თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახა ნაკანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახა ნაკანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა, თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახა ნაკანმა გლდანის ციხეში თვითმკვლელობა სცადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნაკანის ადვოკატმა, კახა შონიამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, რადგან ციხის თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და მისი გადარჩენა შეძლეს.

ადვოკატის ინფორმაციით, ნაკანმა ვენები გადაიჭრა და დაწესებულების თანამშრომლებმა მას დროულად მიუსწრეს. ამ დროისათვის ნაკანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. კახა შონიას თქმით, ნაკანი დიდი ხანია, ითხოვს გლდანის #8 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას, თუმცა უშედეგოდ.

"მას ეკუთვნის, რომ როგორც სამართალდამცველი, გადაიყვანონ ე.წ. მატროსოვის ციხეში. ნაკანმა მიმართა, როგორც სახალხო დამცველს ასევე სამინისტროს, თუმცა მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვშიშობ, რომ კახა ნაკანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს", - განაცხადა ადვოკატმა. ამასთან, მისი თქმით, კახა ნაკანი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ