საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნარკომანია სამედიცინო და სოციალური პრობლემაა და არა დანაშაული" - ნიკა რურუა
"ნარკომანია სამედიცინო და სოციალური პრობლემაა და არა დანაშაული" - ნიკა რურუა

ნიკა რუ­რუა ნარ­კო­ტი­კე­ბის თე­მა­ზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლო და არა­მომ­ხმა­რე­ბე­ლო მე­გობ­რე­ბო და არა­მე­გობ­რე­ბო - ე.წ. O.D. ,ანუ 'ოვერ­დო­ზი' ძა­ლი­ან ხში­რია იმ ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, სა­დაც ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა სრუ­ლი­ად და­უ­ლა­გე­ბე­ლია.

სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ქვე­ყა­ნაა სა­ქარ­თვე­ლოც, სა­დაც არა და არ მო­ხერ­ხდა ამ პრობ­ლე­მის სწო­რედ, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად აღ­ქმა, რა­საც ძა­ლი­ან ხში­რად ახალ­გაზ­რდა და ძვირ­ფა­სი სი­ცო­ცხლე­ე­ბი ეწი­რე­ბა.

ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის "დე-პე­ნა­ლი­ზა­ცია", ანუ ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რებ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვედ არცნო­ბა:

ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­რი­ცხავს სხვა ქვეყ­ნებ­ში სირ­ბილს ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­სა­ღე­ბად და სა­ყიდ­ლად, რა­საც ხში­რად, ვი­მე­ო­რებ, ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზით - მათ ხში­რად ფა­ტა­ლუ­რად ეშ­ლე­ბათ დო­ზი­რე­ბა და "ოვერ­დო­ზით" კვდე­ბი­ან სა­დღაც მი­მა­ლუ­ლე­ბი, სა­დაც მათ არც მომ­ვლე­ლი და არც მომ­სუ­ლი­ე­რე­ბე­ლი არ ჰყავთ.

ნარ­კო­მა­ნია სა­მე­დი­ცი­ნო და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა და არა და­ნა­შა­უ­ლი.

ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნოდ გამ­სა­ღებ­ლებს დროა სა­ხელ­მწი­ფომ სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­არ­თვას დღეს არ­სე­ბუ­ლი მა­ხინ­ჯი მო­ნო­პო­ლია, და თვი­თონ ითა­ოს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ორგვა­რი ფუნ­ქცია:

1. მათ­თვის ვი­საც სურს ნარ­კო­ტი­კებს სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბოს - შექ­მნას სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრე­ბი, რო­გო­რე­ბიც გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში უამ­რა­ვია;

2. მათ­თვის კი, ვი­საც არ სურს ნარ­კო­ტი­კის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა - შექ­მნას უსაფრ­თხო სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­რი­ცხა­ვენ და არა­მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი დო­ზით მი­აწ­ვდი­ან ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლებს შე­სა­ბა­მის პრე­პა­რატს მშვიდ, სუფ­თა და და­ცულ გა­რე­მო­ში.

ამის გა­კე­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია, თუ ის ამას მო­ინ­დო­მებს. და თქმა უნდა, დღე­ვან­დელ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს არ ვგუ­ლის­ხმობ, დიდი სი­ნა­ნუ­ლით.

R.I.P. კოტე თო­ლორ­და­ვა" - ნათ­ქვა­მია რუ­რუ­ას პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ნარკომანია სამედიცინო და სოციალური პრობლემაა და არა დანაშაული" - ნიკა რურუა

"ნარკომანია სამედიცინო და სოციალური პრობლემაა და არა დანაშაული" - ნიკა რურუა

ნიკა რურუა ნარკოტიკების თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"ნარკოტიკების მომხმარებელო და არამომხმარებელო მეგობრებო და არამეგობრებო - ე.წ. O.D. ,ანუ 'ოვერდოზი' ძალიან ხშირია იმ ქვეყნების მოქალაქეებში, სადაც ნარკოპოლიტიკა სრულიად დაულაგებელია.

სამწუხაროდ, ასეთი ქვეყანაა საქართველოც, სადაც არა და არ მოხერხდა ამ პრობლემის სწორედ, ცივილიზებულად და რაციონალურად აღქმა, რასაც ძალიან ხშირად ახალგაზრდა და ძვირფასი სიცოცხლეები ეწირება.

ჩემი აზრით, აუცილებელია ნარკოდანაშაულის "დე-პენალიზაცია", ანუ ნარკოტიკის მომხმარებლის სისხლის სამართლის დამნაშავედ არცნობა:

ეს ავტომატურად გამორიცხავს სხვა ქვეყნებში სირბილს ნარკოტიკების მისაღებად და საყიდლად, რასაც ხშირად, ვიმეორებ, ადამიანთა სიცოცხლე ეწირება ერთი მარტივი მიზეზით - მათ ხშირად ფატალურად ეშლებათ დოზირება და "ოვერდოზით" კვდებიან სადღაც მიმალულები, სადაც მათ არც მომვლელი და არც მომსულიერებელი არ ჰყავთ.

ნარკომანია სამედიცინო და სოციალური პრობლემაა და არა დანაშაული.

ნარკოტიკების უკანონოდ გამსაღებლებს დროა სახელმწიფომ სამუდამოდ ჩამოართვას დღეს არსებული მახინჯი მონოპოლია, და თვითონ ითაოს საკუთარი მოქალაქეების ნარკოდამოკიდებულებაზე ორგვარი ფუნქცია:

1. მათთვის ვისაც სურს ნარკოტიკებს სამუდამოდ დაემშვიდობოს - შექმნას სარეაბილიტაციო ცენტრები, როგორებიც განვითარებულ ქვეყნებში უამრავია;

2. მათთვის კი, ვისაც არ სურს ნარკოტიკისთვის თავის დანებება - შექმნას უსაფრთხო სამედიცინო ცენტრები, რომლებიც აღრიცხავენ და არამომაკვდინებელი დოზით მიაწვდიან ნარკოდამოკიდებულებს შესაბამის პრეპარატს მშვიდ, სუფთა და დაცულ გარემოში.

ამის გაკეთება სახელმწიფოს შეუძლია, თუ ის ამას მოინდომებს. და თქმა უნდა, დღევანდელ ჩვენს სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, დიდი სინანულით.

R.I.P. კოტე თოლორდავა" - ნათქვამია რურუას პოსტში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია