საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იერუსალიმში დატყვევებული და კელიაში გამოკეტილი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელზეც მსოფლიო დუმს
იერუსალიმში დატყვევებული და კელიაში გამოკეტილი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელზეც მსოფლიო დუმს

აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნი­სას მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა იუ­რი­სა­ლი­მის­კენ არის მი­პყრო­ბი­ლი, სა­დაც მსოფ­ლიო მე­დი­ის თვალ­თა­ხედ­ვა­ში წმინ­და ცე­ცხლი და პი­ლიგ­რი­მე­ბი არი­ან. თუმ­ცა ცო­ტამ თუ იცის, რომ იქვე, მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მის ტა­ძარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე კე­ლი­ა­ში ჩა­კე­ტი­ლი პატ­რი­არ­ქი ირი­ნე­ო­სი იმ­ყო­ფე­ბა. ის 2005 წელს, სა­აღ­დგო­მო წირ­ვის შემ­დეგ გა­მო­კე­ტეს და დღემ­დე გა­რე­სამ­ყა­როს­თან მხო­ლოდ ერთი პა­ტა­რა ფან­ჯა­რა აკავ­ში­რებს. Ambebi.ge პატ­რი­არ­ქი ირი­ნე­ო­სის ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რეს­და.

2001 წლის 13 სექ­ტემ­ბერს იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად ახა­ლი პატ­რი­არ­ქი ირი­ნე­ო­სი აირ­ჩი­ეს, რომ­ლის აღ­საყ­დრე­ბა ქრის­ტეს აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში, 15 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. ახა­ლი პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვას ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა უნ­დობ­ლო­ბით შეხ­ვდა, რად­გან ირი­ნე­ოსს პრო­ა­რა­ბულ აზ­როვ­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, რის გა­მოც, იგი ოფი­ცი­ა­ლურ პატ­რი­არ­ქად მხო­ლოდ 2004 წელს აღი­ა­რეს.

ახალ­მა პატ­რი­არ­ქმა არ­ჩე­ვის დღი­დან გა­ნა­ცხა­და, რომ მხარს უჭერ­და პა­ლეს­ტი­ნის ბრძო­ლას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო პა­ლეს­ტი­ნუ­რი ავ­ტო­ნო­მი­ის მე­თა­ურ­თან, ია­სირ არა­ფატ­თან.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პატ­რი­არ­ქი ირი­ნე­ო­სი უკა­ნა­ნო შე­თან­ხმე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მან ეკ­ლე­სი­ის კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბი სხვებს მი­ყი­და, მათ შო­რის მარ­თლმა­დი­დე­ბელ არა­ბებს, რომ­ლე­ბიც იე­რუ­სა­ლი­მის ძვე­ლი ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­დნენ. 2005 წლის იან­ვარ­ში იორ­და­ნი­ის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ამ პატ­რი­არ­ქის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­ქო­ნის გამო უკა­ნო­ნოდ ცნო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წა­ყე­ნე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა შე­არ­ყია ირი­ნე­ო­სის ავ­ტო­რი­ტე­ტი, რის გა­მოც, მან უკვე ვე­ღარ შეძ­ლო სა­ეკ­ლე­სიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა.

2005 წლის 5 მა­ისს ეპის­კო­პო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ პატ­რი­არ­ქთან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. წმინ­და სი­ნო­დის შეკ­რე­ბა­ზე, ხმე­ბის 2/3-ის თა­ნახ­მად, ირი­ნე­ო­სი გა­და­ყე­ნე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და. 24 მა­ისს მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, გა­და­წყდა, რომ პატ­რი­არ­ქი უხ­სე­ნე­ბელ­თა რი­გებ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ.

მი­უ­ხე­და­ვად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, ირი­ნე­ო­სი მა­ინც აგ­რძე­ლებ­და ქა­და­გე­ბას. თუმ­ცა, 2005 წელს, სა­აღ­დგო­მო წირ­ვის შემ­დეგ, კე­ლი­ა­ში შე­სუ­ლი პატ­რი­არ­ქი გა­რე­დან ჩა­კე­ტი­ლი აღ­მოჩ­ნდა. მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი აგუ­რის კე­დელ­მა შეც­ვა­ლა, რო­მელ­საც გა­რე­სამ­ყა­როს­თან მხო­ლოდ ერთი პა­ტა­რა ფან­ჯა­რა აკავ­ში­რებს. ამ­გვა­რი გა­მო­კეტვის შემ­დეგ, ირი­ნე­ოსს მხო­ლოდ ორი გა­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და, ან უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და პოს­ტი­დან გა­დამ­დგა­რი­ყო ან სა­მუ­და­მოდ ჩა­კე­ტი­ლი ყო­ფი­ლი­ყო კე­ლი­ა­ში. უკვე თით­ქმის 10 წე­ლია, რაც იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არ­ქი გი­სო­სებს მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პატ­რი­არ­ქის კე­ლი­ის ზედა სარ­თულ­ზე არა­ბი ოჯა­ხი ცხოვ­რობს, რომ­ლე­ბიც მას ყო­ველ­დღი­უ­რად თო­კის მეშ­ვე­ო­ბით საკ­ვებს აწ­ვდი­ან.

ამას­თან ერ­თად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის შემ­დეგ, პა­ლეს­ტი­ნურ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ზეთ "ალ-კუდსში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა მოხ­სე­ნე­ბა, რო­მელ­შიც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ირი­ნე­ოსს არა­ვი­თა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია მი­წე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ში, ხოლო თვი­თონ შე­თან­ხმე­ბა არა­კა­ნო­ნი­ე­რია, რად­გან არ იყო და­მოწ­მე­ბუ­ლი სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

იერუსალიმში დატყვევებული და კელიაში გამოკეტილი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელზეც მსოფლიო დუმს

იერუსალიმში დატყვევებული და კელიაში გამოკეტილი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელზეც მსოფლიო დუმს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნისას მსოფლიოს ყურადღება იურისალიმისკენ არის მიპყრობილი, სადაც მსოფლიო მედიის თვალთახედვაში წმინდა ცეცხლი და პილიგრიმები არიან. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ იქვე, მაცხოვრის აღდგომის ტაძართან ახლოს მდებარე კელიაში ჩაკეტილი პატრიარქი ირინეოსი იმყოფება. ის 2005 წელს, სააღდგომო წირვის შემდეგ გამოკეტეს და დღემდე გარესამყაროსთან მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა აკავშირებს. Ambebi.ge პატრიარქი ირინეოსის ისტორიით დაინტერესდა.

2001 წლის 13 სექტემბერს იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელად ახალი პატრიარქი ირინეოსი აირჩიეს, რომლის აღსაყდრება ქრისტეს აღდგომის ტაძარში, 15 სექტემბერს მოხდა. ახალი პატრიარქის არჩევას ისრაელის მთავრობა უნდობლობით შეხვდა, რადგან ირინეოსს პროარაბულ აზროვნებაში ადანაშაულებდა, რის გამოც, იგი ოფიციალურ პატრიარქად მხოლოდ 2004 წელს აღიარეს.

ახალმა პატრიარქმა არჩევის დღიდან განაცხადა, რომ მხარს უჭერდა პალესტინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და მეგობრულ ურთიერთობაში იყო პალესტინური ავტონომიის მეთაურთან, იასირ არაფატთან.

მოგვიანებით, პატრიარქი ირინეოსი უკანანო შეთანხმებაში დაადანაშაულეს, რომლის თანახმადაც, მან ეკლესიის კუთვნილი მიწები სხვებს მიყიდა, მათ შორის მართლმადიდებელ არაბებს, რომლებიც იერუსალიმის ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. 2005 წლის იანვარში იორდანიის სამთავრობო კომისიამ პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებები საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო უკანონოდ ცნო. მიუხედავად ამისა, წაყენებულმა ბრალდებებმა შეარყია ირინეოსის ავტორიტეტი, რის გამოც, მან უკვე ვეღარ შეძლო საეკლესიო საზოგადოების ნდობის დაბრუნება.

2005 წლის 5 მაისს ეპისკოპოსების უმრავლესობამ პატრიარქთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა. წმინდა სინოდის შეკრებაზე, ხმების 2/3-ის თანახმად, ირინეოსი გადაყენებულად გამოცხადდა. 24 მაისს მიღებული დოკუმენტის მიხედვით, გადაწყდა, რომ პატრიარქი უხსენებელთა რიგებში გადაეყვანათ.

მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, ირინეოსი მაინც აგრძელებდა ქადაგებას. თუმცა, 2005 წელს, სააღდგომო წირვის შემდეგ, კელიაში შესული პატრიარქი გარედან ჩაკეტილი აღმოჩნდა. მისასვლელი გზები აგურის კედელმა შეცვალა, რომელსაც გარესამყაროსთან მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა აკავშირებს. ამგვარი გამოკეტვის შემდეგ, ირინეოსს მხოლოდ ორი გამოსავალი ჰქონდა, ან უნდა ეღიარებინა დანაშაული და პოსტიდან გადამდგარიყო ან სამუდამოდ ჩაკეტილი ყოფილიყო კელიაში. უკვე თითქმის 10 წელია, რაც იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი გისოსებს მიღმა იმყოფება.

როგორც ცნობილია, პატრიარქის კელიის ზედა სართულზე არაბი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც მას ყოველდღიურად თოკის მეშვეობით საკვებს აწვდიან.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ წაყენებული ბრალდებების შემდეგ, პალესტინურმა ნაციონალურმა ადმინისტრაციამ გაზეთ "ალ-კუდსში" გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც დამტკიცებულია, რომ ირინეოსს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია მიწების გასხვისებაში, ხოლო თვითონ შეთანხმება არაკანონიერია, რადგან არ იყო დამოწმებული სინოდის გადაწყვეტილებით.

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია