მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი მრევლს სიყვარულისა და სინანულისკენ მოუწოდებს
პატრიარქი მრევლს სიყვარულისა და სინანულისკენ მოუწოდებს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მრევლს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და და­ნა­შა­ულ­თა სი­ნა­ნუ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

პატ­რი­არ­ქი მრევლს ურ­ჩევს, პირ­ველ რიგ­ში ღმერ­თი შე­იყ­ვა­როს, სი­ნა­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი ამ­ბობს რომ თუ ცოდ­ვის ბო­ლომ­დე აღი­ა­რე­ბა არ მოხ­და ან შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი სა­ხით ამ­ბობს ცოდ­ვი­ლი სათ­ქმელს, ამით ხელს უშ­ლის სა­კუ­თარ გან­წმენ­დას.

"მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი ჩვენ­თვის უნდა იყოს მა­ცხო­ვა­რი, რომ­ლის მი­ე­რაც გან­გვე­ცხა­და ადა­მი­ა­ნის სი­დი­ა­დე; უნდა ვი­ცო­დეთ ისიც, რომ შეგ­ვიძ­ლია, ზი­ა­რე­ბის მად­ლით, ძა­ლი­სა­მებრ ჩვე­ნი­სა და­ვი­ტი­ოთ იგი და შე­ვუ­ერ­თდეთ მას, რათა გან­ვიღმრთოთ და მი­ვაღ­წი­ოთ იმ სის­რუ­ლეს, რის­თვი­საც ვართ მო­წო­დე­ბულ­ნი. თუმ­ცა, ეს შე­ერ­თე­ბა ვერ შედ­გე­ბა, თუ არ მოხ­და პი­როვ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა მა­ცხო­ვარ­თან, - შეხ­ვედ­რა ცო­ცხალ ღმერ­თთან! ეს არის ყვე­ლა­ზე დი­დე­ბუ­ლი ჟამი ადა­მი­ა­ნის ამ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში; ეს არის ჭეშ­მა­რიტ სიყ­ვა­რულ­თან დაბ­რუ­ნე­ბის და მი­სით აღვსე­ბის სა­ო­ცა­რი გან­ცდა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად გარ­დაქ­მნის ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­როს და მად­ლით აღავ­სებს სულს; არის მად­ლი მომ­ხმო­ბი, მომ­წო­დე­ბე­ლი, რო­მე­ლიც კაცს გა­ნაც­დე­ვი­ნებს სა­სუ­ფევ­ლის ნე­ტა­რე­ბას და სი­ნა­ნუ­ლის­თვის გა­ნა­წყობს. მერე კი იწყე­ბა გა­მოც­დის ჟამი, ანუ ის ეტა­პი, რო­დე­საც შენ შენი შრო­მით, სი­ნა­ნუ­ლი­თა და ჭირ­თა დათ­მე­ნით უნდა აა­ღორ­ძი­ნო და გა­ნამ­რავ­ლო იგი.

ღმერ­თი ყველ­გან სუ­ფევს, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­აა სუ­ლი­ე­რი სხე­უ­ლი მისი, სა­დაც საღვთო სი­დი­ა­დე სრუ­ლად ვლინ­დე­ბა კაც­თა წი­ნა­შე. ეს არის ის სივ­რცე, სა­დაც აღეს­რუ­ლე­ბა საღვთო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, სა­დაც ყო­ველ წირ­ვა­ზე უხი­ლა­ვად მყო­ფობს უფა­ლი და წმინ­და ზი­ა­რე­ბით მას­თან შე­ერ­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. მაგ­რამ ღმერ­თთან კავ­ში­რი ორ­მხრი­ვი მოვ­ლე­ნაა, შენ ვერ ჰპო­ვებ უფალს, თუ არ შე­ი­ცა­ნი იგი, თუ არ აღივ­სე ღვთის­მსგავ­სი უშურ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით. ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი ადა­მი­ანს აქვს და იგი ვლინ­დე­ბა მა­გა­ლი­თად შვი­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის, მე­უღ­ლის, დედ-მა­მიშ­ვი­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბი­სად­მი უსა­ზღვრო სიყ­ვა­რულ­სა და, სა­ჭი­რო შემ­თხვე­ვა­ში, თავ­გან­წირ­ვა­შიც. ამ­გვა­რი სიყ­ვა­რუ­ლით, პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­ვიყ­ვა­როთ იესო ქრის­ტე, რომ­ლის­გა­ნაც მოგ­ვე­ცა ყვე­ლა­ფე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი. ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ მას­ზე წინ არ უნდა და­ვა­ყე­ნოთ არა­ვინ და არა­ფე­რი. ეს არის ყოვ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნი­სა; წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დიდი შეც­დო­მე­ბი­სა და არას­წო­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა­გან არა­ფე­რი დაგ­ვი­ცავს", - ბრძა­ნებს პატ­რი­არ­ქი სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში.

უწ­მინ­დე­სის თქმით, ვი­საც ამ­გვა­რი გან­ცდა და ცო­ცხა­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა არ აქვს, მის­თვის სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა, უფ­ლის სწავ­ლა­ნი და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი გა­უბ­რა­ლო­ე­ბუ­ლია, მხო­ლოდ რი­ტუ­ა­ლი და სიღ­რმი­სე­ულ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბია.

"ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც მრევ­ლის წევ­რი, ისე სა­სუ­ლი­ე­რო პირი. ამ­გვა­რი ადა­მი­ა­ნის აღ­სა­რე­ბა და სი­ნა­ნუ­ლი არა­გულ­წრფე­ლია, შე­დე­გი - უღირ­სი ზი­ა­რე­ბა და სუ­ლის გა­უ­ხე­შე­ბა. ეს არის ნელ-თბი­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, რო­მე­ლიც მე­ტად სა­ში­შია და მი­უ­ღე­ბე­ლი ღვთის­თვის. სი­ნა­ნულს ბერ­ძნუ­ლად "მე­ტა­ნია" ქვია, რაც სი­ტყვა-სი­ტყვით თარ­გმან­ში *გო­ნე­ბის შეც­ვლას" ნიშ­ნავს. აი, ეს უნდა მოხ­დეს ჩვენ­ში! მაგ­რამ ამას ვერ მი­ვაღ­წევთ, თუ მუდ­მი­ვად არ ვაკ­ვირ­დე­ბით სა­კუ­თარ თავს, თუ აღ­სა­რე­ბი­დან აღ­სა­რე­ბამ­დე ჩვენ­ში უკე­თე­სო­ბი­სა­კენ მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბა მა­ინც არ ხდე­ბა, თუ ცოდ­ვას არ ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით და არ ვებ­რძვით. ეშ­მა­კის გავ­ლე­ნით ზო­გი­ერ­თი, პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის ან სირ­ცხვი­ლის გამო, ბო­ლომ­დე არ აღი­ა­რებს ცოდ­ვას, ან შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი სა­ხით ამ­ბობს სათ­ქმელს და ამით ხელს უშ­ლის სა­კუ­თარ გან­წმენ­დას. ამ დროს პი­რი­ქი­თაა, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნის გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირს მის­და­მი თა­ნალ­მო­ბით გა­ნა­წყობს და სწო­რი რჩე­ვის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს; ადა­მი­ანს კი უფა­ლი წყა­ლო­ბას მა­შინ­ვე ანი­ჭებს", - გა­ნარ­ტავს პატ­რი­არ­ქი.

მი­სი­ვე აზ­რით, დიდ პრობ­ლე­მას ქმნის ორი­ენ­ტი­რე­ბის აღ­რე­ვაც, - რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბას მიზ­ნად მი­იჩ­ნევს, მი­ზანს კი, - სა­შუ­ა­ლე­ბად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

პატრიარქი მრევლს სიყვარულისა და სინანულისკენ მოუწოდებს

პატრიარქი მრევლს სიყვარულისა და სინანულისკენ მოუწოდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს სიყვარულისა და დანაშაულთა სინანულისკენ მოუწოდებს.

პატრიარქი მრევლს ურჩევს, პირველ რიგში ღმერთი შეიყვაროს, სინანულთან დაკავშირებით კი ამბობს რომ თუ ცოდვის ბოლომდე აღიარება არ მოხდა ან შელამაზებული სახით ამბობს ცოდვილი სათქმელს, ამით ხელს უშლის საკუთარ განწმენდას.

"მთავარი ორიენტირი ჩვენთვის უნდა იყოს მაცხოვარი, რომლის მიერაც განგვეცხადა ადამიანის სიდიადე; უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ შეგვიძლია, ზიარების მადლით, ძალისამებრ ჩვენისა დავიტიოთ იგი და შევუერთდეთ მას, რათა განვიღმრთოთ და მივაღწიოთ იმ სისრულეს, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი. თუმცა, ეს შეერთება ვერ შედგება, თუ არ მოხდა პიროვნული შეხვედრა მაცხოვართან, - შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან! ეს არის ყველაზე დიდებული ჟამი ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაში; ეს არის ჭეშმარიტ სიყვარულთან დაბრუნების და მისით აღვსების საოცარი განცდა, რომელიც სრულიად გარდაქმნის ჩვენს შინაგან სამყაროს და მადლით აღავსებს სულს; არის მადლი მომხმობი, მომწოდებელი, რომელიც კაცს განაცდევინებს სასუფევლის ნეტარებას და სინანულისთვის განაწყობს. მერე კი იწყება გამოცდის ჟამი, ანუ ის ეტაპი, როდესაც შენ შენი შრომით, სინანულითა და ჭირთა დათმენით უნდა ააღორძინო და განამრავლო იგი.

ღმერთი ყველგან სუფევს, მაგრამ ეკლესიაა სულიერი სხეული მისი, სადაც საღვთო სიდიადე სრულად ვლინდება კაცთა წინაშე. ეს არის ის სივრცე, სადაც აღესრულება საღვთო საიდუმლოებები, სადაც ყოველ წირვაზე უხილავად მყოფობს უფალი და წმინდა ზიარებით მასთან შეერთების საშუალებას გვაძლევს. მაგრამ ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა, შენ ვერ ჰპოვებ უფალს, თუ არ შეიცანი იგი, თუ არ აღივსე ღვთისმსგავსი უშურველი სიყვარულით. ასეთი სიყვარულის უნარი ადამიანს აქვს და იგი ვლინდება მაგალითად შვილების, მშობლების, მეუღლის, დედ-მამიშვილების, მეგობრებისა და ახლობლებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და, საჭირო შემთხვევაში, თავგანწირვაშიც. ამგვარი სიყვარულით, პირველ რიგში, უნდა შევიყვაროთ იესო ქრისტე, რომლისგანაც მოგვეცა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მასზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავინ და არაფერი. ეს არის ყოვლად აუცილებელი პირობა ჩვენი გადარჩენისა; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შეცდომებისა და არასწორი აზროვნებისაგან არაფერი დაგვიცავს", - ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.

უწმინდესის თქმით, ვისაც ამგვარი განცდა და ცოცხალი სარწმუნოება არ აქვს, მისთვის საეკლესიო მსახურება, უფლის სწავლანი და საიდუმლოებები გაუბრალოებულია, მხოლოდ რიტუალი და სიღრმისეულ აზრს მოკლებული სიტყვებია.

"ამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს როგორც მრევლის წევრი, ისე სასულიერო პირი. ამგვარი ადამიანის აღსარება და სინანული არაგულწრფელია, შედეგი - უღირსი ზიარება და სულის გაუხეშება. ეს არის ნელ-თბილი სარწმუნოება, რომელიც მეტად საშიშია და მიუღებელი ღვთისთვის. სინანულს ბერძნულად ,,მეტანია" ქვია, რაც სიტყვა-სიტყვით თარგმანში *გონების შეცვლას" ნიშნავს. აი, ეს უნდა მოხდეს ჩვენში! მაგრამ ამას ვერ მივაღწევთ, თუ მუდმივად არ ვაკვირდებით საკუთარ თავს, თუ აღსარებიდან აღსარებამდე ჩვენში უკეთესობისაკენ მცირედი ცვლილება მაინც არ ხდება, თუ ცოდვას არ ვუპირისპირდებით და არ ვებრძვით. ეშმაკის გავლენით ზოგიერთი, პატივმოყვარეობის ან სირცხვილის გამო, ბოლომდე არ აღიარებს ცოდვას, ან შელამაზებული სახით ამბობს სათქმელს და ამით ხელს უშლის საკუთარ განწმენდას. ამ დროს პირიქითაა, მძიმე დანაშაულის ჩამდენის გულწრფელი სინანული სასულიერო პირს მისდამი თანალმობით განაწყობს და სწორი რჩევის მიცემის საშუალებას აძლევს; ადამიანს კი უფალი წყალობას მაშინვე ანიჭებს", - განარტავს პატრიარქი.

მისივე აზრით, დიდ პრობლემას ქმნის ორიენტირების აღრევაც, - როდესაც ზოგიერთი საშუალებას მიზნად მიიჩნევს, მიზანს კი, - საშუალებად.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია