იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი საკვები ამცირებს მადას და შეისწავლეს ამ პროცესის მექანიზმი. აღმოჩნდა, რომ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები აძლიერებენ იმ ჰორმონების წარმოქმნის პროცესს, რომლებიც ამცირებენ მადას და ტვინს დანაყრების შესახებ სიგნალს უგზავნიან. გლიკემიური ინდექსი გვიჩვენებს პროდუქტებში არსებული ნახშირწყლების გავლენას სისხლში არსებული გლუკოზის დონეზე. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებია თეთრი პური, ზოგიერთი ბურღული, ტკბილეული, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტების რიცხვს კი მიეკუთვნება ხილი, ბოსტნეული (უმრავლესობა) და რძის ნაწარმი. გამოკვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებით საუზმობენ, სისხლის პლაზმაში GLP-1-ის დონე 20%-ით მაღალი ჰქონდათ, ხოლო ინსულინის მაჩვენებელი - 38%-ით ნაკლები, ვიდრე მათ, ვინც მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებით იკვებება.
მკურნალი.გე