პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე – მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ ხელი შეუწყო ამპარტავნების აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას
ილია მეორე – მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ ხელი შეუწყო ამპარტავნების აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში ურ­წმუ­ნო­ე­ბის თე­მას ეხე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ურ­წმუ­ნოთ, ად­რეც მით­ქვამს და კვლავ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ­მა წინსვლამ და სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ნაკ­ლებ­მა ზრუნ­ვამ დი­დად შე­უ­წყო ხელი ადა­მი­ან­ში ამ­პარ­ტავ­ნე­ბი­სა აღ­ზე­ვე­ბა­სა და ათე­ის­ტუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, იმ აზ­რის გან­მტკი­ცე­ბას, თით­ქოს მის­თვის სა­ი­დუმ­ლო აღარ არ­სე­ბობს, რომ თვი­თონ შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი მარ­თოს და გა­ნა­გოს. მაგ­რამ უღ­მერ­თო კაც­მა დღემ­დე ვერ იპო­ვა უმ­თავ­რე­სი, - სი­ცო­ცხლის საზ­რი­სი, და ვერც სიკ­ვდი­ლის სა­ი­დუმ­ლო ამოხ­სნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცუდი და კარ­გი, ცოდ­ვა და მად­ლი, მის­თვის ფარ­დო­ბი­თი და პი­რო­ბი­თი ცნე­ბე­ბი გახ­და. ამი­ტო­მაც ასე მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ად­ვი­ლად მი­ვი­და ცოდ­ვის და გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­კა­ნო­ნე­ბამ­დე", - ბრძა­ნებს პატ­რი­არ­ქი სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში.

უწ­მინ­დე­სი ურ­წმუ­ნო­ებს შე­ახ­სე­ნებს, რომ სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წა­მამ­დე რჩე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სი­ნა­ნუ­ლის, მოქ­ცე­ვი­სა და ღმერ­თთან შე­რი­გე­ბი­სა.

"მარ­თლაც, თუ არ არ­სე­ბობს ღმერ­თი, რა თქმა უნდა, არ არ­სე­ბობს არა­ფე­რი მი­უ­ღე­ბე­ლი, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სუ­ლი­ე­რი მი­ზა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც იგი უნდა ის­წრაფ­ვო­დეს, ანუ სი­ცო­ცხლეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ აქვს აზრი. რჩე­ბა მხო­ლოდ წარ­მა­ვა­ლი მი­წი­ე­რი ყოფა და ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ვნე­ბე­ბი, სიმ­დიდ­რი­თა და პა­ტი­ვით მი­ღე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი სი­ა­მოვ­ნე­ბა, რომ­ლის შე­დე­გი სა­სო­წარ­კვე­თა და დეგ­რა­და­ცი­აა, და­სას­რუ­ლი კი, - არა­რა­ო­ბა. თუმ­ცა, უნდა ით­ქვას, რომ ქვეც­ნო­ბი­ე­რად ყვე­ლამ, მორ­წმუ­ნე­მაც და ურ­წმუ­ნო­მაც, - მეტ-ნაკ­ლე­ბად იცის, რომ სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ სი­ცო­ცხლე მა­ინც გრძელ­დე­ბა. ამას იგი გრძნობს იმ წა­რუშ­ლე­ლი ღვთი­უ­რი ნა­პერ­წკა­ლით, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­შია ჩა­დე­ბუ­ლი შე­მომ­ქმე­დი­სა­გან და რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წა­მამ­დე რჩე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სი­ნა­ნუ­ლის, მოქ­ცე­ვი­სა და ღმერ­თთან შე­რი­გე­ბი­სა. გა­ვიხ­სე­ნოთ ავა­ზა­კი, რო­მელ­მაც სუ­ლი­ე­რი ფე­რის­ცვა­ლე­ბა სიკ­ვდი­ლის წინ, ჯვარ­ზე გაკ­რულ­მა, გა­ნი­ცა­და და მა­შინ­ვე ღირ­სი გახ­და, პირ­ვე­ლი შე­სუ­ლი­ყო სა­სუ­ფე­ველ­ში", - აღ­ნიშ­ნავს უწ­მინ­დე­სი.

ილია მე­ო­რის შე­ფა­სე­ბით, ჩვენ ვცხოვ­რობთ რე­ლი­გი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და იდე­ო­ლო­გი­ე­ბის ზე­ო­ბის ეპო­ქა­ში.

"რო­გორც ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი თე­ო­ლო­გი ამ­ბობს, რე­ლი­გი­ა­სა და იდე­ო­ლო­გი­ას შო­რის უდი­დე­სი გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ რე­ლი­გია და რწმე­ნა ყო­ველ­თვის ძალ­ზედ პი­რა­დუ­ლია და ღრმა ში­ნა­გა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა, მა­შინ როცა ნე­ბის­მი­ე­რი იდე­ო­ლო­გია ყო­ველ­გვარ პი­რადს, რო­გორც უსარ­გებ­ლოს, უარ­ყოფს.

ამი­ტო­მაც არის, რომ არც ძვე­ლი და არც რო­მე­ლი­მე თა­ნა­მედ­რო­ვე იდე­ო­ლო­გია, პი­როვ­ნე­ბას არ სცნობს. ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა იესო ქრის­ტემ და­ა­ყე­ნა და იგი გა­ხა­და თა­ვი­სი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი. ამას­თან, მას უდი­დე­სი ნიჭი, - თა­ვი­სუფ­ლე­ბა უბო­ძა და მის­ცა არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დღე­საც ყო­ველ­წუთს აკე­თებს არ­ჩე­ვანს კე­თილ­სა და ბო­როტს, ღმერ­თსა და ეშ­მაკს შო­რის და ეს ჩვე­ნი უფ­ლე­ბაა. ჩვე­ნი ნება ღვთის ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უნდა გახ­დეს, მაგ­რამ, არა იმი­ტომ, რომ ასე ვინ­მემ გვიბ­რძა­ნა, არა­მედ იმი­ტომ, და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს ჩვენს დიდ სურ­ვი­ლად და სწრაფ­ვად უნდა იქ­ცეს; იმი­ტომ, რომ ჩვენ მო­ვინ­დო­მეთ, გავ­ხდით ადა­მი­ა­ნე­ბი, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით", - გან­მარ­ტავს ილია მე­ო­რე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ილია მეორე – მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ ხელი შეუწყო ამპარტავნების აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას

ილია მეორე – მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ ხელი შეუწყო ამპარტავნების აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში ურწმუნოების თემას ეხება.

"რაც შეეხება ურწმუნოთ, ადრეც მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ და სულიერ განვითარებაზე ნაკლებმა ზრუნვამ დიდად შეუწყო ხელი ადამიანში ამპარტავნებისა აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას, იმ აზრის განმტკიცებას, თითქოს მისთვის საიდუმლო აღარ არსებობს, რომ თვითონ შეუძლია ყველაფერი მართოს და განაგოს. მაგრამ უღმერთო კაცმა დღემდე ვერ იპოვა უმთავრესი, - სიცოცხლის საზრისი, და ვერც სიკვდილის საიდუმლო ამოხსნა. აქედან გამომდინარე, ცუდი და კარგი, ცოდვა და მადლი, მისთვის ფარდობითი და პირობითი ცნებები გახდა. ამიტომაც ასე მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მივიდა ცოდვის და გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებამდე", - ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.

უწმინდესი ურწმუნოებს შეახსენებს, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რჩება შესაძლებლობა სინანულის, მოქცევისა და ღმერთთან შერიგებისა.

"მართლაც, თუ არ არსებობს ღმერთი, რა თქმა უნდა, არ არსებობს არაფერი მიუღებელი, არ არსებობს არანაირი სულიერი მიზანი, რომლისკენაც იგი უნდა ისწრაფვოდეს, ანუ სიცოცხლეს, ფაქტობრივად, არ აქვს აზრი. რჩება მხოლოდ წარმავალი მიწიერი ყოფა და ამქვეყნიური ვნებები, სიმდიდრითა და პატივით მიღებული დროებითი სიამოვნება, რომლის შედეგი სასოწარკვეთა და დეგრადაციაა, დასასრული კი, - არარაობა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქვეცნობიერად ყველამ, მორწმუნემაც და ურწმუნომაც, - მეტ-ნაკლებად იცის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინც გრძელდება. ამას იგი გრძნობს იმ წარუშლელი ღვთიური ნაპერწკალით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული შემომქმედისაგან და რომლის საშუალებითაც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რჩება შესაძლებლობა სინანულის, მოქცევისა და ღმერთთან შერიგებისა. გავიხსენოთ ავაზაკი, რომელმაც სულიერი ფერისცვალება სიკვდილის წინ, ჯვარზე გაკრულმა, განიცადა და მაშინვე ღირსი გახდა, პირველი შესულიყო სასუფეველში", - აღნიშნავს უწმინდესი.

ილია მეორის შეფასებით, ჩვენ ვცხოვრობთ რელიგიური აზროვნებისა და იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში.

"როგორც ერთ-ერთი ცნობილი თეოლოგი ამბობს, რელიგიასა და იდეოლოგიას შორის უდიდესი განსხვავება იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს, უარყოფს.

ამიტომაც არის, რომ არც ძველი და არც რომელიმე თანამედროვე იდეოლოგია, პიროვნებას არ სცნობს. ადამიანი ყველაფერზე მაღლა იესო ქრისტემ დააყენა და იგი გახადა თავისი უდიდესი სიყვარულის ობიექტი. ამასთან, მას უდიდესი ნიჭი, - თავისუფლება უბოძა და მისცა არჩევანის საშუალება. თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დღესაც ყოველწუთს აკეთებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს, ღმერთსა და ეშმაკს შორის და ეს ჩვენი უფლებაა. ჩვენი ნება ღვთის ნების შესაბამისი უნდა გახდეს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ასე ვინმემ გვიბრძანა, არამედ იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს დიდ სურვილად და სწრაფვად უნდა იქცეს; იმიტომ, რომ ჩვენ მოვინდომეთ, გავხდით ადამიანები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით", - განმარტავს ილია მეორე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია