კონფლიქტები
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანები, რომლებსაც XXI საუკუნეში ქრისტიანობის გამო სასტიკად აწამებენ: ასირიელები განადგურების საშიშროების წინაშე
ადამიანები, რომლებსაც XXI საუკუნეში ქრისტიანობის გამო სასტიკად აწამებენ: ასირიელები განადგურების საშიშროების წინაშე

უკა­ნას­კნე­ლი ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასი­რი­ე­ლე­ბი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქრის­ტი­ა­ნია, "ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის" ტე­რო­რის­ტე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან.

ასი­რი­ე­ლე­ბის პირ­ველ­მა ტალ­ღამ ერა­ყი 2003 წელს და­ტო­ვა, კო­ა­ლი­ცი­ის ჯა­რის შე­მოს­ვლის შემ­დეგ, რო­მელ­საც აშშ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. იმ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მი­ლი­ო­ნი ქრის­ტი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა, 2014 წლის­თვის მათი რა­ო­დე­ნო­ბა 150 ათა­სამ­დე შემ­ცირ­და, მი­ზე­ზი კი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რა­დი­კა­ლე­ბის მიერ ქრის­ტი­ა­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ხოც­ვა და მათი ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბა გახ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შო მო­სუ­ლის და­სახ­ლე­ბის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­და. თუკი, 2003 წელს მო­სულ­ში 60 ათა­სი ქრის­ტი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, 2014 წლის ივ­ლი­სის­თვის მათი რა­ო­დე­ნო­ბა 35 ათა­სამ­დე შემ­ცირ­და. "ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის" ჯი­ჰა­დის­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც მო­სუ­ლი "ის­ლა­მუ­რი ჰა­ლი­ფა­ტის" დე­და­ქა­ლა­ქად და­ა­სა­ხე­ლეს, თა­ვი­დან ქრის­ტი­ა­ნე­ბის გა­ძე­ვე­ბა და­ი­წყეს, ხოლო შემ­დეგ -ქრის­ტი­ა­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კვლა. ქრის­ტი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბამ თავი ერა­ყის ქურ­თის­ტანს შე­ა­ფა­რა, სა­დაც მათ ავ­ტო­ნო­მი­ის ხელ­ძღვა­ნე­ლო­ბამ თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცა და დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ISIS-ის მებ­რძო­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ასი­რი­ულ სოფ­ლებს და­ესხნენ თავს, და­ახ­ლო­ე­ბით 200 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე გა­ი­ტა­ცეს, ათო­ბით ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, ხოლო ათა­სო­ბით ასი­რი­ე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ტე­რი­ტო­რია და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და მე­ზო­ბე­ლი ქა­ლა­ქე­ბის­თვის, ელ-ჰა­სი­კა­სა და კა­მიშ­ლის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 ათა­სამ­დე ასი­რი­ე­ლი ცხოვ­რობს, რომ­ლებ­მაც წერა-კი­თხვის არ­ცოდ­ნის გამო, ასი­რი­უ­ლი ენა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად შე­მო­ი­ნა­ხეს. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-19 სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ჩა­მო­სახ­ლდნენ. ასი­რი­ე­ლე­ბი ითხო­ვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად მა­ინც მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქრის­ტი­ა­ნე­ბის გე­ნო­ციდს. ამ წუ­თებ­შიც კი, ათა­სო­ბით კაცი, ქალი, მო­ხუ­ცი თუ ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას.

ირა­ნუ­ლი გა­ზე­თის "თეჰ­რან თა­იმ­სის" მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მარ­ტში ერაყ­ში პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი საბ­რძო­ლო ბრი­გა­და შე­იქ­მნა. ამას­თან, ერა­ყის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად, "ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის" ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სუ­ნი­ტი და ში­ი­ტი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ასი­რი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ტი­ცია მომ­ზად­და - მო­სახ­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას ასი­რი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რის გა­მო­ყო­ფას სთხოვს.

Ambebi.ge-ს ეს სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ისა და euronews-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ადამიანები, რომლებსაც XXI საუკუნეში ქრისტიანობის გამო სასტიკად აწამებენ: ასირიელები განადგურების საშიშროების წინაშე

ადამიანები, რომლებსაც XXI საუკუნეში ქრისტიანობის გამო სასტიკად აწამებენ: ასირიელები განადგურების საშიშროების წინაშე

უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, ასირიელები, რომელთა უმრავლესობა ქრისტიანია, "ისლამური რესპუბლიკის" ტერორისტების მხრიდან ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე დგანან.

ასირიელების პირველმა ტალღამ ერაყი 2003 წელს დატოვა, კოალიციის ჯარის შემოსვლის შემდეგ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა. იმ დროისთვის ქვეყანაში დაახლოებით 1,5 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა. თუმცა, 2014 წლისთვის მათი რაოდენობა 150 ათასამდე შემცირდა, მიზეზი კი "ისლამური სახელმწიფოს" რადიკალების მიერ ქრისტიანების მიზანმიმართული ხოცვა და მათი ქვეყნიდან გაძევება გახდა. განსაკუთრებით საგანგაშო მოსულის დასახლების ქრისტიანული მოსახლეობის მდგომარეობა გახდა. თუკი, 2003 წელს მოსულში 60 ათასი ქრისტიანი ცხოვრობდა, 2014 წლის ივლისისთვის მათი რაოდენობა 35 ათასამდე შემცირდა. "ისლამური რესპუბლიკის" ჯიჰადისტებმა, რომლებმაც მოსული "ისლამური ჰალიფატის" დედაქალაქად დაასახელეს, თავიდან ქრისტიანების გაძევება დაიწყეს, ხოლო შემდეგ -ქრისტიანების მიზანმიმართული კვლა. ქრისტიანების უმეტესობამ თავი ერაყის ქურთისტანს შეაფარა, სადაც მათ ავტონომიის ხელძღვანელობამ თავშესაფარი მისცა და დახმარება გაუწია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში, ISIS-ის მებრძოლებმა, რომლებიც ასირიულ სოფლებს დაესხნენ თავს, დაახლოებით 200 მშვიდობიანი მოსახლე გაიტაცეს, ათობით ადამიანი მოკლეს, ხოლო ათასობით ასირიელი იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა და მეზობელი ქალაქებისთვის, ელ-ჰასიკასა და კამიშლისთვის შეეფარებინა თავი.

ამჟამად საქართველოში 4 ათასამდე ასირიელი ცხოვრობს, რომლებმაც წერა-კითხვის არცოდნის გამო, ასირიული ენა ზეპირსიტყვიერად შემოინახეს. ისინი საქართველოში მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჩამოსახლდნენ. ასირიელები ითხოვენ, საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშნად მაინც მეტი ყურადღება დაუთმოს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების გენოციდს. ამ წუთებშიც კი, ათასობით კაცი, ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგას.

ირანული გაზეთის "თეჰრან თაიმსის" მონაცემების მიხედვით, მარტში ერაყში პირველი ქრისტიანული საბრძოლო ბრიგადა შეიქმნა. ამასთან, ერაყის შეიარაღებული ძალების მებრძოლებთან ერთად, "ისლამური რესპუბლიკის" ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, სუნიტი და შიიტი ამბოხებულებიც იბრძვიან.

საქართველოში ასირიელი ქრისტიანების დასახმარებლად სპეციალური პეტიცია მომზადდა - მოსახლეობა ქვეყნის მთავრობას ასირიელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრის გამოყოფას სთხოვს.

Ambebi.ge-ს ეს სტატია მომზადებულია bbc.co.uk-ისა და euronews-ის მიხედვით.

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის გადაადგილების სიჩქარე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანებს

"ეს იქნება მეცნიერების შეხვედრა მთელი მსოფლიოდან" - რისთვის ემზადებიან ექიმები ჟენევაში და როგორია კორონავირუსის უახლესი მომაცემები

ჩინელი ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ პირველი აფრთხილებდა, ვირუსით გარდაიცვალა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"