სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე – მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა
ილია მეორე – მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მრევლს შე­ახ­სე­ნებს, რომ სი­ტყვას უდი­დე­სი ძალა აქვს და მის წარ­მოთ­ქვამ­დე სიფრ­თხი­ლე და დაკ­ვირ­ვე­ბაა სა­ჭი­რო.

რო­გორც უწ­მინ­დე­სი სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში გან­მარ­ტავს, გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი სი­ტყვა შე­საძ­ლოა, მკვლე­ლო­ბის ან თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

"მინ­და ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო ცოდ­ვი­სად­მი ნელ-თბი­ლი ადა­მი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კი­დევ რამ­დე­ნი­მე გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე: ვი­ღა­ცას ჰგო­ნია, რომ როცა სხვას შე­უ­რა­ცხჰყოფს, ან ცილს დას­წა­მებს, უმი­ზე­ზოდ გა­ნუ­რის­ხდე­ბა, ან ბილ­წსი­ტყვა­ო­ბით აჯო­ბებს, ეს დიდი ცოდ­ვა არ არის, - მწა­რედ ცდე­ბი­ან. თუ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მკვლე­ლო­ბე­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი არის ვი­ღა­ცის გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი სი­ტყვა. ხში­რად ოჯა­ხე­ბიც შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ინ­გრე­ვა; უხე­ში სი­ტყვის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, მა­ს­მე­დი­ა­ში. . . სი­ტყვა უდი­დე­სი ძა­ლაა. ღმერ­თი არის სი­ტყვა; ავი სი­ტყვა კი, - ეშ­მა­კი­სე­უ­ლია. თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი ნათ­ქვა­მი ბუ­მე­რან­გი­ვით დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ მა­ცხოვ­რის და­რი­გე­ბას: "მე გე­უბ­ნე­ბით თქვენ: ვინც უმი­ზე­ზოდ ურის­ხდე­ბა თა­ვის ძმას (ანუ მოყ­ვასს), სა­მარ­თალ­ში უნდა მი­ე­ცეს, ხოლო ვინც ეტყვის თა­ვის ძმას: რაკა (უგუ­ნუ­რო), სი­ნედ­რი­ო­ნის (სამ­სჯავ­როს) უნდა წა­რუდ­გეს; და ვინც ეტყვის თა­ვის ძმას: შლე­გო (ცოფო, უსინ­დი­სო), ცე­ცხლის გე­ე­ნი­ა­ში უნდა ჩა­ვარ­დეს (მათე. 5,22). ია­კობ მო­ცი­ქუ­ლი კი გვაფრ­თხი­ლებს: "პა­ტა­რა ცე­ცხლი რამ­ხე­ლა ტყეს ჰბუ­გავს, ენაც ცე­ცხლია, სიც­რუ­ის სამ­კა­უ­ლი. ენას ისე­თი ად­გი­ლი უჭი­რავს ჩვენს ასო­თა შო­რის, ბილ­წავს მთელ სხე­ულს და ცე­ცხლად აქ­ცევს სი­ცო­ცხლის ჩარხს." (ია­კობ.3, 5-6) ამი­ტო­მაც მე­ტყვე­ლე­ბი­სას ყვე­ლას დიდი სიფრ­თხი­ლე და დაკ­ვირ­ვე­ბა გვმარ­თებს", - აღ­ნიშ­ნავს უწ­მინ­დე­სი სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ილია მეორე – მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა

ილია მეორე – მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და მის წარმოთქვამდე სიფრთხილე და დაკვირვებაა საჭირო.

როგორც უწმინდესი სააღდგომო ეპისტოლეში განმარტავს, გაბოროტებული სიტყვა შესაძლოა, მკვლელობის ან თვითმკვლელობის მიზეზი გახდეს.

"მინდა ყურადღება გავამახვილო ცოდვისადმი ნელ-თბილი ადამიანის დამოკიდებულების კიდევ რამდენიმე გამოვლინებაზე: ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის, - მწარედ ცდებიან. თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა. ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა; უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში. . . სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა; ავი სიტყვა კი, - ეშმაკისეულია. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. შეგახსენებთ მაცხოვრის დარიგებას: ,,მე გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას (ანუ მოყვასს), სამართალში უნდა მიეცეს, ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა (უგუნურო), სინედრიონის (სამსჯავროს) უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო (ცოფო, უსინდისო), ცეცხლის გეენიაში უნდა ჩავარდეს (მათე. 5,22). იაკობ მოციქული კი გვაფრთხილებს: ,,პატარა ცეცხლი რამხელა ტყეს ჰბუგავს, ენაც ცეცხლია, სიცრუის სამკაული. ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოთა შორის, ბილწავს მთელ სხეულს და ცეცხლად აქცევს სიცოცხლის ჩარხს." (იაკობ.3, 5-6) ამიტომაც მეტყველებისას ყველას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს", - აღნიშნავს უწმინდესი სააღდგომო ეპისტოლეში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია