"მოგესალმებით, მე ვარ კოტე თოლორდავა და მე ვარ ნარკომანი. მე ვიცი, არ არსებობს ყოფილი ნარკომანი, რადგან იგი ყოველთვის დგას საშიშროების წინაშე, ისევ დაუცდეს ფეხი", - თითქმის ერთი წლის წინ, ასე მიმართა მსახიობმა კოტე თოლორდავამ "ზაზანოვაში" შეკრებილ საზოგადოებას, რომლებიც კლუბში შეიკრიბნენ ღონისძიებაზე - "მწერლები შეწყვეტილი ბიოგრაფიის წინააღმდეგ.
"ჩვენ არ ვართ უგულოები, არც არაადამიანები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, რადგან მისი სიყვარულით და გვერდში დგომით ვებრძვი ამ სენს", - ასე დაასრულა ემოციური გამოსვლა მსახიობმა.