მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა ზეციურ საქართველოში" - "ასავალ-დასავალის" მიცვალებულთა დიალოგმა ინტერნეტაუდიტორია შოკში ჩააგდო
"იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა ზეციურ საქართველოში" - "ასავალ-დასავალის" მიცვალებულთა დიალოგმა ინტერნეტაუდიტორია შოკში ჩააგდო

გა­ზეთ "ასა­ვალ-და­სა­ვალ­ში" ჟურ­ნა­ლისტ ჯაბა ხუ­ბუ­ას სვე­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა და­ა­სა­თა­უ­რა, რო­გორც "(არა)მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ტრა­გე­დია" და მკი­თხველს "ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი­სა და ბესო ხარ­ძი­ა­ნის შეხ­ვედ­რა" შეს­თა­ვა­ზა.

"დი­ა­ლოგ­მა" გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აღაშ­ფო­თა, ნა­წი­ლი კი აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ცე­მუ­ლი "დი­ა­ლო­გით" ავ­ტორ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­ნა­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვა­ზა­გაშ­ვი­ლი­სა და ხარ­ძი­ა­ნის ტრა­გე­დია. ისი­ნი სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­ხა­ტა­ვენ. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ მცი­რე ფრაგ­მენტს გა­ზეთ­ში და­ბეჭ­დი­ლი "დი­ა­ლო­გი­დან".

***

"ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"/ (არა)მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ტრა­გე­დია/ "იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი­სა და ბესო ხარ­ძი­ა­ნის შეხ­ვედ­რა ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში"

- გა­მარ­ჯო­ბა, იური. აი, მეც მო­ვე­დი შენ­თან.

- ბესო, შენა ხარ, ბიჭო?! შენ აქ რა გინ­და? რო­გორ გა­ბე­დე აქ მოს­ვლა? მე ხომ შენ იქ დაგ­ტო­ვე, ბი­ჭებ­თან ერ­თად, რომ ჩემი და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­გეყ­ვა­ნათ? აქ რა უფ­ლე­ბით მოხ­ვე­დი, ძმაო?!

- რა ვქნა, იური, მეც იმათ გა­მო­მის­ტუმ­რეს აქ, ვინც შენ. რა ვქნა, არც მე და­მა­ცა­ლეს, ძმაო. ესე­ნი, ალ­ბათ, შენი ბი­ჭე­ბი არი­ან, არა?

- კი, ეს ჩემი ზვი­ა­დია, ეს ჩემი ზუ­რაა. ხომ ხე­დავ, გვე­დი­დან არ მშორ­დე­ბი­ან, მო­ნატ­რე­ბი­ათ მამა, მაგ­რამ თვა­ლებ­ში ვერ ვუ­ყუ­რებ, ბიჭო, ისე მო­ვე­დი, რომ ზუ­რას თა­ვის მკვლე­ლე­ბის დას­ჯის ამ­ბა­ვიც ვერ მო­ვუ­ტა­ნე.

- ზუ­რას მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით 11 კა­ცია და­ჭე­რი­ლი და კი­დევ გრძელ­დე­ბა საქ­მე. სხვებ­საც და­ი­ჭე­რენ, ალ­ბათ. ნე­ტა­ვი, შენ მოს­წრე­ბო­დი ამ ამ­ბავს, ჩემო იური!

- ზურა, გა­ი­გე მამა? ის ნა­ძირ­ლე­ბი და­უ­ჭე­რი­ათ, აგერ, ბე­სომ მო­ი­ტა­ნა ამ­ბა­ვი. ბესო, თავ­ზე რა გჭირს, ბიჭო, რა ჭრი­ლო­ბა გაქვს?

- მეც, შენი ზუ­რი­კო­სა­ვით სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლით მომ­კლეს, იური. ჩემი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზოს­თან მეს­რო­ლეს. შენ ხომ შენი შვი­ლე­ბის სად­ლავ­ზე აგა­ფეთ­ქეს და მე ჩემს შვი­ლებ­თან სახ­ლში ას­ვლა არ მა­ცა­ლეს, ძმაო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა ზეციურ საქართველოში" - "ასავალ-დასავალის" მიცვალებულთა დიალოგმა ინტერნეტაუდიტორია შოკში ჩააგდო

"იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა ზეციურ საქართველოში" - "ასავალ-დასავალის" მიცვალებულთა დიალოგმა ინტერნეტაუდიტორია შოკში ჩააგდო

გაზეთ "ასავალ-დასავალში" ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას სვეტი გამოქვეყნდა, რომელიც ავტორმა დაასათაურა, როგორც "(არა)მოდელირებული ტრაგედია" და მკითხველს "ზეციურ საქართველოში იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა" შესთავაზა.

"დიალოგმა" გარდაცვლილებს შორის საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მოცემული "დიალოგით" ავტორმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას ვაზაგაშვილისა და ხარძიანის ტრაგედია. ისინი საკუთარ მოსაზრებებს "ფეისბუქზე" გამოხატავენ. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს გაზეთში დაბეჭდილი "დიალოგიდან".

***

"ასავალ-დასავალი"/ (არა)მოდელირებული ტრაგედია/ "იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის შეხვედრა ზეციურ საქართველოში"

- გამარჯობა, იური. აი, მეც მოვედი შენთან.

- ბესო, შენა ხარ, ბიჭო?! შენ აქ რა გინდა? როგორ გაბედე აქ მოსვლა? მე ხომ შენ იქ დაგტოვე, ბიჭებთან ერთად, რომ ჩემი დაწყებული საქმე ბოლომდე მიგეყვანათ? აქ რა უფლებით მოხვედი, ძმაო?!

- რა ვქნა, იური, მეც იმათ გამომისტუმრეს აქ, ვინც შენ. რა ვქნა, არც მე დამაცალეს, ძმაო. ესენი, ალბათ, შენი ბიჭები არიან, არა?

- კი, ეს ჩემი ზვიადია, ეს ჩემი ზურაა. ხომ ხედავ, გვედიდან არ მშორდებიან, მონატრებიათ მამა, მაგრამ თვალებში ვერ ვუყურებ, ბიჭო, ისე მოვედი, რომ ზურას თავის მკვლელების დასჯის ამბავიც ვერ მოვუტანე.

- ზურას მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 კაცია დაჭერილი და კიდევ გრძელდება საქმე. სხვებსაც დაიჭერენ, ალბათ. ნეტავი, შენ მოსწრებოდი ამ ამბავს, ჩემო იური!

- ზურა, გაიგე მამა? ის ნაძირლები დაუჭერიათ, აგერ, ბესომ მოიტანა ამბავი. ბესო, თავზე რა გჭირს, ბიჭო, რა ჭრილობა გაქვს?

- მეც, შენი ზურიკოსავით საკონტროლო გასროლით მომკლეს, იური. ჩემი სახლის სადარბაზოსთან მესროლეს. შენ ხომ შენი შვილების სადლავზე აგაფეთქეს და მე ჩემს შვილებთან სახლში ასვლა არ მაცალეს, ძმაო...

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?