პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ალხანაშვილი - ჩემი შვილი "ისლამური სახელმწიფოს" თემაზე ოჯახში არასდროს საუბრობდა
თინა ალხანაშვილი - ჩემი შვილი "ისლამური სახელმწიფოს" თემაზე ოჯახში არასდროს საუბრობდა

პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან სი­რი­ა­ში წა­სუ­ლი 18 წლის რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლის დე­დის, თინა ალ­ხა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შვი­ლი მას სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას "მალე ჩა­მოს­ვლას" დაჰ­პირ­და, - ამის შე­სა­ხებ ალ­ხა­ნაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" გა­ნა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი ამ­ჟა­მად რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი სი­რი­ა­ში, თინა ალ­ხა­ნაშ­ვი­ლის თქმით, შვილს ამის შე­სა­ხებ მის­თვის არ უთ­ქვამს.

"მი­თხრა კარ­გად ვარ­თო, არ ინერ­ვი­უ­ლო­თო, მალე ჩა­მო­ვალ­თო. რი­თია და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­ფე­რი უთ­ქვამს. გა­ი­თი­შა ტე­ლე­ფო­ნი და დიდ­ხანს ვერ ვე­ლა­პა­რა­კე. შე­იძ­ლე­ბა მე მამ­შვი­დებს მალე დავ­ბრუნ­დე­ბიო, მაგ­რამ ისიც იმის­თვის წა­ვი­და, რის­თვი­საც მანდ მი­დი­ან. მთავ­რო­ბა თუ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა და გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბა, მე მგო­ნი დაბ­რუნ­დე­ბი­ან - შეგ­ვპირ­დნენ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბით თქვე­ნი შვი­ლე­ბი და­ვაბ­რუ­ნო­თო. იმე­დი გვაქვს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ჩანს", - გა­ნა­ცხა­და თინა ალ­ხა­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, შვი­ლი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" თე­მა­ზე ოჯახ­ში არას­დროს სა­უბ­რობ­და. "არ ვიცი თვი­თონ წა­ვიდ­ნენ თუ იძუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ერ­თოდ, ჩემს შვილს ოჯახ­ში არას­დროს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ჰქო­ნია, არც სურ­ვი­ლი ჰქო­ნია იქ წას­ვლის. ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი იყო, იძახ­და ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე უნდა გა­ვი­დეო. უცებ რა მო­ი­ფიქ­რა და რა­ტომ გა­და­წყვი­ტა იქ წას­ვლა, არ ვიცი, მე თვი­თო­ნაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ. იმა­თი წას­ვლის მერე გა­ვი­გეთ, რომ თურ­მე ჯო­ყო­ლო­ში გა­და­დი­ოდ­ნენ ხში­რად. ვის­თან მი­დი­ოდ­ნენ, ვის ხვდე­ბოდ­ნენ, არ ვი­ცით. სკო­ლა­ში და­დი­ო­და – დი­ლას მი­დი­ო­და, შუ­ა­დღით მო­დი­ო­და, არას­დროს და­უგ­ვი­ა­ნია და ეჭვი არ მქო­ნია. "მარ­შუტ­კას" მიყ­ვე­ბო­და და მოყ­ვე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლის დე­დამ.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ მისი შვი­ლი სი­რი­ა­ში ფუ­ლის გამო გა­და­სუ­ლი­ყო, თინა ალ­ხა­ნაშ­ვი­ლი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­მო­ი­რი­ცხავს.

"შე­იძ­ლე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დელ ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა მე ვერ ვი­ტყვი, რომ ფუ­ლით არი­ან გა­და­ბი­რე­ბუ­ლე­ბი. გა­მოჩ­ნდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ გა­ვარ­კვევთ და გა­ვი­გებთ რის­თვის არი­ან ჩვე­ნი შვი­ლე­ბი იქ გა­და­სუ­ლე­ბი, მით უმე­ტეს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი", - გან­მარ­ტა თინა ალ­ხა­ნაშ­ვილ­მა.

18 წლის რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი და 16 წლის მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან სი­რი­ა­ში გა­სულ კვი­რას გა­და­ვიდ­ნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე: ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი სი­რი­ა­ში წა­სუ­ლი პან­კი­სე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის საქ­მე­ში - მო­ზარ­დე­ბი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ტაქ­სით წა­იყ­ვა­ნეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თინა ალხანაშვილი - ჩემი შვილი "ისლამური სახელმწიფოს" თემაზე ოჯახში არასდროს საუბრობდა

თინა ალხანაშვილი - ჩემი შვილი "ისლამური სახელმწიფოს" თემაზე ოჯახში არასდროს საუბრობდა

პანკისის ხეობიდან სირიაში წასული 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის დედის, თინა ალხანაშვილის განცხადებით, შვილი მას სატელეფონო საუბრისას "მალე ჩამოსვლას" დაჰპირდა, - ამის შესახებ ალხანაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

რაც შეეხება იმას, რით არის დაკავებული ამჟამად რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, თინა ალხანაშვილის თქმით, შვილს ამის შესახებ მისთვის არ უთქვამს.

"მითხრა კარგად ვართო, არ ინერვიულოთო, მალე ჩამოვალთო. რითია დაკავებული, არაფერი უთქვამს. გაითიშა ტელეფონი და დიდხანს ვერ ველაპარაკე. შეიძლება მე მამშვიდებს მალე დავბრუნდებიო, მაგრამ ისიც იმისთვის წავიდა, რისთვისაც მანდ მიდიან. მთავრობა თუ დაგვეხმარება და გვერდში დაგვიდგება, მე მგონი დაბრუნდებიან - შეგვპირდნენ, ყველანაირად ვეცდებით თქვენი შვილები დავაბრუნოთო. იმედი გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი ჩანს", - განაცხადა თინა ალხანაშვილმა.

მისივე მტკიცებით, შვილი "ისლამური სახელმწიფოს" თემაზე ოჯახში არასდროს საუბრობდა. "არ ვიცი თვითონ წავიდნენ თუ იძულებით გადაიყვანეს. საერთოდ, ჩემს შვილს ოჯახში არასდროს ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია, არც სურვილი ჰქონია იქ წასვლის. ნიჭიერი ბავშვი იყო, იძახდა ეროვნულ გამოცდებზე უნდა გავიდეო. უცებ რა მოიფიქრა და რატომ გადაწყვიტა იქ წასვლა, არ ვიცი, მე თვითონაც გაკვირვებული ვარ. იმათი წასვლის მერე გავიგეთ, რომ თურმე ჯოყოლოში გადადიოდნენ ხშირად. ვისთან მიდიოდნენ, ვის ხვდებოდნენ, არ ვიცით. სკოლაში დადიოდა – დილას მიდიოდა, შუადღით მოდიოდა, არასდროს დაუგვიანია და ეჭვი არ მქონია. "მარშუტკას" მიყვებოდა და მოყვებოდა", - აღნიშნა რამზან ბაღაკაშვილის დედამ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მისი შვილი სირიაში ფულის გამო გადასულიყო, თინა ალხანაშვილი ამის შესაძლებლობა არ გამოირიცხავს.

"შეიძლება - ყველაფერი შეიძლება დღევანდელ ქვეყანაში, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ფულით არიან გადაბირებულები. გამოჩნდება ეს ყველაფერი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავარკვევთ და გავიგებთ რისთვის არიან ჩვენი შვილები იქ გადასულები, მით უმეტეს სკოლის მოსწავლეები", - განმარტა თინა ალხანაშვილმა.

18 წლის რამზან ბაღაკაშვილი და 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი პანკისის ხეობიდან სირიაში გასულ კვირას გადავიდნენ.

იხილეთ ასევე: ახალი დეტალები სირიაში წასული პანკისელი ახალგაზრდების საქმეში - მოზარდები თბილისის აეროპორტში ტაქსით წაიყვანეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია