სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "იყო დრო ბავშვებს სპარსელებზე ყიდდნენ, ახლაც ყიდიან"
პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "იყო დრო ბავშვებს სპარსელებზე ყიდდნენ, ახლაც ყიდიან"

2 აპ­რილს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ორი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი. პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ ომა­ლოს სკო­ლის XI კლა­სე­ლი რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი (18 წლის) და X კლა­სე­ლი მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი (17 წლის) გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან

პან­კი­სი-სი­რი­ის სა­სიკ­ვდი­ლო მარ­შრუ­ტი

"თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის", ჰქონ­დეს წვდო­მა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ზე, კავ­კა­სი­ის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან წერ­ტილ­ზე, თა­ნაც რუ­სე­თის სა­ზღვრის ახ­ლოს, ძნე­ლი არ არის, მიხ­ვდე, რა გეგ­მე­ბი აქვს მას სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით".

ტო­ფიქ აბა­სო­ვი, პო­ლი­ტო­ლო­გი

"ვე­რა­ვინ დათ­ვლის, ამ პა­ტა­რა ად­გი­ლას რამ­დე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სი­ იკ­ვე­თე­ბა. ჩვენ ვი­ცით, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" სამ­ხედ­რო ბა­ნა­კი აქვს, იქი­დან გზავ­ნის მე­ომ­რებს სი­რი­ა­ში".

ვა­ლიდ აბა­ზი, გე­ნე­რა­ლი,

2015 წლის მარ­ტი, ალე­პო

"ადრე ხე­ო­ბა­ში ბი­ჭის ყოლა სა­ა­მა­ყო იყო, ახლა გვე­ში­ნია. არც ერ­თმა დე­დამ არ იცის, ში­ნი­დან გა­სუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან, თუ არა. სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო დრო ბავ­შვებს სპარ­სე­ლებ­ზე ყიდ­დნენ, ახ­ლაც ყი­დი­ან. დო­ლა­რე­ბის გუ­ლის­თვის სა­საკ­ლა­ო­ზე უშ­ვე­ბენ".

ას­მა­თი, სოფ. დუ­ი­სი

"აქე­დან ბი­ჭე­ბი, რო­გორც თეა­ტრში, ისე მი­დი­ან სა­ომ­რად სი­რი­ა­ში".

ზე­ლიმ­ხა­ნი, სოფ. ბირ­კი­ა­ნი

2 აპ­რილს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ორი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი.

პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ ომა­ლოს სკო­ლის XI კლა­სე­ლი რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი (18 წლის) და X კლა­სე­ლი მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი (17 წლის) გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან. მშობ­ლებ­მა ბი­ჭე­ბი ჯერ სკო­ლა­ში, შემ­დეგ მე­გობ­რებ­ში მო­ი­კი­თხეს - მათი ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი არა­ვინ იცო­და. ბო­ლოს, მო­ზარ­დე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ა­საც აც­ნო­ბეს. ორი დღის შემ­დეგ თა­ვად ბი­ჭებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს მშობ­ლებს, თურ­ქეთ­ში ვარ­თო. მიხ­ვდნენ - სი­რი­ა­ში მი­დი­ოდ­ნენ სა­ომ­რად... უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, პან­კი­სე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი სა­ომ­რად სი­რი­ა­ში მი­დი­ან, მაგ­რამ მომ­ხდარ­მა აღაშ­ფო­თა ხე­ო­ბა... ფიქ­რო­ბენ, რომ ყმაწ­ვი­ლე­ბი თა­ვად ვერ გა­და­წყვეტ­დნენ წას­ვლას, მე­ტიც, თურ­ქეთ­ში გა­დაფ­რე­ნა­ში (ძა­ლი­ან ხელ­მოკ­ლედ ცხოვ­რობ­დნენ), ცხა­დია, მათ "ვი­ღაც და­ეხ­მა­რა". ამას­თან, მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია და მშობ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ქვე­ყა­ნას ვერ და­ტო­ვებ­და. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ხე­ო­ბა­ში კვლავ ალა­პა­რაკ­დნენ, რომ პან­კი­სი-სი­რი­ის სა­სიკ­ვდი­ლო მარ­შრუტ­ზე სპეც­სამ­სა­ხუ­რებს­ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და ამით კარ­გა­დაც ხე­ი­რო­ბენ.

ას­მა­თი (სო­ფე­ლი დუ­ი­სი): - ძა­ლი­ან გაგ­ვამ­წა­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ნათ­ქვამ­მა. რას ჰქვია, მე­სა­ზღვრეს ბავ­შვი გა­ე­პა­რა!.. ქის­ტებს სა­ზღვრის გა­და­ლახ­ვი­სას­ სა­ა­თო­ბით გვა­მოწ­მებს ათა­სი ჯუ­რის სამ­სა­ხუ­რი, უკირ­კი­ტე­ბენ ჩვენს სა­ბუ­თებს, ასო­ბით კი­თხვას გვის­ვა­მენ... არა­ვინ არა­ვის ეპა­რე­ბა, ეგ ალ­ბათ მა­გა­თაც აწყობთ. ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, აქ ვინ რას აკე­თებს, მაგ­რამ ჩანს, ხელს უწყო­ბენ. მი­ნის­ტრმა მთელ ხე­ო­ბას დაგ­ვცი­ნა, თით­ქოს ჩვენ ხალ­ხი არ ვი­ყოთ, აბა, თბი­ლის­ში ვინ­მეს ბავ­შვი გა­ეშ­ვა მო­ტყუ­ე­ბით ომში, რა ამ­ბე­ბი ატყდე­ბო­და?!

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "იყო დრო ბავშვებს სპარსელებზე ყიდდნენ, ახლაც ყიდიან"

პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "იყო დრო ბავშვებს სპარსელებზე ყიდდნენ, ახლაც ყიდიან"

2 აპრილს პანკისის ხეობაში ორი გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის ადგილსამყოფელი გახდა ცნობილი. პანკისის ხეობის სოფელ ომალოს სკოლის XI კლასელი რამზან ბაღაკაშვილი (18 წლის) და X კლასელი მუსლიმ კუშტანაშვილი (17 წლის) გაკვეთილების შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულან

პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი

"თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია "ისლამური სახელმწიფოსთვის", ჰქონდეს წვდომა პანკისის ხეობაზე, კავკასიის ამ მნიშვნელოვან წერტილზე, თანაც რუსეთის საზღვრის ახლოს, ძნელი არ არის, მიხვდე, რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით".

ტოფიქ აბასოვი, პოლიტოლოგი

"ვერავინ დათვლის, ამ პატარა ადგილას რამდენი სახელმწიფოს ინტერესი­ იკვეთება. ჩვენ ვიცით, რომ პანკისის ხეობაში "ისლამურ სახელმწიფოს" სამხედრო ბანაკი აქვს, იქიდან გზავნის მეომრებს სირიაში".

ვალიდ აბაზი, გენერალი,

2015 წლის მარტი, ალეპო

"ადრე ხეობაში ბიჭის ყოლა საამაყო იყო, ახლა გვეშინია. არც ერთმა დედამ არ იცის, შინიდან გასულები დაბრუნდებიან, თუ არა. საქართველოში იყო დრო ბავშვებს სპარსელებზე ყიდდნენ, ახლაც ყიდიან. დოლარების გულისთვის სასაკლაოზე უშვებენ".

ასმათი, სოფ. დუისი

"აქედან ბიჭები, როგორც თეა­ტრში, ისე მიდიან საომრად სირიაში".

ზელიმხანი, სოფ. ბირკიანი

2 აპრილს პანკისის ხეობაში ორი გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის ადგილსამყოფელი გახდა ცნობილი.

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს სკოლის XI კლასელი რამზან ბაღაკაშვილი (18 წლის) და X კლასელი მუსლიმ კუშტანაშვილი (17 წლის) გაკვეთილების შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულან. მშობლებმა ბიჭები ჯერ სკოლაში, შემდეგ მეგობრებში მოიკითხეს - მათი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. ბოლოს, მოზარდების გაუჩინარების შესახებ პოლიციასაც აცნობეს. ორი დღის შემდეგ თავად ბიჭებმა შეატყობინეს მშობლებს, თურქეთში ვართო. მიხვდნენ - სირიაში მიდიოდნენ საომრად... უკვე რამდენიმე წელია, პანკისელი ახალგაზრდები საომრად სირიაში მიდიან, მაგრამ მომხდარმა აღაშფოთა ხეობა... ფიქრობენ, რომ ყმაწვილები თავად ვერ გადაწყვეტდნენ წასვლას, მეტიც, თურქეთში გადაფრენაში (ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ), ცხადია, მათ "ვიღაც დაეხმარა". ამასთან, მუსლიმ კუშტანაშვილი არასრულწლოვანია და მშობლის თანხმობის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებდა. ამ ფაქტის შემდეგ ხეობაში კვლავ ალაპარაკდნენ, რომ პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტზე სპეცსამსახურებს­ თავისი ინტერესები აქვთ და ამით კარგადაც ხეირობენ.

ასმათი (სოფელი დუისი): - ძალიან გაგვამწარა შინაგან საქმეთა მინისტრის ნათქვამმა. რას ჰქვია, მესაზღვრეს ბავშვი გაეპარა!.. ქისტებს საზღვრის გადალახვისას­ საათობით გვამოწმებს ათასი ჯურის სამსახური, უკირკიტებენ ჩვენს საბუთებს, ასობით კითხვას გვისვამენ... არავინ არავის ეპარება, ეგ ალბათ მაგათაც აწყობთ. ძალიან კარგად იციან, აქ ვინ რას აკეთებს, მაგრამ ჩანს, ხელს უწყობენ. მინისტრმა მთელ ხეობას დაგვცინა, თითქოს ჩვენ ხალხი არ ვიყოთ, აბა, თბილისში ვინმეს ბავშვი გაეშვა მოტყუებით ომში, რა ამბები ატყდებოდა?!

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია