სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც
პატრიარქი - არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მშობ­ლებს ურ­ჩევს, შვი­ლებს შრო­მა ბავ­შვო­ბი­დან­ვე შე­აყ­ვა­რონ. ამ თე­მა­ზე უწ­მინ­დე­სი სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში სა­უბ­რობს და მი­იჩ­ნევს, რომ დღეს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი შრო­მას გა­და­ეჩ­ვია.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი შრო­მას გა­და­ეჩ­ვია. არა­და, შრო­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე გო­ნებ­რი­ვი და სუ­ლი­ე­რი. მშობ­ლებ­მა ბავ­შვო­ბი­დან­ვე უნდა შე­აყ­ვა­რონ შვი­ლებს ეს საქ­მე. ამას­თან, უნდა აღ­ზარ­დონ ისე, რომ ღვთის სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად სამ­შობ­ლოს და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი ას­წავ­ლონ. ას­წავ­ლონ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბა", - ბრძა­ნებს უწ­მინ­დე­სი.

ამას­თან, პატ­რი­არ­ქის გან­მარ­ტე­ბით, ქვე­ყა­ნა დიდი იმე­დით უყუ­რებს ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლიც ხში­რად სე­რი­ო­ზულ შეც­დო­მებს უშ­ვებს.

"ჩვენ დიდი იმე­დით ვუ­ყუ­რებთ ახალ­გაზ­რდებს; მარ­თა­ლია, მრა­ვა­ლი მათ­გა­ნი სე­რი­ო­ზულ შეც­დო­მებს უშ­ვებს, ემო­ნე­ბა რა ნარ­კო­მა­ნი­ას, ლო­თო­ბას, გარ­ყვნი­ლე­ბას, მაგ­რამ გვჯე­რა, ღვთის მად­ლით, ისი­ნი შე­იც­ნო­ბენ ამ ცოდ­ვა­თა დამ­ღუპ­ვე­ლო­ბას და ღმერ­თს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან; მიხ­ვდე­ბი­ან, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ჯვა­რი იმი­ტომ მოგ­ვე­ცა, რომ იგი რწმე­ნი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ღირ­სე­უ­ლად ვა­ტა­როთ და ჩვე­ნი ჯვარ­ცმა, - გან­საც­დე­ლე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი, - ჩვენს აღ­დგო­მად და ამაღ­ლე­ბად გა­და­ვაქ­ცი­ოთ", - აღ­ნიშ­ნავს პატ­რი­არ­ქი.

ილია მე­ო­რის აზ­რით, არას­წორ­მა ცხოვ­რე­ბის წეს­მა და­არ­ღვია ტრა­დი­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც.

"მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი სუფ­რა ყო­ველ­თვის იყო სამ­შობ­ლოს, მე­გობ­რო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, თა­ნად­გო­მის, ვაჟ­კა­ცო­ბის სა­დი­დე­ბე­ლი, ჭი­რის სუფ­რა კი, - გარ­დაც­ვლილ­თა მო­სა­გო­ნა­რი და შე­სან­დო­ბა­რი. რო­გორც ერთი, ისე მე­ო­რე სე­რო­ბა იწყე­ბო­და და მთავ­რდე­ბო­და ღვთის დი­დე­ბით. ახლა კი, ასე­თი შეკ­რე­ბე­ბი ხში­რად და­უს­რუ­ლე­ბელ ქე­ი­ფად და ღრე­ო­ბად იქცა, სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი კი, - ფა­რი­სევ­ლურ ქება-დი­დე­ბად, რაც უნდა გა­მოს­წორ­დეს. რაკი ღვი­ნი­სა და, სა­ერ­თოდ, პუ­რო­ბის სა­კითხს შე­ვე­ხეთ, აღ­ვნიშ­ნავთ იმა­საც, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა და მე­ხორ­ბლე­ო­ბა ჩვე­ნი ყო­ფის გან­მსა­ზღვრელ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენ­და. ქარ­თვე­ლი კაცი მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­საც დებ­და და ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს აღ­სას­რუ­ლე­ბელ შე­სა­წი­რად აღიქ­ვამ­და. ამი­ტო­მაც ამ კულ­ტუ­რებ­ზე ზრუნ­ვა სა­უფ­ლო საქ­მედ მი­იჩ­ნე­ო­და. ათე­ის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, - უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ხორ­ბლის და სა­ვე­ნა­ხე ზოგი ჯიში მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და და მათი ად­გი­ლი ჰიბ­რი­დულ­მა, ნაკ­ლე­ბად შრო­მა­ტე­ვად­მა ჯი­შებ­მა და­ი­კა­ვა. ამას და­ე­მა­ტა ღვი­ნის შაქ­რით ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა, რაც ადრე ყოვ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო. ასე შე­ი­ლა­ხა და გა­უბ­რა­ლოვ­და საკ­რა­ლუ­რი დატ­ვირ­თვის მქო­ნე ვე­ნა­ხი­სა და ხორ­ბლის მნიშ­ვნე­ლო­ბა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღეს მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სო­ბი­სა­კენ იც­ვლე­ბა და ამა­ში გუ­ლან­თე­ბუ­ლი უან­გა­რო ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ღვაწ­ლია ჩა­დე­ბუ­ლი", - გან­მარ­ტავს უწ­მინ­დე­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პატრიარქი - არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც

პატრიარქი - არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მშობლებს ურჩევს, შვილებს შრომა ბავშვობიდანვე შეაყვარონ. ამ თემაზე უწმინდესი სააღდგომო ეპისტოლეში საუბრობს და მიიჩნევს, რომ დღეს მოსახლეობის ნაწილი შრომას გადაეჩვია.

"შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია. არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი. მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება", - ბრძანებს უწმინდესი.

ამასთან, პატრიარქის განმარტებით, ქვეყანა დიდი იმედით უყურებს ახალგაზრდებს, რომელთა დიდი ნაწილიც ხშირად სერიოზულ შეცდომებს უშვებს.

"ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ემონება რა ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას, მაგრამ გვჯერა, ღვთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან; მიხვდებიან, ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, - განსაცდელები და პრობლემები, - ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ", - აღნიშნავს პატრიარქი.

ილია მეორის აზრით, არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც.

"მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, - გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი. როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, - ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს. რაკი ღვინისა და, საერთოდ, პურობის საკითხს შევეხეთ, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც დებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვა საუფლო საქმედ მიიჩნეოდა. ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, - უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე ზოგი ჯიში მთლიანად განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა. მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება და ამაში გულანთებული უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული", - განმარტავს უწმინდესი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია