მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე სულიერ შვილებს მიმართავს
ილია მეორე სულიერ შვილებს მიმართავს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში სუ­ლი­ერ შვი­ლებს მი­მარ­თავს და მათ აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს ულო­ცავს.

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო: ქარ­თვე­ლე­ბო, აფხა­ზე­ბო, ოსე­ბო, ბერ­ძნე­ბო, რუ­სე­ბო, უდი­ე­ბო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, სო­მეხ­ნო, იე­ზიდ­ნო, ქისტნო, ასი­რი­ელ­ნი, სხვა­ნო ყო­ველ­ნო, ჩვენ ხა­ტად და მსგავ­სად ღვთი­სა ვართ შექ­მნილ­ნი და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სულ­შია ის ღვთა­ებ­რი­ვი ნა­პერ­წკა­ლი, რო­მე­ლიც დღეს ღა­ღა­დებს, - ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა ქრის­ტე! მარ­თლაც, ყვე­ლას­თვის აღ­დგა ქრის­ტე, ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია შეც­ვლა და ფე­რის­ცვა­ლე­ბა, რად­გან, რო­გორც წმ. ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლი ბრძა­ნებს, ადა­მი­ა­ნის სული ბუ­ნე­ბით ქრის­ტი­ა­ნია", - მი­მარ­თავს უწ­მინ­დე­სი მრევლს სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში.

ამას­თან, პატ­რი­არ­ქი სუ­ლი­ერ შვი­ლებს მო­უ­წო­დებს, მად­ლობ­დნენ უფალს.

"მაშ, ვმად­ლობ­დეთ უფალს, რო­მე­ლიც სი­ხა­რუ­ლით შეგ­ვი­ძღვა თა­ვი­სი აღ­დგო­მის ნავთსა­ყუ­დელ­ში, ვმად­ლობ­დეთ ყო­ველ­ნი, რო­მელ­თაც კე­თი­ლად განვვლეთ სარ­ბი­ე­ლი მარ­ხვი­სა; ვმად­ლობ­დეთ ისი­ნიც, რო­მელ­ნიც უძ­ლურ ვიქ­მე­ნით ამ­გვა­რი ღვაწ­ლი­სა" (სვი­მე­ონ ახა­ლი ღვთის­მე­ტყვე­ლი). ამი­ე­რი­დან ნუ­ღა­რა­ვინ სძრწის და ეში­ნის, ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლი და მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლე და­უბ­რუნ­და კა­ცობ­რი­ო­ბას; იხა­რებს ადა­მის მოდ­გმა და მთე­ლი სამ­ყა­რო!", - აღ­ნიშ­ნავს პატ­რი­არ­ქი.

ილია მეორე სულიერ შვილებს მიმართავს

ილია მეორე სულიერ შვილებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში სულიერ შვილებს მიმართავს და მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

"ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, იეზიდნო, ქისტნო, ასირიელნი, სხვანო ყოველნო, ჩვენ ხატად და მსგავსად ღვთისა ვართ შექმნილნი და თითოეული ჩვენგანის სულშია ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც დღეს ღაღადებს, - ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე! მართლაც, ყველასთვის აღდგა ქრისტე, ყველა ადამიანს შეუძლია შეცვლა და ფერისცვალება, რადგან, როგორც წმ. ირინეოს ლიონელი ბრძანებს, ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია", - მიმართავს უწმინდესი მრევლს სააღდგომო ეპისტოლეში.

ამასთან, პატრიარქი სულიერ შვილებს მოუწოდებს, მადლობდნენ უფალს.

"მაშ, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც სიხარულით შეგვიძღვა თავისი აღდგომის ნავთსაყუდელში, ვმადლობდეთ ყოველნი, რომელთაც კეთილად განვვლეთ სარბიელი მარხვისა; ვმადლობდეთ ისინიც, რომელნიც უძლურ ვიქმენით ამგვარი ღვაწლისა" (სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი). ამიერიდან ნუღარავინ სძრწის და ეშინის, ჭეშმარიტი სიყვარული და მარადიული სიცოცხლე დაუბრუნდა კაცობრიობას; იხარებს ადამის მოდგმა და მთელი სამყარო!", - აღნიშნავს პატრიარქი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია