პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე სურათი განათავსა, რომელზეც ლოგინზე ვარდის ფურცლებით აწყობილი გულია გამოსახული. რომანტიკული საჩუქარი ანას მეუღლემ, გიგი ჩიჩუამ დაახვედრა.

შეგახსენებთ, რომ ანა მარგველაშვილი გასული წლის დეკემბერში გათხოვდა. მისი რჩეული მუსიკოს ლევან ჩიჩუას, იგივე თიელის ძმა, გიგი ჩიჩუაა.