პარტნიორები:

    დედამ წლინახევრის შვილი სასტიკად სცემა, ქმარმა კი ვიდეო გადაიღო

    დედამ წლინახევრის შვილი სასტიკად სცემა, ქმარმა კი ვიდეო გადაიღო

    ინტერნეტში შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა, რითაც პოლიციაც დაინტერესდა. ვიაჩესლავ სამოილოვმა ცოლთან ჩხუბის ამსახველი კადრები გადაიღო, რომელშიც ყველაზე მეტად წლინახევრის შვილი დაზარალდა. ცოლმა გოგონა ძირს დააგდო, მამა კი იმის მაგივრად, რომ ბავშვს მიხმარებოდა, მომხდარის მობილურით გადაღება დაიწყო.

    როგორც მამაკაცმა პოლიციას მოუყვა, მან ცოლის ტელეფონი აიღო, რაც ქალს არ მოეწონა. მის გასამწარებლად ქალმა ბავშვი ეტლიდან ამოიყვანა და ძირს დააგდო. შემდეგ კი ქმარსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვიაჩესლავი საავადმყოფოში გაემართა, რათა დაეფიქსირებინა ცემის კვალი, ქალიშვილი ვიკა კი როგორც თვითმხილველები ყვებიან, მიწაზე დაგდებული დატოვეს.

    ვიკას დედა მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ ყველაფერი პირიქით მოხდა. მისი თქმით, ქმარმა დაიწყო ქალის ცემა ეჭვიანობის ნიადაგზე და თავის ბრალეულობას ქალი ვერ გრძნობს.

    სანამ ყველაფერი გაირკვევა, შვილი დედას დაუბრუნეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მას დედობის უფლება ჩამოერთვას.

    იხილეთ ვიდეო

    მომზადებულია ntv.ru-ს მიხედვით.

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს