მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი კოტე თოლორდავას გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ მისთვის შემზარავია თბილისში გავრცელებული ბინძური ჭორები გარდაცვლილი მსახიობის ირგვლივ.
"ყურადღება! ჩემი სტატუსი ეძღვნება იმ ცილისმცამებელ ხალხს, ვისაც გონია, რომ კოტე თოლორდავა არ იმყოფებოდა გადაღებებზე და სხვა მიზნით იყო ჩამოსული მოსკოვში!
იმდენად შემზარა თბილისიდან გავრცელებულმა ბინძურმა ჭორებმა, რომ არშემეძლო ამ საკითხთან დაკავშირებით არ მეთქვა ჩემი სათქმელი, რადგან გუშინ ახლობლებთან ერთად შევხვდი ფილმის მთავარ პროდიუსერს ალეკსეი კუბლიცკის, რომელიც უზომოდ შეწუხებულია მომხდართან დაკავშირებით და მთლიანად გადამღები ჯგუფი, ის დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენიებდა ამ ადამიანს და აღნიშნა, რომ ბრწყინვალე ნამუშევარი იყო მის მიერ შესრულებული როლი და ის აუცილებლად დიდი ვარსკვლავი გახდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც!მან თვალზე ცრემლმომდგარმა გვაჩვენა 10 აპრილს გადაღებული კადრები, რომელიც, სამწუხაროდ უკანასკნელი აღმოჩნდა... იმ დღის გადაღების შემდეგ ღამის 2 საათზე მიაცილეს იგი სასტუმროში, სადაც გამთენიისას მოხდა ეს ტრაგედია!!!!!
ამიხსენით, რის საფუძველზე და რა მიზნით თხზავთ ჩემო თანამემამულენო სხვადასვა სახის ისტორიებს,რომელიც სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის, ძალიან გთხოვთ ეცით პატივი მიცვალებულს, რომელსაც სამწუხაროდ, თურმე გაცილებით მეტ პატივსცემენ ამ ქვეყანაში, ვიდრე საკუთარ სამშობლოში, რომლებიც ასე აბინძურებენ გარდაცვლილი ადამიანის სახელს...", - წერს ნიკა ნიკვაშვილი.