ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად სავარაუდოდ 400-მდე მიგრანტი დაიღუპა. "დოიჩე ველეს" ცნობით, 144 ადამიანის გადარჩენა იტალიის სანაპირო დაცვამ შეძლო. როგორც ორგანიზაციაში Save the Children აცხადებენ, გადარჩენილების უმრავლესობა სუბსაჰარული აფრიკის რეგიონიდან არის. ისინი ლიბიის სანაპიროებიდან იტალიაში ჩასვლას ცდილობდნენ.
იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, პარასკევის შემდეგ მათ დაახლოებით 8 000 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ტემპერატურის მატებისა და ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აფრიკელი მიგრანტების რიცხვი გაიზარდა. ისინი ნავებით ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობენ ევროპამდე ჩაღწევას.