მაშინ დავამთავრე ამ ადამიანთან ურთიერთობა...ვუთხარი კიდეც მას , რომ არ უკადრია ის სააკაშვილს რაც მან იკადრა... ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში "ნანუკა ჟორჟლიანის" შოუში საუბრისას გააკეთა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც ივანიშვილმა მის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ისაუბრა. ალასანია აცხადებს, რომ ამ დღის შემდეგ მან ივანიშვილთან პოლიტიკური ურთიერთობის გარდა ყველა სხვა ურთიერთობა დაასრულა.
იხილეთ ვიდეო