საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ISIS-ის ტერორისტების მიერ ქრისტიანების დევნის ფაქტებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას და ეკლესიას "მუდმარე პოზიციის" გამო საყვედურობს.
"ISIS-ის ტერორისტების ერაყის და სირიის მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქრისტიანების, ასირიელების და იეზიდების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შედარება შეიძლება მარტო იმ დანაშაულთან, რომელსაც ჰიტლერული გერმანია სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საკონცენტრაციო ბანაკებში.
გაუგებარია ჩვენი "ხელისუფლების" და ეკლესიის მდუმარე პოზიცია. დალოცვილებო, ყველაფერი მოკავშირეებმა უნდა გიკარნახონ? თუ ერაყელი და სირიელი ქრისტიანები ქრისტიანები არ არიან, და თქვენს თანადგომას არ იმსახურებენ?
ან რიგაში რა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ელოდებით, თუ საქართველოს საზღვრებს თქვენს მიერ შექმნილი ქაოსის პირობებში არასრულწლოვანები კვეთენ ტერორისტებთან შესაერთებლად?", - წერს გრიგოლ ვაშაძე.