყობენ ცხიმოვანი ქსოვილიდან ცხიმების მობილიზებას. ამ დროს სისხლში ცხიმები გადადის ძირითადად თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების სახით, რომელთაც შეუძლიათ, ორგანიზმი რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმარისი ენერგიით უზრუნველყონ. ნორმალური წონის ადამიანს "ენერგეტიკული ცხიმის" დაახლოებით 9 კგ-მდე მარაგი აქვს.

შიმშილობის დროს სისხლში ქვეითდება გლუკოზის შემცველობა, რაც იწვევს ინსულინის გამოყოფის შემცირებას და გლუკაგონის სეკრეციის გაძლიერებას. გლუკაგონის გავლენით ღვიძლში გლიკოგენი იშლება, წარმოიქმნება გლუკოზა და, როგორც ამბობენ, ცხიმები ნახშირწყლების ალში იწვის.

შიმშილობის დროს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერისტალტიკის (შეკუმშვითი მოძრაობების) დაქვეითება აღინიშნება, რაც შეკრულობის ერთ-ერთი მიზეზია. შიმშილობას თან სდევს აპათია, ძილად მივარდნა, გონებრივი შესაძლებლობების, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება. იშვიათდება სუნთქვა. შიმშილობის მეორე პერიოდში რესურსების ეკონომია სითბოს გაბნევის შემცირებას განაპირობებს, ვითარდება კანის შედარებითი იშემია (სისხლნაკლებობა) და კანთან ერთად ეცემა მთელი სხეულის ტემპერატურა.

შიმშილობის პირველ დღე-ღამეს ნახშირწყლები ორგანიზმს ენერგიის 80%-ით უზრუნველყოფს. მხოლოდ 10-15% მოდის ცხიმების წილად. 12-24 საათის შემდეგ ღვიძლსა და კუნთებში გლიკოგენის მარაგი ილევა და ამ ხნის შემდეგ ღვიძლისა და კუნთების ენერგეტიკულ მოთხოვნილებას თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს. შიმშილობის მესამე დღე-ღამეს ორგანიზმი ენერგიის 30-40%-ს ცხიმების ჟანგვით იღებს, 40-60%-ს კი - ნახშირწყლების ჟანგვით. ლიპოლიზი, ცხიმების დაჟანგვის პროცესი, უმთავრესად შიმშილობის მე-2-მე-7 დღეებში დომინირებს. ტვინი ამ პერიოდში, ისევე როგორც შიმშილობამდე, ენერგეტიკული დანახარჯებისათვის ისევ გლუკოზას ან გლიკოგენურ ამინომჟავებს იყენებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს