საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა აბულაძე მკვლელობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სასამართლოში ზეწოლის შედეგად მოიტყუა
შალვა აბულაძე მკვლელობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სასამართლოში ზეწოლის შედეგად მოიტყუა

ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძე მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლო­ში პო­ზი­ცია ზე­წო­ლის შე­დე­გად და­ა­ფიქ­სი­რა.

ამის შე­სა­ხებ #7 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ აბუ­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა, არ­ჩილ ჩუ­ბი­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, შალ­ვა აბუ­ლა­ძე მხო­ლოდ ბრალ­დე­ბის იმ ნა­წილს აღი­ა­რებს, რო­მე­ლიც ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ეხე­ბა.. თუმ­ცა, ად­ვო­კა­ტის თქმით, ამ ნა­წილ­შიც მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს ნა­წი­ლობ­რივ მი­იჩ­ნევს დამ­ნა­შა­ვედ.

რაც შე­ე­ხე­ბა ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბას, ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს არც ერთი მკვლე­ლო­ბა არ ჩა­უ­დე­ნია და არც ის შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, რომ პო­ლი­ცი­ას და­კა­ვე­ბის დროს წი­ნა­აღ­დე­გო­ბას უწევ­და.

ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, აბუ­ლა­ძემ იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც იმა­ლე­ბო­და, ია­რა­ღი და ხელ­მყუმ­ბა­რა ფან­ჯრი­დან გად­მო­ყა­რა და პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი სა­უბ­რობს მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ არა­და­მი­ა­ნურ მოპრყო­ბა­ზე და წა­მე­ბა­ზე. არ­ჩილ ჩუ­ბი­ნი­ძის თქმით, შალ­ვა აბუ­ლა­ძეს, რო­გორც სა­ხის არე­ში, ასე­ვე სხე­ულ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. ად­ვო­კა­ტი აპი­რებს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვოს. ჩუ­ბი­ნი­ძის თქმით, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აბუ­ლა­ძეს და­კა­ვე­ბი­დან იზო­ლა­ტორ­ში მო­თავ­სე­ბამ­დე აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა და­კა­ვე­ბის ოქ­მში ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი არ არის.

"შალ­ვა აბუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ეკუთ­ვნის აყ­ვა­ნის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის ია­რა­ღი და ხელ­ყუმ­ბა­რა. ად­გილ­ზე ამო­ღე­ბუ­ლი "გლო­კის" სი­სი­ტე­მის ია­რა­ღი მას არ ეკუთ­ვნის. აბუ­ლა­ძე აცხა­დებს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის თავ­დას­ხმა­ში, არც ბორ­ჯომ­ში და არც თბი­ლის­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. ის ამ­ბობს, რომ მკვლე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზეა. შალ­ვა აბუ­ლა­ძე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნა­წა­მე­ბია, და­კა­ვე­ბის ოქ­მში კი მის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღ­წე­რი­ლი არ არის. მას ვი­ზუ­ა­ლუ­რად ეტყო­ბა სი­ლურ­ჯე­ე­ბის სა­ხე­ზე და სხე­ულ­ზე. ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა. მას არ გა­აჩ­ნია ელე­მენ­ტა­რუ­ლი არ­სე­ბო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მის ახ­ლობ­ლებს კი არ აძ­ლე­ვენ ამა­ნა­თის შეგ­ზავ­ნის შე­საძ­ლე­ბო­ბას", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ჩუ­ბი­ნი­ძემ.

"გა­მო­ძი­ე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ვარ­კე­თილ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის დღეს კვლავ მოხ­და შე­ტა­კე­ბა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის. გა­მო­ძი­ე­ბა გვე­უბ­ნე­ბა ასე­ვე, რომ ად­გილ­ზე იპო­ვეს ხელ­ჩან­თა, რო­მელ­შიც იდო ვი­თომ­და პა­რი­კი, რე­ა­ლუ­რად კი ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რომ ეს არის სპექ­ტაკ­ლი. კერ­ძოდ, ასა­ხუ­ლია, რომ ძებ­ნი­ლი და პო­ლი­ცი­ე­ლი ის­ვრი­ან სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. გარ­და პა­რი­კი­სა, ვი­თომ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ტან­საც­მე­ლი და წიგ­ნე­ბი, მათ შო­რის ბიბ­ლია", - აცხა­დებს არ­ჩილ ჩუ­ბი­ნი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შალვა აბულაძე მკვლელობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სასამართლოში ზეწოლის შედეგად მოიტყუა

შალვა აბულაძე მკვლელობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სასამართლოში ზეწოლის შედეგად მოიტყუა

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე მკვლელობის ნაწილში ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სასამართლოში პოზიცია ზეწოლის შედეგად დააფიქსირა.

ამის შესახებ #7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ აბულაძის ადვოკატმა, არჩილ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შალვა აბულაძე მხოლოდ ბრალდების იმ ნაწილს აღიარებს, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება.. თუმცა, ადვოკატის თქმით, ამ ნაწილშიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს ნაწილობრივ მიიჩნევს დამნაშავედ.

რაც შეეხება ორი პოლიციელის მკვლელობას, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც ერთი მკვლელობა არ ჩაუდენია და არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ პოლიციას დაკავების დროს წინააღდეგობას უწევდა.

ადვოკატის მტკიცებით, აბულაძემ იმ ადგილიდან, სადაც იმალებოდა, იარაღი და ხელმყუმბარა ფანჯრიდან გადმოყარა და პოლიციას ჩაბარდა.

ამასთან, ადვოკატი საუბრობს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არადამიანურ მოპრყობაზე და წამებაზე. არჩილ ჩუბინიძის თქმით, შალვა აბულაძეს, როგორც სახის არეში, ასევე სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება. ადვოკატი აპირებს, რომ ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს. ჩუბინიძის თქმით, დაზიანებები აბულაძეს დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე აქვს მიყენებული, თუმცა დაკავების ოქმში ეს აღნიშნული არ არის.

"შალვა აბულაძე ამბობს, რომ ეკუთვნის აყვანის ადგილიდან ამოღებული მაკაროვის სისტემის იარაღი და ხელყუმბარა. ადგილზე ამოღებული "გლოკის" სისიტემის იარაღი მას არ ეკუთვნის. აბულაძე აცხადებს, რომ პოლიციელების თავდასხმაში, არც ბორჯომში და არც თბილისში მონაწილეობა არ მიუღია. ის ამბობს, რომ მკვლელი თავისუფლებაზეა. შალვა აბულაძე, შეიძლება ითქვას, რომ ნაწამებია, დაკავების ოქმში კი მის სხეულზე არსებული დაზიანებები აღწერილი არ არის. მას ვიზუალურად ეტყობა სილურჯეების სახეზე და სხეულზე. ამ დრომდე გრძელდება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას არ გააჩნია ელემენტარული არსებობისთვის შესაბამისი პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მის ახლობლებს კი არ აძლევენ ამანათის შეგზავნის შესაძლებობას", - განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.

"გამოძიება გვეუბნება, რომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დღეს კვლავ მოხდა შეტაკება მკვლელობაში ბრალდებულსა და პოლიციას შორის. გამოძიება გვეუბნება ასევე, რომ ადგილზე იპოვეს ხელჩანთა, რომელშიც იდო ვითომდა პარიკი, რეალურად კი ჩანაწერში ჩანს, რომ ეს არის სპექტაკლი. კერძოდ, ასახულია, რომ ძებნილი და პოლიციელი ისვრიან სხვა მიმართულებით. გარდა პარიკისა, ვითომ აღმოაჩინეს ტანსაცმელი და წიგნები, მათ შორის ბიბლია", - აცხადებს არჩილ ჩუბინიძე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ