საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად საქართველოში თიბისი ბანკი მიკროსესხებს მომხმარებლის სამუშაო ადგილზე გასცემს
პირველად საქართველოში თიბისი ბანკი მიკროსესხებს მომხმარებლის სამუშაო ადგილზე გასცემს

14.04.2015 თი­ბი­სი ბან­კმა მომ­სა­ხუ­რე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა და­ნერ­გა - ამი­ე­რი­დან თი­ბი­სი ბან­კის მიკ­რო და აგ­რო­ბიზ­ნეს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სეს­ხის აღე­ბა ბან­კში მი­უს­ვლე­ლად, სა­კუ­თარ სა­მუ­შაო ად­გილ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თი­ბი­სი ბან­კი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბან­კია, რო­მელ­მაც მიკ­რო სეს­ხე­ბის გა­ცე­მა ბან­კის გა­რეთ, მომ­ხმა­რებ­ლის სა­მუ­შაო ად­გილ­ზე და­ი­წყო.

დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის ბან­კი იყე­ნებს სპე­ცი­ა­ლურ პლან­შე­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა სეს­ხის გა­ცე­მა მოხ­დეს ბან­კის ფი­ლი­ალს გა­რეთ, კლი­ენ­ტის სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, მისი ბიზ­ნე­სის ლო­კა­ცი­ა­ში ან მის­თვის ხელ­საყ­რელ სხვა ად­გილ­ზე.

სეს­ხის გა­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 45 წუთს სა­ჭი­რო­ებს. დრო­ის ამ ვა­და­ში:

  • ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი კლი­ენტს გა­აც­ნობს სეს­ხის პი­რო­ბებს;
  • მისი მხრი­დან სეს­ხით და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ავ­სებს ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და და­ამ­ტკი­ცებს სესხს;
  • სეს­ხის თან­ხას და­რი­ცხავს პლას­ტი­კურ ბა­რათ­ზე, რო­მელ­საც იქვე გა­დას­ცემს მომ­ხმა­რე­ბელს.
  • ამ ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით თი­ბი­სი ბან­კი თა­ვის მომ­ხმა­რებ­ლებს მიკ­რო სეს­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში შეს­თა­ვა­ზებს.

დღე­ი­სათ­ვის აღ­ნიშ­ნულ მომ­სა­ხუ­რე­ბას თი­ბი­სი ბან­კის 140 თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახორ­ცი­ე­ლებს. მო­მა­ვალ­ში პლან­შე­ტით მომ­სა­ხუ­რე ბან­კი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 165-მდე გა­იზ­რდე­ბა. ეს ნიშ­ნავს კი­დევ უფრო მეტ მოქ­ნი­ლო­ბას იმი­სათ­ვის, რომ თი­ბი­სი ბან­კის მომ­ხმა­რებ­ლებს გა­უ­მარ­ტივ­დეთ სეს­ხის აღე­ბა და მი­ი­ღონ მაქ­სი­მა­ლუ­რად მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სი თა­ვი­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად - ამ გზით მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და­ზო­გა­ვენ დროს, ენერ­გი­ას და ყუ­რა­დღე­ბას არ მო­აკ­ლე­ბენ თა­ვის ბიზ­ნესს.

დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა ხორ­ცი­ე­დე­ბა "სამ­სუნ­გის" სპე­ცი­ა­ლუ­რად ბიზ­ნე­სის­თვის წარ­მო­ე­ბუ­ლი პლან­შე­ტე­ბის, galaxy Tab Active, მეშ­ვე­ო­ბით. "სამ­სუნ­გი" ასე­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს პლან­შე­ტე­ბის დის­ტან­ცი­ურ მარ­თვა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ულ უსაფრ­თხო­ე­ბას. პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ხდე­ბა "ალტა სოფტვე­ა­რის" მიერ შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­დრო­ი­დის აპ­ლი­კა­ცი­ის, Mobile Loan Officer, მეშ­ვე­ო­ბით, რაც შე­საძ­ლე­ბელს ხდის პლან­შე­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სეს­ხის გა­ცე­მას.

"ვა­მა­ყობთ, რომ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ მომ­ხმა­რებ­ლებს ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სი, რომ­ლის­თვი­საც უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ურ მიღ­წე­ვებს ვი­ყე­ნებთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, საქ­მე, რო­მელ­საც გუ­შინ ვა­კე­თებ­დით, დღეს ვა­კე­თოთ უკე­თე­სად და ამ ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით, ვფიქ­რობთ, ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას ბა­ზარ­ზე. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს პარტნი­ო­რებს, "სამ­სუნგსა" და "ალტა სოფტვე­არს" ამ პრო­ექ­ტში თანმშრომ­ლო­ბი­სათ­ვის. თი­ბი­სი ბან­კი მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მა­თი­ვე კომ­ფორ­ტსა და დრო­ის და­ზოგ­ვა­ზე ორი­ენ­ტუ­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას," - აცხა­დებს თი­ბი­სი ბან­კის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მიკრო­ფი­ნან­სე­ბის დარ­გში ნი­კო­ლოზ ქურ­დი­ა­ნი.

R

პირველად საქართველოში თიბისი ბანკი მიკროსესხებს მომხმარებლის სამუშაო ადგილზე გასცემს

პირველად საქართველოში თიბისი ბანკი მიკროსესხებს მომხმარებლის სამუშაო ადგილზე გასცემს

14.04.2015 თიბისი ბანკმა მომსახურების ინოვაციური პლატფორმა დანერგა - ამიერიდან თიბისი ბანკის მიკრო და აგრობიზნეს მომხმარებლებისთვის სესხის აღება ბანკში მიუსვლელად, საკუთარ სამუშაო ადგილზეა შესაძლებელი.

თიბისი ბანკი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც მიკრო სესხების გაცემა ბანკის გარეთ, მომხმარებლის სამუშაო ადგილზე დაიწყო.

დისტანციური მუშაობისთვის ბანკი იყენებს სპეციალურ პლანშეტებს, რომლებიც საშუალებას იძლევა სესხის გაცემა მოხდეს ბანკის ფილიალს გარეთ, კლიენტის სამუშაო ადგილზე, მისი ბიზნესის ლოკაციაში ან მისთვის ხელსაყრელ სხვა ადგილზე.

სესხის გაცემის პროცედურა დაახლოებით 45 წუთს საჭიროებს. დროის ამ ვადაში:

  • ბანკის თანამშრომელი კლიენტს გააცნობს სესხის პირობებს;
  • მისი მხრიდან სესხით დაინტერესების შემთხვევაში შეავსებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას და დაამტკიცებს სესხს;
  • სესხის თანხას დარიცხავს პლასტიკურ ბარათზე, რომელსაც იქვე გადასცემს მომხმარებელს.
  • ამ ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით თიბისი ბანკი თავის მომხმარებლებს მიკრო სესხებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შესთავაზებს.

დღეისათვის აღნიშნულ მომსახურებას თიბისი ბანკის 140 თანამშრომელი საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ახორციელებს. მომავალში პლანშეტით მომსახურე ბანკირების რაოდენობა 165-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ მოქნილობას იმისათვის, რომ თიბისი ბანკის მომხმარებლებს გაუმარტივდეთ სესხის აღება და მიიღონ მაქსიმალურად მათზე მორგებული სერვისი თავისი სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად - ამ გზით მომხმარებლები დაზოგავენ დროს, ენერგიას და ყურადღებას არ მოაკლებენ თავის ბიზნესს.

დისტანციური მომსახურება ხორციედება „სამსუნგის“ სპეციალურად ბიზნესისთვის წარმოებული პლანშეტების, galaxy Tab Active, მეშვეობით. „სამსუნგი“ ასევე ტექნოლოგიურად უზრუნველყოფს პლანშეტების დისტანციურ მართვასა და ინფორმაციულ უსაფრთხოებას. პროგრამული უზრუნველყოფა ხდება „ალტა სოფტვეარის“ მიერ შექმნილი სპეციალური ანდროიდის აპლიკაციის, Mobile Loan Officer, მეშვეობით, რაც შესაძლებელს ხდის პლანშეტების მეშვეობით სესხის გაცემას.

„ვამაყობთ, რომ პირველად საქართველოში ჩვენ შევთავაზეთ მომხმარებლებს ინოვაციური სერვისი, რომლისთვისაც უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს ვიყენებთ. ჩვენი მიზანია, საქმე, რომელსაც გუშინ ვაკეთებდით, დღეს ვაკეთოთ უკეთესად და ამ ტიპის მომსახურების შეთავაზებით, ვფიქრობთ, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას ბაზარზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, „სამსუნგსა“ და „ალტა სოფტვეარს“ ამ პროექტში თანმშრომლობისათვის. თიბისი ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლებისთვის მათივე კომფორტსა და დროის დაზოგვაზე ორიენტურებული სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზებას,“ - აცხადებს თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილე მიკროფინანსების დარგში ნიკოლოზ ქურდიანი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი