მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი სიხარულიძე პოლიტიკოს ქალებს ''პრასტიტუტკებს'' უწოდებს
გივი სიხარულიძე პოლიტიკოს ქალებს ''პრასტიტუტკებს'' უწოდებს

ამ­ჯე­რად ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე, ქო­რე­ოგ­რა­ფი, მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და სპორ­ტსმე­ნი გივი სი­ხა­რუ­ლი­ძეა. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გვე­სა­უბ­რა პო­ლი­ტი­კა­ზე და პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, მოძ­ვე­ლე­ბულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე, თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და სა­კუ­თარ თავ­ზე. აღ­მოჩ­ნდა, რომ მის­თვის "ტრუ­სი­კოს­ნებს" (ასე უწო­დებს იგი ქა­ლებს) არა­ერ­თხელ უტ­კე­ნი­ათ გული.

- ბა­ტო­ნო გივი, თა­ვი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ბრძენ კა­ცად მო­იხ­სე­ნი­ებ­დით. ახლა რას ფიქ­რობთ მას­ზე?

- რად­გან ამ თე­მას შე­ვე­ხეთ, და­ვი­წყებ სა­ა­კაშ­ვი­ლით. მი­შა­ზე იმა­ვეს ვფიქ­რობ, რა­საც უწინ. ის უდა­ვოდ ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სია, ვინც კი მი­ნა­ხავს. შევ­ხე­დოთ რე­ა­ლო­ბას, მან აა­შე­ნა სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­პულ ქვეყ­ნად გა­და­აქ­ცია, შექ­მნა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი, შე­ამ­ცი­რა კრი­მი­ნა­ლი, თუმ­ცა ერთი დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა - ხალ­ხი და­ა­ვი­წყდა. პრე­ზი­დენ­ტი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი კი მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა იყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნას, სა­ნამ გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ბრძენ, ქველ­მოქ­მედ ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ­დი. მან სა­მე­ბა აგ­ვი­შე­ნა, რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტა­რა ოპე­რის თე­ატრს, აფი­ნან­სებ­და კულ­ტუ­რის სფე­როს, ეხ­მა­რე­ბო­და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს. დღეს ვხვდე­ბი, რომ ნამ­დვი­ლად ჭკვი­ა­ნია, რად­გან მახ­ვი­ლი გო­ნე­ბის გა­რე­შე ფულს ვერ იშო­ვი­და, მაგ­რამ ბრძე­ნი არ არის. მან ჯერ ორა­ტო­რო­ბა, მერე შო­უ­მე­ნო­ბა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა მო­ინ­დო­მა. ყვე­ლას ეჩხუ­ბე­ბა და ჭკუ­ას არი­გებს, თა­ვად კი არა­ვის უგ­დებს ყურს.

- ერთხელ თქვით, რომ ქვე­ყა­ნა სა­პატ­რი­არ­ქოს მხრებ­ზეა. თე­ოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის მომ­ხრე ხართ?

- სა­ქარ­თვე­ლო უნდა მარ­თოს სამ­შობ­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა კაც­მა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სა­სუ­ლი­ე­რო პირი იქ­ნე­ბა თუ სა­ე­რო ფრთის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ასე­თე­ბი იყ­ვნენ ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი, ამ­ბრო­სი ხე­ლა­ია, ცოტ­ნე და­დი­ა­ნი.

- რო­გორც ვიცი, თქვენ­თვის ევ­რო­პულ-ამე­რი­კუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი რუ­სულს უპი­რის­პირ­დე­ბა და, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სულს ირ­ჩევთ.

- ჩემი შვი­ლი, ბექა, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბია. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ თა­ვის წარ­მო­ჩე­ნი­სა და კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ჩემს შვილს. ამე­რი­კე­ლე­ბის ის ნა­წი­ლი მიყ­ვარს, რომ­ლებ­საც ღრმად სწამთ ღმერ­თის, აქვთ თა­ვი­ან­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ოჯა­ხის ფე­ნო­მენს პა­ტივს სცე­მენ. მე­ზი­ზღე­ბი­ან ისი­ნი, ვინც მოგ­ვი­წო­დებს, რომ შთა­მო­მავ­ლო­ბა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მიმ­დევ­რე­ბად უნდა გავ­ზარ­დოთ. მა­სო­ნებ­მა ჩა­ი­ფიქ­რეს გლო­ბა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს მო­ე­დო და რყვნის!

ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ რუ­სე­ბი არი­ან. ირა­ნის კარ­ზე გაზ­რდილ­მა მეფე ერეკ­ლემ, რო­მელ­მაც სიკ­ვდი­ლამ­დე არ გა­ი­ხა­და სპარ­სუ­ლი ტან­საც­მე­ლი, რე­ლი­გი­ის ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რუ­სე­თი აირ­ჩია. ამ უშ­ვე­ლე­ბელ­მა იმ­პე­რი­ამ თა­ვის­და უნე­ბუ­რად გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა.

- ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ქალი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ გიყ­ვართ. რას ერ­ჩით?

- მე­ზი­ზღე­ბი­ან! თახ­სი­რე­ბი არი­ან! ჩემ­თვის ქალი, პირ­ველ რიგ­ში, და­ბა­დე­ბუ­ლია დე­დად, ცო­ლად, ის ოჯახს უნდა უვ­ლი­დეს, ქმარს თავს ევ­ლე­ბო­დეს და შვი­ლებს პატ­რი­ო­ტიზმს უნერ­გავ­დეს. პო­ლი­ტი­კა არის პროს­ტი­ტუ­ცია, ხოლო იქ მოღ­ვა­წე ქა­ლე­ბი - "პრას­ტი­ტუტ­კე­ბი".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გივი სიხარულიძე პოლიტიკოს ქალებს ''პრასტიტუტკებს'' უწოდებს

გივი სიხარულიძე პოლიტიკოს ქალებს ''პრასტიტუტკებს'' უწოდებს

ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარი მსახიობი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მწერალი, პოეტი და სპორტსმენი გივი სიხარულიძეა. ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრა პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, მოძველებულ ტრადიციებზე, თანამედროვე შეხედულებებსა და საკუთარ თავზე. აღმოჩნდა, რომ მისთვის ,,ტრუსიკოსნებს" (ასე უწოდებს იგი ქალებს) არაერთხელ უტკენიათ გული.

- ბატონო გივი, თავიდან ბიძინა ივანიშვილს ბრძენ კაცად მოიხსენიებდით. ახლა რას ფიქრობთ მასზე?

- რადგან ამ თემას შევეხეთ, დავიწყებ სააკაშვილით. მიშაზე იმავეს ვფიქრობ, რასაც უწინ. ის უდავოდ ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსია, ვინც კი მინახავს. შევხედოთ რეალობას, მან ააშენა საქართველო და ევროპულ ქვეყნად გადააქცია, შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები, შეამცირა კრიმინალი, თუმცა ერთი დიდი შეცდომა დაუშვა - ხალხი დაავიწყდა. პრეზიდენტისა და ხელისუფლების მთავარი საფიქრალი კი მოსახლეობა უნდა იყოს.

რაც შეეხება ბიძინას, სანამ გამოჩნდებოდა, ბრძენ, ქველმოქმედ ადამიანად მივიჩნევდი. მან სამება აგვიშენა, რესტავრაცია ჩაუტარა ოპერის თეატრს, აფინანსებდა კულტურის სფეროს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს. დღეს ვხვდები, რომ ნამდვილად ჭკვიანია, რადგან მახვილი გონების გარეშე ფულს ვერ იშოვიდა, მაგრამ ბრძენი არ არის. მან ჯერ ორატორობა, მერე შოუმენობა და ტელეწამყვანობა მოინდომა. ყველას ეჩხუბება და ჭკუას არიგებს, თავად კი არავის უგდებს ყურს.

- ერთხელ თქვით, რომ ქვეყანა საპატრიარქოს მხრებზეა. თეოკრატიული მმართველობის მომხრე ხართ?

- საქართველო უნდა მართოს სამშობლოზე შეყვარებულმა კაცმა, მნიშვნელობა არ აქვს, სასულიერო პირი იქნება თუ საერო ფრთის წარმომადგენელი. ასეთები იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, ცოტნე დადიანი.

- როგორც ვიცი, თქვენთვის ევროპულ-ამერიკული ფასეულობები რუსულს უპირისპირდება და, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, რუსულს ირჩევთ.

- ჩემი შვილი, ბექა, ამერიკაში ცხოვრობს, ჰოლივუდის მსახიობია. შეერთებული შტატების მადლიერი ვარ, რომ თავის წარმოჩენისა და კარიერის გაკეთების საშუალება მისცა ჩემს შვილს. ამერიკელების ის ნაწილი მიყვარს, რომლებსაც ღრმად სწამთ ღმერთის, აქვთ თავიანთი ტრადიციები და ოჯახის ფენომენს პატივს სცემენ. მეზიზღებიან ისინი, ვინც მოგვიწოდებს, რომ შთამომავლობა არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრებად უნდა გავზარდოთ. მასონებმა ჩაიფიქრეს გლობალიზაცია, რომელიც სამყაროს მოედო და რყვნის!

ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მართლმადიდებელი ქრისტიანები მხოლოდ რუსები არიან. ირანის კარზე გაზრდილმა მეფე ერეკლემ, რომელმაც სიკვდილამდე არ გაიხადა სპარსული ტანსაცმელი, რელიგიის ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთი აირჩია. ამ უშველებელმა იმპერიამ თავისდა უნებურად გაგვაერთიანა.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ქალი პოლიტიკოსები არ გიყვართ. რას ერჩით?

- მეზიზღებიან! თახსირები არიან! ჩემთვის ქალი, პირველ რიგში, დაბადებულია დედად, ცოლად, ის ოჯახს უნდა უვლიდეს, ქმარს თავს ევლებოდეს და შვილებს პატრიოტიზმს უნერგავდეს. პოლიტიკა არის პროსტიტუცია, ხოლო იქ მოღვაწე ქალები - ''პრასტიტუტკები''.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია