პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირია: მსოფლიოს ყველაზე ცხელი საომარი წერტილი, დახოცილი მოსახლეობა და უმწეო ბავშვები დახმარების მოლოდინში
სირია: მსოფლიოს ყველაზე ცხელი საომარი წერტილი, დახოცილი მოსახლეობა და უმწეო ბავშვები დახმარების მოლოდინში

ბოლო დღე­ე­ბია, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა სი­რი­ე­ლი და ასი­რი­ე­ლი ხალ­ხის მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი. ეს ნათ­ლად ჩანს "ფე­ის­ბუ­ქის" აუ­დი­ტო­რი­ის დის­კუ­სი­ებ­ში, თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­ში ერე­ვა.

Ambebi.ge შე­ე­ცა­და, სი­რი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მოკ­ლე ქრო­ნი­კა ერთ სტა­ტი­ა­ში გად­მო­ე­ცა.

უკვე წლე­ბია, ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა სულ უფრო მწვავ­დე­ბა და მას და­სას­რუ­ლი ჯერ კი­დევ არ უჩანს. გა­უ­თა­ვე­ბელ ომსა და არე­უ­ლო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის არა­ერ­თი მცი­რე­წლო­ვა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა. ვი­დე­ო­პორ­ტა­ლებ­ზე ამ სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტის ამ­სახ­ველ ბევრ ვი­დე­ოს წა­ა­წყდე­ბით და ნა­ხავთ კად­რებს, სა­დაც უმ­წეო პა­ტა­რე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ.

სი­რი­ა­ში არე­უ­ლო­ბა 2011 წლის 15 მარტს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით და­ი­წყო, რომ­ლე­ბიც აპ­რი­ლის­თვის უკვე მთელ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და. აქ­ცი­ე­ბი უფრო ფარ­თო, ახლო აღ­მო­სავ­ლუ­რი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის ნა­წი­ლი იყო, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის სა­ხე­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრე­ზი­დენტ ბა­შარ ალ-ასა­დის გა­დად­გო­მას ითხოვ­დნენ, რომ­ლის ოჯა­ხიც სი­რი­ას 1971 წლი­დან მარ­თავს, ასე­ვე ბა­ა­სის პარ­ტი­ის მმარ­თვე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც 1963 წელს და­ი­წყო.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "სი­რი­ელ ბავ­შვე­ბის შე­წყნა­რე­ბა­ზე უა­რის მთქმე­ლი ქრის­ტეს მო­ღა­ლა­ტეა" - ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ომზე წე­რენ

2011 წლის აპ­რილ­ში, სი­რი­ის არ­მია აჯან­ყე­ბე­ბის ჩა­სახ­შო­ბად გა­მო­ვი­და და ჯა­რის­კა­ცებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, პრო­ტეს­ტი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ აჯან­ყე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. (ვი­დეო) 2013 წელს მთელ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აჯან­ყე­ბებს ჰეზ­ბო­ლაც შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც სი­რი­ის არ­მი­ის მხა­რეს იბ­რძო­და.

მა­შინ­დე­ლი აქ­ცი­ე­ბის ათო­ბით ათა­სი მო­მი­ტინ­გე სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცი­ხე­ში ჩას­ვა, სა­დაც ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბა და ტე­რო­რი. (ვი­დეო)

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ის ძა­ლებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა მძი­მე დარ­ღვე­ვებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. გა­ე­რო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2012 და 2013 წელს ამ დარ­ღვე­ვა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებ­და. 2014 წლი­დან სი­რი­ის ომში ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კაც" ჩა­ერ­თო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად, ერა­ყი­სა და სი­რი­ის ნა­წილს აკონ­ტრო­ლებს. დაჯ­გუ­ფე­ბის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რის თქმით, 2003 წლის ჯორჯ ბუ­შის ერაყ­ში შეჭ­რამ ისი­ნი ამე­რი­კე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჯი­ჰა­დამ­დე მი­იყ­ვა­ნა და ბიძ­გი მის­ცა, კონ­ტრო­ლი გა­ემ­ყა­რე­ბი­ნათ არა­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე.

2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ბა­შარ ალ-ასად­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და­სავ­ლეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. ამის შე­სა­ხებ მან "ბი­ბი­სის­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა. ასა­დის თქმით, სი­რი­ის მთავ­რო­ბა აშშ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ის ბრძო­ლას რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მხარს უჭერს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­სავ­ლე­თი 2011 წელს სი­რი­ა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ასადს გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს. თუმ­ცა, სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი თა­ნამ­დე­ბო­ბას ამ დრომ­დე არ ტო­ვებს. რის გა­მოც, ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ სი­რი­ის მთავ­რო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

2014 წელს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი "ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის" მებ­რძო­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სა­ტი­კით უს­წორ­დე­ბი­ან ერაყ­სა და სი­რი­ა­ში მცხოვ­რებ ქრის­ტი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას. 2015 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ე.წ ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ სი­რი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სოფ­ლი­დან 150-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ტა­ცა. გარ­და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბი­სა და წა­მე­ბი­სა, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რო­რის­ტე­ბი ქრის­ტი­ა­ნულ ქა­ლა­ქებს ანად­გუ­რე­ბენ.

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბის გამო, ოთხ მი­ლი­ონ­ზე მეტი სი­რი­ე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ქვე­ყა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. (ვი­დეო) 2011 წელს და­წყე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ომს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, უკვე 220,000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, რო­მელ­თა­გან 10,808 ბავ­შვია (ვი­დეო), ხოლო 6,907 ქალი. (ვი­დეო)

AMBEBI.GE

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც XXI სა­უ­კუ­ნე­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გამო სას­ტი­კად აწა­მე­ბენ: ასი­რი­ე­ლე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე

სირია: მსოფლიოს ყველაზე ცხელი საომარი წერტილი, დახოცილი მოსახლეობა და უმწეო ბავშვები დახმარების მოლოდინში

სირია: მსოფლიოს ყველაზე ცხელი საომარი წერტილი, დახოცილი მოსახლეობა და უმწეო ბავშვები დახმარების მოლოდინში

ბოლო დღეებია, ქართულმა საზოგადოებამ გულთან ახლოს მიიტანა სირიელი და ასირიელი ხალხის მწვავე პრობლემები. ეს ნათლად ჩანს "ფეისბუქის" აუდიტორიის დისკუსიებში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქართული საზოგადოების ნაწილს ისინი ერთმანეთში ერევა.

Ambebi.ge შეეცადა, სირიაში განვითარებული მოვლენების მოკლე ქრონიკა ერთ სტატიაში გადმოეცა.

უკვე წლებია, ქვეყანაში ვითარება სულ უფრო მწვავდება და მას დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს. გაუთავებელ ომსა და არეულობას ყოველდღიურად უამრავი ადამიანის, მათ შორის არაერთი მცირეწლოვანის სიცოცხლე ეწირება. ვიდეოპორტალებზე ამ საზარელი ფაქტის ამსახველ ბევრ ვიდეოს წააწყდებით და ნახავთ კადრებს, სადაც უმწეო პატარები დახმარებას ითხოვენ.

სირიაში არეულობა 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით დაიწყო, რომლებიც აპრილისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. აქციები უფრო ფართო, ახლო აღმოსავლური საპროტესტო მოძრაობის ნაწილი იყო, რომელიც მოგვიანებით, არაბული გაზაფხულის სახელით გახდა ცნობილი. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ითხოვდნენ, რომლის ოჯახიც სირიას 1971 წლიდან მართავს, ასევე ბაასის პარტიის მმართველობის დასრულებას, რომელიც 1963 წელს დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ| "სირიელ ბავშვების შეწყნარებაზე უარის მთქმელი ქრისტეს მოღალატეა" - ცნობილი ქართველები სირიაში მიმდინარე ომზე წერენ

2011 წლის აპრილში, სირიის არმია აჯანყებების ჩასახშობად გამოვიდა და ჯარისკაცებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმეთვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, პროტესტი შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა. (ვიდეო) 2013 წელს მთელ ქვეყანაში მიმდინარე აჯანყებებს ჰეზბოლაც შეუერთდა, რომელიც სირიის არმიის მხარეს იბრძოდა.

მაშინდელი აქციების ათობით ათასი მომიტინგე სირიის ხელისუფლებამ ციხეში ჩასვა, სადაც ფართოდაა გავრცელებული წამება და ტერორი. (ვიდეო)

საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციის ძალებს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში ადანაშაულებენ. გაეროსა და საერთაშორისო ამნისტიის კვლევის მიხედვით, 2012 და 2013 წელს ამ დარღვევათა უმრავლესობას სირიის ხელისუფლება ახორციელებდა. 2014 წლიდან სირიის ომში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური რესპუბლიკაც" ჩაერთო, რომელიც ამჟამად, ერაყისა და სირიის ნაწილს აკონტროლებს. დაჯგუფების რამდენიმე ლიდერის თქმით, 2003 წლის ჯორჯ ბუშის ერაყში შეჭრამ ისინი ამერიკელების წინააღმდეგ ჯიჰადამდე მიიყვანა და ბიძგი მისცა, კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე.

2015 წლის თებერვალში სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ მზადაა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთთან თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ მან "ბიბისისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა. ასადის თქმით, სირიის მთავრობა აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის ბრძოლას რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ მხარს უჭერს.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთი 2011 წელს სირიაში დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს. თუმცა, სირიის პრეზიდენტი თანამდებობას ამ დრომდე არ ტოვებს. რის გამოც, ზოგიერთმა ქვეყანამ სირიის მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

2014 წელს გააქტიურებული "ისლამური რესპუბლიკის" მებრძოლები განსაკუთრებული სისატიკით უსწორდებიან ერაყსა და სირიაში მცხოვრებ ქრისტიან მოსახლეობას. 2015 წლის თებერვლის ბოლოს ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქრისტიანული სოფლიდან 150-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა. გარდა ადამიანების გატაცებისა და წამებისა, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები ქრისტიანულ ქალაქებს ანადგურებენ.

ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, ოთხ მილიონზე მეტი სირიელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. (ვიდეო) 2011 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, უკვე 220,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან 10,808 ბავშვია (ვიდეო), ხოლო 6,907 ქალი. (ვიდეო)

AMBEBI.GE

დაგაინტერესებთ| ადამიანები, რომლებსაც XXI საუკუნეში ქრისტიანობის გამო სასტიკად აწამებენ: ასირიელები განადგურების საშიშროების წინაშე

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა