პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ბასილია - ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა
თემურ ბასილია - ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ეკო­ნო­მი­კუ­რი მრჩე­ვე­ლი თე­მურ ბა­სი­ლია მი­იჩ­ნევს, რომ იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ძებ­ნილ­თა სი­ი­დან ამო­ღე­ბა მი­ნი­მუმ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით მოხ­და.

თე­მურ ბა­სი­ლია "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­კუ­თარ მა­გა­ლითს იხ­სე­ნებს და პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას სიც­რუ­ეს უწო­დებს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის ეს გან­ცხა­დე­ბა სიც­რუ­ეა: მე მაქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი ინ­ტერ­პო­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან, სა­დაც ბო­დიშს მიხ­დი­ან, რომ მარ­თა­ლია აშშ-მა პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი მო­გა­ნი­ჭა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არის წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ ძებ­ნილ­თა სი­ი­დან ამო­გი­ღო­თო და სხვა რა­ღა­ცე­ე­ბი შე­მომ­თა­ვა­ზეს, რისი გა­კე­თე­ბაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლი­აო... ასე რომ, ადე­იშ­ვი­ლის ძებ­ნილ­თა სი­ი­დან ამო­ღე­ბა, მი­ნი­მუმ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით მოხ­და.... აი ეს არის სი­მარ­თლე და არა ამა­თი უვი­ცუ­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი... უუ­ნა­რო­ე­ბი ხართ...", - წერს თე­მურ ბა­სი­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ადას­ტუ­რებს, რომ ინ­ტერ­პოლ­მა იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მი­მართ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა შე­წყვი­ტა. რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნოს­გან შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 9 აპ­რილს მი­ი­ღო. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ინ­ტერ­პო­ლი ადე­იშ­ვილ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზად მის მიერ ერთ-ერთი სა­ხელ­მწი­ფოს­გან ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ასა­ხე­ლებს.

თე­მურ ბა­სი­ლია 1997 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ეკო­ნო­მი­კურ მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" მუ­შა­ობ­და.

ბა­სი­ლია 2004 წელს რამ­დენ­ჯერ­მე და­კი­თხეს, თუმ­ცა არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. მან ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­და, 2008 წელს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­უს­წრებ­ლად, ბა­სი­ლი­ას ცხრა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თემურ ბასილია - ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა

თემურ ბასილია - ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია მიიჩნევს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა.

თემურ ბასილია "ფეისბუქზე" საკუთარ მაგალითს იხსენებს და პროკურატურის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

"პროკურატურის ეს განცხადება სიცრუეა: მე მაქვს ოფიციალური წერილი ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, სადაც ბოდიშს მიხდიან, რომ მართალია აშშ-მა პოლიტდევნილის სტატუსი მოგანიჭა, მაგრამ საქართველოს მთავრობა არის წინააღმდეგი, რომ ძებნილთა სიიდან ამოგიღოთო და სხვა რაღაცეები შემომთავაზეს, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლიაო... ასე რომ, ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება, მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა.... აი ეს არის სიმართლე და არა ამათი უვიცური განმარტებები... უუნაროები ხართ...", - წერს თემურ ბასილია.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ინტერპოლის გენერალური სამდივნოსგან შესაბამისი წერილი მთავარმა პროკურატურამ 9 აპრილს მიიღო. მათივე განმარტებით, ინტერპოლი ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის მიზეზად მის მიერ ერთ-ერთი სახელმწიფოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ასახელებს.

თემურ ბასილია 1997 წელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩევლად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე "ვარდების რევოლუციამდე" მუშაობდა.

ბასილია 2004 წელს რამდენჯერმე დაკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ. მან ქვეყანა დატოვა. მოგვიანებით მასზე ძებნა გამოცხადდა, 2008 წელს საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად, ბასილიას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."