თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე შეარაღებული პირი დააკავეს. ნასვამმა მამაკაცმა ჰაერში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი უკვე დაკავებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სროლა დღეს დილით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 47-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.