პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის 7 ქალაქში რეგულარული ფრენის უფლება ექნებათ
ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის 7 ქალაქში რეგულარული ფრენის უფლება ექნებათ

ქარ­თულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბი რუ­სე­თის 7 ქა­ლაქ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, ხოლო რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს - თბი­ლი­სის, ბა­თუ­მი­სა და ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ა­ვი­ა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს შო­რის ტექ­ნი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დას­რულ­და.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა 2006 წელს შე­წყვე­ტილ იქნა ცალ­მხრი­ვად და 2010 წლი­დან ქვეყ­ნებს შო­რის ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მხო­ლოდ ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბი. 2014 წლის 27 ოქ­ტომ­ბრი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა გა­ნახ­ლდა, თუმ­ცა მხო­ლოდ თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2014 წლის ბო­ლო­სა და 2015 წლის და­სა­წყის­ში, თბი­ლის­ში ორი ქვეყ­ნის სა­ა­ვი­ა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ, რომ­ლებ­საც ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გაგ­რძელ­და და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი შე­სა­ბა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის რე­გუ­ლა­რულ სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში დას­რულ­და და მიღ­წე­ულ იქნა შე­თან­ხმე­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის რე­გუ­ლა­რულ სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე - ფრე­ნის სიხ­ში­რე­ე­ბი, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა და ა.შ.", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის გარ­და შე­თან­ხმე­ბა შედ­გა რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის გა­ნახ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სხვა ქა­ლა­ქებს შო­რი­საც.

"კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბი შეს­რულ­დე­ბა ასე­ვე ქვეყ­ნებს შო­რის სა­ა­ვი­ა­ციო სფე­რო­ში მოქ­მე­დი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­ნარ­თში გან­სა­ზღვრულ პუნ­ქტებს შო­რი­საც. კერ­ძოდ, ქარ­თულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ რუ­სე­თის 7 ქა­ლაქ­ში - მოს­კო­ვი, პე­ტერ­ბურ­გი, სა­მა­რა, ეკა­ტე­რინ­ბურ­გი, სოჭი, როს­ტო­ვი და მინ­ვო­დი. ხოლო რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს - თბი­ლი­სი, ბა­თუ­მი­სა და ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ფრე­ნის სიხ­ში­რე­ე­ბი თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის სა­ჰა­ე­რო ხაზ­ზე გა­ნი­სა­ზღვრა - ზამ­თრის სა­ნა­ვი­გა­ციო სე­ზონ­ზე 18 სიხ­ში­რე თი­თო­ე­უ­ლი მხრი­დან, ხოლო ზა­ფხუ­ლის სა­ნა­ვი­გა­ციო სე­ზონ­ზე - 21 სიხ­ში­რე. რაც შე­ე­ხე­ბა ფრე­ნის სიხ­ში­რე­ებს სხვა ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ ქა­ლა­ქებს შო­რის, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სიხ­ში­რე­ე­ბი იქ­ნე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვი, რო­გორც ეს იყო ქვეყ­ნებს შო­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის შე­წყვე­ტამ­დე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის გა­დაყ­ვა­ნილ მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2014 წლის ნო­ემ­ბრის თვი­დან 2015 წლის თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, სულ მგზავ­რთნა­კა­დი წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, 49%-ით გა­ი­ზარ­და.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ზრდა მით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს პე­რი­ო­დი გა­მო­ირ­ჩე­ვა მგზავ­რთნა­კა­დის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბით, ხოლო ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, რო­მე­ლიც მგზავ­რთნა­კა­დის მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, გა­დაყ­ვა­ნი­ლი მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა. სწო­რედ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გია, რომ ავი­ა­კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ისს" უკვე მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, 2015 წლის 10 აპ­რილს და­ე­წყო რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა თბი­ლი­სი-სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რი­ლის ბო­ლო­დან კი ავი­ა­კომ­პა­ნია ასე­ვე გეგ­მავს რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას თბი­ლი­სი-სა­მა­რას მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვი­ა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი და ხან­გრძლი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გე­ბი მრა­ვალ­მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - მომ­ხმა­რე­ბე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, თა­ვი­სუფ­ლად და­გეგ­მონ მგზავ­რო­ბა და ისარ­გებ­ლონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით შექ­მნი­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო­თი, ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის ზრდას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის 7 ქალაქში რეგულარული ფრენის უფლება ექნებათ

ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის 7 ქალაქში რეგულარული ფრენის უფლება ექნებათ

ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული ფრენები რუსეთის 7 ქალაქში განახორციელონ, ხოლო რუსულ კომპანიებს - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დასრულდა.

"როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს შეწყვეტილ იქნა ცალმხრივად და 2010 წლიდან ქვეყნებს შორის ხორციელდებოდა მხოლოდ ჩარტერული რეისები. 2014 წლის 27 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა, თუმცა მხოლოდ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. 2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისში, თბილისში ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შემდეგ, რომლებსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენელი, გაგრძელდა დამატებითი ტექნიკური კონსულტაციები შესაბამის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონსულტაციები მიმდინარე კვირაში დასრულდა და მიღწეულ იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე - ფრენის სიხშირეები, გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ა.შ.", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, თბილისი-მოსკოვის გარდა შეთანხმება შედგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლების თაობაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებს შორისაც.

"კონსულტაციების შედეგად, რეგულარული ფრენები შესრულდება ასევე ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში მოქმედი ხელშეკრულების დანართში განსაზღვრულ პუნქტებს შორისაც. კერძოდ, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ რუსეთის 7 ქალაქში - მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი. ხოლო რუსულ კომპანიებს - თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ფრენის სიხშირეები თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე განისაზღვრა - ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე თითოეული მხრიდან, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე - 21 სიხშირე. რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს სხვა ზემოთჩამოთვლილ ქალაქებს შორის, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სიხშირეები იქნება შეუზღუდავი, როგორც ეს იყო ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ მონაცემების თანახმად, 2014 წლის ნოემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, სულ მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 49%-ით გაიზარდა.

"აღნიშნული ზრდა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წლის განმავლობაში ეს პერიოდი გამოირჩევა მგზავრთნაკადის ყველაზე დაბალი აქტივობით, ხოლო ზაფხულის სეზონზე, რომელიც მგზავრთნაკადის მაღალი აქტივობით გამოირჩევა, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. სწორედ ზემოაღნიშნული მოლაპარაკებების შედეგია, რომ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" უკვე მიეცა შესაძლებლობა, 2015 წლის 10 აპრილს დაეწყო რეისების შესრულება თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან კი ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების განხორციელებას თბილისი-სამარას მიმართულებითაც. საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ წარმოებული დაძაბული და ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია - მომხმარებელებს საშუალება მიეცემათ, თავისუფლად დაგეგმონ მგზავრობა და ისარგებლონ ამ მიმართულებებით შექმნილი კონკურენტული გარემოთი, ასევე აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადის ზრდას", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია