10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ აღწერ იმ საშინელებას, რაც იქ ვნახე... საწყალი ბიჭი სახურავზე იყო ატყორცნილი" - მერაბ მეტრეველის მეუღლე სახლის აფეთქებაზე
 "ვერ აღწერ იმ საშინელებას, რაც იქ ვნახე... საწყალი ბიჭი სახურავზე იყო ატყორცნილი" - მერაბ მეტრეველის მეუღლე სახლის აფეთქებაზე

აღ­დგო­მის დი­ლას, გლ­დან­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. შემ­თხვე­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე­ცხრე სარ­თულ­ზე მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც სახ­ლი ჩა­ინ­გრა და მერ­ვე სარ­თულ­ზე მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, ხოლო ბი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­შიც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ამ სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გა­ზის გა­ჟონ­ვაა.

რო­გორც გა­ირ­კვა, ბინა, რო­მელ­შიც ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, ჟურ­ნა­ლისტ მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლის ოჯახს ეკუთ­ვნის, მისი უშუ­ა­ლო მე­პატ­რო­ნე კი ნინო წუ­ლუ­კი­ძე გახ­ლავთ, მე­რა­ბის მე­უღ­ლე, რო­მელ­საც Ambebi.ge გა­ე­სა­უბ­რა.

- ალ­ბათ ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­რა, რომ იქ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი არ და­ი­ღუ­პა. ფო­ტო­თიც ვერ აღ­წერ იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც იქ, ად­გილ­ზე მი­სულ­მა ვნა­ხე. ეს არის კა­ტას­ტრო­ფა. ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ გაზი შე­იძ­ლე­ბო­და ასე აფეთ­ქე­ბუ­ლი­ყო. გე­გო­ნე­ბა, დე­ტო­ნა­ტო­რე­ბის მთე­ლი ყუ­თია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლიო.

ჩემს ბი­ნას ორი სა­ხუ­რა­ვი ჰქონ­და, სარ­თუ­ლის ზე­მოთ, სა­ხუ­რავ­ზე 60-65 სან­ტი­მეტ­რის სი­მაღ­ლის სა­თავ­სო იყო, ანუ ორ­მა­გი სინ­კა­რუ­ლი გა­და­ხურ­ვა და ის ორი ფენა მთლი­ა­ნად არის ახ­დი­ლი; ფაქ­ტობ­რი­ვად, აღა­რა­ფე­რია. ერ­თა­დერ­თი კე­დე­ლია გად­მო­წე­უ­ლი და ისიც ისე სა­ში­შად, შე­საძ­ლოა, გად­მო­ვარ­დეს.

- ამ ბი­ნის პატ­რო­ნი რო­დი­დან ხარ?

- ბინა 8-9 წლის წინ კრე­დი­ტით ვი­ყი­დე. მარ­თლა ბევ­რს ვწვა­ლობ­დი, უამ­რა­ვი რამ მო­ვი­კე­ლი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­რაბ­მა ბა­თუმ­ში მშობ­ლე­ბის ბინა გა­ყი­და და ცოტა უფრო დიდი სახ­ლი ვი­ყი­დეთ, ოჯა­ხით იქ გა­და­ვე­დით. შემ­დეგ კი ჩემი კუთ­ვნი­ლი სახ­ლი მე­გო­ბარს მი­ვა­გი­რა­ვე.

- რა­ტომ?

- რად­გა­ნაც ჰქონ­და ფული და მე­გობ­რებს გვე­ში­ნო­და, არ და­ე­ხარ­ჯა. თან, ბინა არ აქვს და თან­ხა შე­ე­ნა­ხე­ბო­და. მოკ­ლედ, ბესო იქ ცხოვ­რობ­და, გა­ა­კე­თა რე­მონ­ტი, კარ­გი ბინა იყო, ერ­თო­თა­ხი­ა­ნი, მაგ­რამ ორ ოთა­ხად გა­და­კე­თე­ბუ­ლი. სამ­ზა­რე­უ­ლო ლო­ჯში იყო გა­ტა­ნი­ლი და მის ად­გილ­ზე სა­ძი­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ.

- ბი­ნა­ში რა­ი­მე კუს­ტა­რუ­ლად ხომ არ იყო იქ დამ­ზა­დე­ბუ­ლი?

- იქ კუს­ტა­რუ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი არას­დროს არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. "კარ­მა" თვი­თონ კომ­პა­ნი­ამ გა­რან­ტი­ით და­ა­მონ­ტა­ჟა და ასე­ვე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, კარ­გი ხა­რის­ხის წყლის გა­მათ­ბო­ბე­ლი, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე ხე­ლოს­ნის მიერ იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. მარ­თლა არ ვიცი, რა მოხ­და. ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი...

იქ წლე­ბის წინ ჩვი­ლი ბავ­შვით მეც ვცხოვ­რობ­დი და არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ გვქო­ნია. ასე­ვე ცხოვ­რობ­და ბესო, ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ბინა მი­ვა­გი­რა­ვე და მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. თვე-ნა­ხევ­რის წინ ბინა სამი თვით თა­ვად გა­ა­ქი­რა­ვა, რა­ღაც ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ემა­ტყო­ბი­ნა, გა­ქი­რა­ვე­ბას ვა­პი­რე­ბო.

იმ ხალ­ხზე, ვინც იქ გა­და­ვიდ­ნენ, ამ­ბობ­და, - მშვე­ნი­ე­რი ცოლ-ქმა­რი არი­ა­ნო. ბიჭი, მგო­ნი, სამ­ხედ­რო იყო...

აღ­დგო­მის დი­ლას, ცხრის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­რე­კეს, გა­იღ­ვი­ძე, შენი ბინა აფეთ­ქდაო. რომ ავ­დე­ქი და ვი­კი­თხე, რა მოხ­და-მეთ­ქი? - კორ­პუს­ში პრობ­ლე­მე­ბი­აო, მი­პა­სუ­ხეს. ად­გილ­ზე რომ მი­ვე­დი, ამ დო­ნის ტრა­გე­დი­ას არ ვე­ლო­დე­ბო­დი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ იყო დილა, კვი­რა დღე და ეზო­ში იმ დროს არა­ვინ იყო, თო­რემ სახ­ლის ქვე­მოთ არის სკვე­რი... სინ­კა­რე­ბი 20-30 მეტრზეა გა­ტყორ­ცნი­ლი...

- ბი­ნა­ში, რო­მელ­შიც ეს ტრა­გე­დია მოხ­და, გარ­და იმ ახალ­გაზ­რდა კა­ცი­სა, რო­მე­ლიც ახლა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, კი­დევ ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და?

- მხო­ლოდ ის ბიჭი. მისი მე­უღ­ლე იქ არ იყო. ის სა­წყა­ლი მგო­ნი, სა­ხუ­რავ­ზე იპო­ვეს, იქ იყო ატყორ­ცნი­ლი და ახლა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

- შენი ვა­რა­უ­დით, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო?

- მარ­თლა არ ვიცი. თუ გაზი გროვ­დე­ბო­და, მა­შინ ის სა­წყა­ლი რა­ტომ არ გა­ი­გუ­და?! არ ვიცი, ალ­ბათ გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. იმ პე­რი­ოდ­ში სახ­ლში იყ­ვნენ გვერ­დით მე­ზობ­ლე­ბიც, ვიც­ნობ იმ გო­გოს და გა­დარ­ჩნენ. უბ­რა­ლოდ, ის ოთა­ხი, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, არ და­ინ­გრა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მერე მაშ­ვე­ლებ­მა აივ­ნი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს.

იცით, რომ მერ­ვე სარ­თულ­ზე ქალ­ბა­ტო­ნი და­ი­ღუ­პა, რად­გა­ნაც მერ­ვე­ზე მე­ცხრე სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად ჩა­ვი­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იქ ბავ­შვე­ბი გა­დარ­ჩნენ.

მოკ­ლედ, ამ სარ­თუ­ლებ­ზე ახლა გარ­და კედ­ლე­ბი­სა, კი­ბე­ე­ბი და ლიფ­ტიც ჩა­ინ­გრა. მარ­თლა და­ბომბვის დროს რომ გა­ნად­გურ­დე­ბა სახ­ლი, ისეა...

- ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე არ შე­გიძ­ლია რა­ი­მეს თქმა, რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო?

- თუ გა­დარ­ჩა ის ადა­მი­ა­ნი, ალ­ბათ, თვი­თონ იტყვის, ამ ტრა­გე­დი­ის მი­ზეზს...

სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ასე­თი ნგრე­ვაა, არ ვიცი, გა­მო­ძი­ე­ბას რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქვს, გა­მო­იკ­ვლი­ოს, თუ რა მოხ­და და რა­ტომ. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი იმის ბრა­ლიც იყოს, რომ რაც ჩვენ იქი­დან გა­და­ვე­დით, "ყა­ზტრანსგაზ­მა" მი­ლე­ბი გა­რეთ გა­ი­ტა­ნა. მოკ­ლედ, არ ვიცი და ძა­ლი­ან მინ­და, რომ გა­მო­ი­ძი­ონ და გა­არ­კვი­ონ. ბი­ნას არ ვდარ­დობ, მაგ­რამ ამ­დენს რომ იწ­ვა­ლებ და ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კრე­დიტს იხდი, და­ას­რუ­ლებ ამ საკ­რე­დი­ტო ტან­ჯვას, მო­ი­ხე­დავ და იქი­დან აღა­რა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი.

- რას ამ­ბობს გამ­გე­ო­ბა? დახ­მა­რე­ბას გპირ­დე­ბათ?

- ამ­ბო­ბენ, რომ სრუ­ლად აღ­ვად­გენთ ყვე­ლა­ფერს და მეტ-ნაკ­ლე­ბად ზა­რალ­საც დავ­ფა­რავ­თო. რო­გორც ვიცი, სამი სარ­თუ­ლის დე­მონ­ტაჟს ვა­რა­უ­დო­ბენ. თა­ვი­დან არის ასა­შე­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ მე კონ­კრე­ტუ­ლად ჯერ არა­ვის­თან მი­სა­უბ­რია...

მე­ზო­ბელს და­უ­კავ­შირ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და უთხრა, რომ იპო­ვეს გა­ზ­ქუ­რა, რო­მელ­საც ონ­კა­ნი არას­წო­რად ჰქონ­და გა­დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ვა­რა­უ­დო­ბენ, ონ­კა­ნი დარ­ჩა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია.

ნე­ტავ, გა­დარ­ჩეს ის ბიჭი და სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა. სჯობ­და, რომ არა­ვინ და­ღუ­პუ­ლი­ყო... თუ ეს არის "ყა­ზტრან­გა­ზის" და­ნა­შა­უ­ლი, ხში­რია ხოლ­მე ასე­თი ფაქ­ტე­ბი და მა­შინ მათ სა­მო­მავ­ლოდ მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ. როცა გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, რომ ვი­ყოთ კარ­გი გა­დამ­ხდე­ლე­ბი, აჯო­ბებს, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მა­ინც მი­ვიდ­ნენ და შე­ა­მოწ­მონ ყვე­ლა­ფე­რი. ადა­მი­ა­ნე­ბი კვდე­ბი­ან და ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თვა, გა­ნახ­ლე­ბა, შე­მოწ­მე­ბა ყვე­ლა­ფერს ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ახლა, ჩემს მე­გო­ბარ ბე­სო­ზეც ისე ვდარ­დობ, ორი ხელი ტან­საც­მლით არის დარ­ჩე­ნი­ლი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ გლ­დან­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ვერ აღწერ იმ საშინელებას, რაც იქ ვნახე... საწყალი ბიჭი სახურავზე იყო ატყორცნილი" - მერაბ მეტრეველის მეუღლე სახლის აფეთქებაზე

 "ვერ აღწერ იმ საშინელებას, რაც იქ ვნახე... საწყალი ბიჭი სახურავზე იყო ატყორცნილი" - მერაბ მეტრეველის მეუღლე სახლის აფეთქებაზე

აღდგომის დილას, გლდანში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც სახლი ჩაინგრა და მერვე სართულზე მცხოვრები ქალბატონის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ბინაში მცხოვრები მამაკაცი, რომელშიც აფეთქება მოხდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია. ამ საშინელი ფაქტის სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა.

როგორც გაირკვა, ბინა, რომელშიც ეს უბედური შემთხვევა მოხდა, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ოჯახს ეკუთვნის, მისი უშუალო მეპატრონე კი ნინო წულუკიძე გახლავთ, მერაბის მეუღლე, რომელსაც Ambebi.ge გაესაუბრა.

- ალბათ ღმერთმა დაგვიფარა, რომ იქ უფრო მეტი ადამიანი არ დაიღუპა. ფოტოთიც ვერ აღწერ იმ საშინელებას, რაც იქ, ადგილზე მისულმა ვნახე. ეს არის კატასტროფა. ვერ ვიფიქრებდი, რომ გაზი შეიძლებოდა ასე აფეთქებულიყო. გეგონება, დეტონატორების მთელი ყუთია გამოყენებულიო.

ჩემს ბინას ორი სახურავი ჰქონდა, სართულის ზემოთ, სახურავზე 60-65 სანტიმეტრის სიმაღლის სათავსო იყო, ანუ ორმაგი სინკარული გადახურვა და ის ორი ფენა მთლიანად არის ახდილი; ფაქტობრივად, აღარაფერია. ერთადერთი კედელია გადმოწეული და ისიც ისე საშიშად, შესაძლოა, გადმოვარდეს.

- ამ ბინის პატრონი როდიდან ხარ?

- ბინა 8-9 წლის წინ კრედიტით ვიყიდე. მართლა ბევრს ვწვალობდი, უამრავი რამ მოვიკელი... მოგვიანებით კი მერაბმა ბათუმში მშობლების ბინა გაყიდა და ცოტა უფრო დიდი სახლი ვიყიდეთ, ოჯახით იქ გადავედით. შემდეგ კი ჩემი კუთვნილი სახლი მეგობარს მივაგირავე.

- რატომ?

- რადგანაც ჰქონდა ფული და მეგობრებს გვეშინოდა, არ დაეხარჯა. თან, ბინა არ აქვს და თანხა შეენახებოდა. მოკლედ, ბესო იქ ცხოვრობდა, გააკეთა რემონტი, კარგი ბინა იყო, ერთოთახიანი, მაგრამ ორ ოთახად გადაკეთებული. სამზარეულო ლოჯში იყო გატანილი და მის ადგილზე საძინებელი გახლდათ.

- ბინაში რაიმე კუსტარულად ხომ არ იყო იქ დამზადებული?

- იქ კუსტარულად გაკეთებული არასდროს არაფერი ყოფილა. "კარმა" თვითონ კომპანიამ გარანტიით დაამონტაჟა და ასევე ძვირად ღირებული, კარგი ხარისხის წყლის გამათბობელი, რომელიც აგრეთვე ხელოსნის მიერ იყო დამონტაჟებული. მართლა არ ვიცი, რა მოხდა. ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის ეს ყველაფერი...

იქ წლების წინ ჩვილი ბავშვით მეც ვცხოვრობდი და არანაირი საფრთხე არ გვქონია. ასევე ცხოვრობდა ბესო, ჩემი მეგობარი, რომელსაც ბინა მივაგირავე და მსგავსი არაფერი ყოფილა. თვე-ნახევრის წინ ბინა სამი თვით თავად გააქირავა, რაღაც ფინანსური პრობლემა შეექმნა და  ემატყობინა, გაქირავებას ვაპირებო.

იმ ხალხზე, ვინც იქ გადავიდნენ, ამბობდა, - მშვენიერი ცოლ-ქმარი არიანო. ბიჭი, მგონი, სამხედრო იყო...

აღდგომის დილას, ცხრის ნახევარზე დამირეკეს, გაიღვიძე, შენი ბინა აფეთქდაო. რომ ავდექი და ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი? - კორპუსში პრობლემებიაო, მიპასუხეს. ადგილზე რომ მივედი, ამ დონის ტრაგედიას არ ველოდებოდი. მადლობა ღმერთს, რომ იყო დილა, კვირა დღე და ეზოში იმ დროს არავინ იყო, თორემ სახლის ქვემოთ არის სკვერი... სინკარები 20-30 მეტრზეა გატყორცნილი...

- ბინაში, რომელშიც ეს ტრაგედია მოხდა, გარდა იმ ახალგაზრდა კაცისა, რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია, კიდევ ვინ იმყოფებოდა?

- მხოლოდ ის ბიჭი. მისი მეუღლე იქ არ იყო. ის საწყალი მგონი, სახურავზე იპოვეს, იქ იყო ატყორცნილი და ახლა მძიმე მდგომარეობაშია.

- შენი ვარაუდით, რა შეიძლება მომხდარიყო?

- მართლა არ ვიცი. თუ გაზი გროვდებოდა, მაშინ ის საწყალი რატომ არ გაიგუდა?! არ ვიცი, ალბათ გამოძიება დაადგენს. იმ პერიოდში სახლში იყვნენ გვერდით მეზობლებიც, ვიცნობ იმ გოგოს და გადარჩნენ. უბრალოდ, ის ოთახი, რომელშიც იმყოფებოდნენ, არ დაინგრა. ეს ადამიანები მერე მაშველებმა აივნიდან გადმოიყვანეს.

იცით, რომ მერვე სართულზე ქალბატონი დაიღუპა, რადგანაც მერვეზე მეცხრე სართული მთლიანად ჩავიდა. საბედნიეროდ, იქ ბავშვები გადარჩნენ.

მოკლედ, ამ სართულებზე ახლა გარდა კედლებისა, კიბეები და ლიფტიც ჩაინგრა. მართლა დაბომბვის დროს რომ განადგურდება სახლი, ისეა...

- ვარაუდის დონეზე არ შეგიძლია რაიმეს თქმა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

- თუ გადარჩა ის ადამიანი, ალბათ, თვითონ იტყვის, ამ ტრაგედიის მიზეზს...

საერთოდ, როდესაც ასეთი ნგრევაა, არ ვიცი, გამოძიებას რა საშუალებები აქვს, გამოიკვლიოს, თუ რა მოხდა და რატომ. შეიძლება ყველაფერი იმის ბრალიც იყოს, რომ რაც ჩვენ იქიდან გადავედით, "ყაზტრანსგაზმა" მილები გარეთ გაიტანა. მოკლედ, არ ვიცი და ძალიან მინდა, რომ გამოიძიონ და გაარკვიონ. ბინას არ ვდარდობ, მაგრამ ამდენს რომ იწვალებ და ამდენი წლის განმავლობაში კრედიტს იხდი, დაასრულებ ამ საკრედიტო ტანჯვას, მოიხედავ და იქიდან აღარაფერია დარჩენილი.

- რას ამბობს გამგეობა? დახმარებას გპირდებათ?

- ამბობენ, რომ სრულად აღვადგენთ ყველაფერს და მეტ-ნაკლებად ზარალსაც დავფარავთო. როგორც ვიცი, სამი სართულის დემონტაჟს ვარაუდობენ. თავიდან არის ასაშენებელი, მაგრამ მე კონკრეტულად ჯერ არავისთან მისაუბრია...

მეზობელს დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ იპოვეს გაზქურა, რომელსაც ონკანი არასწორად ჰქონდა გადატრიალებული. როგორც ჩანს, ვარაუდობენ, ონკანი დარჩა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია.

ნეტავ, გადარჩეს ის ბიჭი და საბოლოოდ, ყველაფერს ეშველება. სჯობდა, რომ არავინ დაღუპულიყო... თუ ეს არის "ყაზტრანგაზის" დანაშაული, ხშირია ხოლმე ასეთი ფაქტები და მაშინ მათ სამომავლოდ მეტი ყურადღება მართებთ. როცა გვაიძულებენ, რომ ვიყოთ კარგი გადამხდელები, აჯობებს, წელიწადში ორჯერ მაინც მივიდნენ და შეამოწმონ ყველაფერი. ადამიანები კვდებიან და ტექნიკური გამართვა, განახლება, შემოწმება ყველაფერს ესაჭიროება.

ახლა, ჩემს მეგობარ ბესოზეც ისე ვდარდობ, ორი ხელი ტანსაცმლით არის დარჩენილი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ გლდანში მომხდარი აფეთქების ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია