მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო კასრაძის იდუმალი ცხოვრების საინტერესო დეტალები
ნინო კასრაძის იდუმალი ცხოვრების საინტერესო დეტალები

1970 წლის 3 მარტს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ნინო კას­რა­ძე ტყუ­პის­ცა­ლი გახ­ლავთ.

მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან არ უოც­ნე­ბია, მაგ­რამ უნ­დო­და, გა­მორ­ჩე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ნი­ნოს ახ­ლობ­ლე­ბი, ალ­ბათ, ვერ წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რომ წლე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნო­მე­რი პირ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რის რო­ბერტ სტუ­რუ­ას ფა­ვო­რი­ტი მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე სა­უ­კე­თე­სო რო­ლებს შე­ას­რუ­ლებ­და.

თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა კრა­ხით დას­რულ­და, პირ­ველ ტურ­ში ჩა­იჭ­რა, მაგ­რამ ბედს არ და­ნებ­და და კი­დევ სცა­და. 23 წლის იყო, რო­დე­საც რო­ბერტ სტუ­რუ­ას რჩე­უ­ლი გახ­და, დიდ სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი "სე­ჩუ­ა­ნე­ლი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი"ითა­მა­შა. ორი წლის შემ­დეგ იყო "ლედი მაკ­ბე­ტი", "ქალი გვე­ლი", "ჰამ­ლე­ტი"და უამ­რა­ვი სპექ­ტაკ­ლი რუს­თა­ვე­ლის სცე­ნა­ზე.

გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზი­სა და არ­ტის­ტიზ­მის მსა­ხი­ო­ბი თე­ატ­რა­ლურ წრე­ებ­ში მალე აღი­ა­რეს, მაგ­რამ ნინო კას­რა­ძე ყო­ველ­თვის თე­ატ­რის ერ­თგუ­ლი რჩე­ბო­და. 1996 წლი­დან დღემ­დე რამ­დე­ნი­მე ფილმში გა­და­ი­ღეს, მსა­ხი­ო­ბი იმ წლებ­ში კი­ნოს­თვის ვერ იც­ლი­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნინო და­რა­სელ­თან სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში აღი­ა­რა, რომ გული სწყდე­ბა, თა­ვის დრო­ზე უარი რომ თქვა რო­ლებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ერთ ფილმზე, რად­გან მას­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან დღეს ბევ­რი გარ­დაც­ვლი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას, რო­გორც თე­ატ­რის უნი­ჭი­ე­რეს მსა­ხი­ობს, ხალ­ხი იც­ნობ­და, არა­სო­დეს აღაფრ­თო­ვა­ნებ­და პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და დღემ­დე ასეა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ ვცა­დეთ მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მუდ­მი­ვად დის­ტან­ცი­ას იჭერ­და. არ სწყა­ლობს ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტებ­საც. არა­სო­დეს და­დის სტუმ­რად გა­და­ცე­მებ­ში, რა თე­მა­საც უნდა ეხე­ბო­დეს, და მით უმე­ტეს, არც სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ებს ჰყვე­ბა ღია ეთერ­ში.

მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის.

ნინო გვი­ან გა­თხოვ­და. ჰყავს ორი შვი­ლი და მე­უღ­ლე. წლე­ბის წინ ხმა­უ­რი­ან თბი­ლის­ზე უარი თქვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ოქ­რო­ყა­ნა აირ­ჩია. თა­ვი­დან ეგო­ნა, ვერ გაძ­ლებ­და, მაგ­რამ ახლა ეს ად­გი­ლი მის­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლია.

კას­რა­ძეს არამ­ხო­ლოდ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან, არა­მედ სხვა ქვეყ­ნის კო­ლე­გე­ბის­გა­ნაც ერთი უც­ნა­უ­რო­ბა გა­მო­არ­ჩევს. ის არის მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სი ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის იმით, რომ არა­სო­დეს გახ­ვე­უ­ლა სკან­დალ­ში, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა გარ­ჩე­ვის სა­ბა­ბი და არც ჭო­რე­ბის ქარ-ცე­ცხლში გა­უ­ტა­რე­ბი­ათ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დალი
0

საუკეთესო მსახიობი გამორჩეული,. დახვეწილი ელეგანტური 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ნინო კასრაძის იდუმალი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ნინო კასრაძის იდუმალი ცხოვრების საინტერესო დეტალები

1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა. ნინო კასრაძე ტყუპისცალი გახლავთ.

მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია, მაგრამ უნდოდა, გამორჩეული ყოფილიყო. ნინოს ახლობლები, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ წლების შემდეგ გოგონა საქართველოში ნომერი პირველი რეჟისორის რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე საუკეთესო როლებს შეასრულებდა.

თეატრალურში ჩაბარების პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, პირველ ტურში ჩაიჭრა, მაგრამ ბედს არ დანებდა და კიდევ სცადა. 23 წლის იყო, როდესაც რობერტ სტურუას რჩეული გახდა, დიდ სცენაზე პირველი სპექტაკლი ''სეჩუანელი კეთილი ადამიანი''ითამაშა. ორი წლის შემდეგ იყო ''ლედი მაკბეტი'', ''ქალი გველი'', ''ჰამლეტი''და უამრავი სპექტაკლი რუსთაველის სცენაზე.

გამორჩეული სილამაზისა და არტისტიზმის მსახიობი თეატრალურ წრეებში მალე აღიარეს, მაგრამ ნინო კასრაძე ყოველთვის თეატრის ერთგული რჩებოდა. 1996 წლიდან დღემდე რამდენიმე ფილმში გადაიღეს, მსახიობი იმ წლებში კინოსთვის ვერ იცლიდა.

მოგვიანებით ნინო დარასელთან სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ გული სწყდება, თავის დროზე უარი რომ თქვა როლებზე, განსაკუთრებით კი ერთ ფილმზე, რადგან მასში მონაწილე მსახიობებიდან დღეს ბევრი გარდაცვლილია. მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც თეატრის უნიჭიერეს მსახიობს, ხალხი იცნობდა, არასოდეს აღაფრთოვანებდა პრესასთან ურთიერთობა და დღემდე ასეა.

წლების განმავლობაში არაერთხელ ვცადეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ ჟურნალისტებთან მუდმივად დისტანციას იჭერდა. არ სწყალობს ტელეჟურნალისტებსაც. არასოდეს დადის სტუმრად გადაცემებში, რა თემასაც უნდა ეხებოდეს, და მით უმეტეს, არც საკუთარ ისტორიებს ჰყვება ღია ეთერში.

მისი ცხოვრების შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის.

ნინო გვიან გათხოვდა. ჰყავს ორი შვილი და მეუღლე. წლების წინ ხმაურიან თბილისზე უარი თქვა და საცხოვრებლად ოქროყანა აირჩია. თავიდან ეგონა, ვერ გაძლებდა, მაგრამ ახლა ეს ადგილი მისთვის ყველაზე საყვარელია.

კასრაძეს არამხოლოდ ქართველი მსახიობებისგან, არამედ სხვა ქვეყნის კოლეგებისგანაც ერთი უცნაურობა გამოარჩევს. ის არის მცირე გამონაკლისი ქართველ მსახიობებს შორის იმით, რომ არასოდეს გახვეულა სკანდალში, მისი პირადი ცხოვრება არ ყოფილა გარჩევის საბაბი და არც ჭორების ქარ-ცეცხლში გაუტარებიათ.

იხილეთ გაგრძელება