კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი
ილია მეორე - გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი

ზო­გი­ერთს სიკ­ვდი­ლი­სად­მი აქვს ერ­თგვა­რი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ზოგს კი – ავად­მყო­ფუ­რი შიში, - ამ სა­კი­თხზე უწ­მინ­დე­სის და უნე­ტა­რე­სი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II-ს სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში სა­უბ­რობს.

უწ­მინ­დე­სი მრევლს შე­ახ­სე­ნებს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გვე­ლის და ყო­ვე­ლი დღე უნდა გა­ვა­ტა­როთ ისე, რო­გორც - უკა­ნას­კნე­ლი.

"რო­გორც პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს, ცო­ტას თუ ვინ­მეს შე­უძ­ლია სი­ცო­ცხლის გა­წირ­ვა მარ­თალ­თათ­ვის, ქრის­ტემ კი თავი დადო ჩვენ­თვის, რო­მელ­ნიც ვი­ყა­ვით უცხო­ნი, მტრე­ბი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი მის­თვის (შდრ. რომ. 5; 6-8).

- და რა­ტომ ვი­ყა­ვით მტრე­ბი და უცხო­ნი?

ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლი არს და ამ გრნო­ბით შექ­მნა და გან­მსჭვა­ლა მან მთე­ლი ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი სამ­ყა­რო.

ღვთა­ებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი ვლინ­დე­ბა სხვის­თვის მსა­ხუ­რე­ბა­ში, სი­კე­თე­ში, სი­მარ­თლე­ში, მშვი­დო­ბა­ში, სიწ­მინ­დე­ში, მო­წყა­ლე­ბა­ში, სი­ხა­რულ­ში…ასე­თი მად­ლით იყო მო­ცუ­ლი ცოდ­ვით და­ცე­მამ­დე მთე­ლი კოს­მო­სი, დე­და­მი­წა და მკვიდ­რნი მას შინა.

რო­დე­საც გვე­ლის ცდუ­ნე­ბით ადამ­მა და ევამ ღვთის მცნე­ბა და­არ­ღვი­ეს, ამით შე­მომ­ქმედ­ზე და მისი მცნე­ბე­ბით ცხოვ­რე­ბა­ზე თქვეს უარი. უარი თქვეს იმ სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მე­ლიც სხვის­თვის გას­ცემს ყვე­ლა­ფერს და არ ეძებს თა­ვი­სას; მადლდა­კარ­გუ­ლებს ამ­პარ­ტავ­ნე­ბის ვნე­ბა და­ე­უფ­ლათ, ეგო­ის­ტუ­რი აზ­რე­ბი და თა­ვის თავ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გა­უჩ­ნდათ.

ადა­მის მთე­ლი მოდ­გმა ამ სე­ნით და­ა­ვად­და და საღვთო დი­დე­ბი­სათ­ვის გან­მზა­დე­ბულ­მა თავი წარ­წყმე­დის­თვის გა­წი­რა. ამი­ტო­მაც ვი­ყა­ვით გან­შო­რე­ბუ­ლი ღვთის­გან.

- რო­გორ გვიხ­სნა ქრის­ტემ და რას ვზე­ი­მობთ მისი აღ­დგო­მით? ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის სული, ადა­მის ცოდ­ვის გამო, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჯო­ჯო­ხეთს იმ­კვიდ­რებ­და.

მამა ღმერ­თმა ჩვენს გა­მო­სახ­სნე­ლად მო­ავ­ლი­ნა თვი­სი მხო­ლოდ­შო­ბი­ლი ძე, რო­მელ­მაც მი­ი­ღო სრუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა და თა­ვის ჰი­პოს­ტას­ში გა­ნუ­ყოფ­ლად და შე­უ­რევ­ლად შე­უ­ერ­თა საღვთო ბუ­ნე­ბას, რი­თაც გა­ნაღ­მრთო კა­ცე­ბა.

იესო ქრის­ტემ ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, მსხვერ­პლშე­წი­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლით ბო­რო­ტე­ბის საკრველ­ნი და­ამ­სხვრია, და­ამ­ხო ეშ­მა­კის მე­უ­ფე­ბა, მარ­თალ­თა სუ­ლე­ბი გა­მო­იხ­სნა და კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის ზე­ცის კა­რიბ­ჭე­ნი გა­ნახვნა.

დიახ, ამი­ე­რი­დან მარ­თალ­თათ­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იქცა არა წარ­წყმე­დის, არა­მედ ცხო­ნე­ბის, სი­ხა­რუ­ლი­სა და მა­რა­დი­ულ ნე­ტა­რე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად.

ამი­ტო­მაც წე­რია ფსალ­მუნ­ში: "პა­ტი­ო­სან არს წი­ნა­შე უფ­ლი­სა სიკ­ვდი­ლი წმინ­და­თა მის­თა~, ამი­ტო­მაც აღ­ნიშ­ნავს ეკ­ლე­სია წმინ­დან­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს ზე­ი­მით", - ბრძა­ნებს უწ­მინ­დე­სი.

ილია მე­ო­რის თქმით, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც რწმე­ნი­თა და სი­ნა­ნუ­ლით აღეს­რუ­ლე­ბა, უფ­ლის მად­ლი­თა და მო­წყა­ლე­ბით, წმინ­და­თა შო­რის და­ემ­კვიდ­რე­ბა (რა თქმა უნდა, თა­ვი­სი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ღვაწ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა სა­ვა­ნე­ში).

"ამი­ტო­მაც მო­ძღვა­რი წე­სის აგე­ბის ლოც­ვა­ში ასე ავედ­რებს უფალს გარ­დაც­ვლილს: "წმი­და­თა თანა გა­ნუს­ვე­ნე, ქრის­ტე, მო­ნა­სა (ან მხე­ვალ­სა) შენ­სა..."

სწო­რედ ეს აღ­თქმა, წმინ­და­თა შო­რის მა­რა­დი­უ­ლი თა­ნამ­ყო­ფო­ბი­სა, არის აღ­დგო­მის ზე­ი­მის არსი, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის იმე­დი­სა და სი­ხა­რუ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი.

წმინ­და გრი­გოლ ღვთის­მე­ტყვე­ლი წერს: უფ­ლის ჯვარ­ცმი­სას იხი­ლეს მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი: დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი და ხე­ლახ­ლა გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი მზე, გან­პო­ბი­ლი კრეტ­საბ­მე­ლი, მა­ცხოვ­რის გვერ­დი­დან გად­მოღ­ვრი­ლი სის­ხლი და წყა­ლი, მი­წისძვრა, საფ­ლავ­თა­გან მკვდარ­თა აღ­მოს­ვლა, სას­წა­უ­ლი უფ­ლის საფ­ლა­ვად და­დე­ბის ჟამს... მაგ­რამ ვერ­ცერ­თი მათ­გა­ნი ვერ შე­ედ­რე­ბა ჩემი ცხო­ნე­ბის სას­წა­ულს!

ხოლო ვი­საც ეს არა აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, ფუ­ჭია მისი სარ­წმუ­ნო­ე­ბა. აი, რო­გორ გვაფრ­თხი­ლებს მო­ცი­ქუ­ლი: "თუ მხო­ლოდ ამ ცხოვ­რე­ბა­ში ვართ ქრის­ტეს მო­სავ­ნი, კაც­თა შო­რის უსა­წყა­ლო­ბეს­ნი ვართ". . . ხოლო თუ ქრის­ტე არ აღ­მდგა­რა, ამა­ოა ჩვე­ნი ქმე­დე­ბა და ამა­ოა თქვე­ნი რწმე­ნა" (I.კორ.15,14,19).

- თუ სიკ­ვდი­ლი გან­ქარ­და, რა­ტომ­ღა კვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­ტომ დარ­ჩა გარ­დაც­ვა­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ მოვ­ლე­ნად?

სა­მო­თხე­ში ადამს და ევას სხვაგ­ვა­რი სხე­უ­ლი ქონ­დათ, შემ­დეგ კი ხრწნა­დო­ბა შე­ი­მო­სეს და მოკ­ვდავ­ნი გახ­დნენ. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ამ მოკ­ვდა­ვი სხე­უ­ლი­სა და უკ­ვდა­ვი სუ­ლის ერ­თო­ბას წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­თა გან­ცალ­კე­ვე­ბაც სიკ­ვდი­ლის­თა­ნა­ვე ხდე­ბა.

მარ­თალ­თა სუ­ლე­ბი ქრის­ტეს აღ­დგო­მის შემ­დეგ უფ­ლის წი­აღს იმ­კვიდ­რე­ბენ, ცოდ­ვით დამ­ძი­მე­ბულ­თა კი, - კვლავ ბნე­ლე­თის ან­გე­ლოზ­თა დასს უერ­თდე­ბი­ან. სხე­უ­ლი კი იხ­რწნე­ბა და უერ­თდე­ბა მი­წას, რომ­ლის­გა­ნაც შე­იქ­მნა. რო­გორც მარ­ცვა­ლი ხნულ­ში ითე­სე­ბა და იხ­რწნე­ბა, რათა აღ­დგეს უხრწნე­ლე­ბით, ასე­ვე *ითე­სე­ბა სხე­უ­ლი მშვინ­ვი­ე­რი და აღ­დგე­ბა სხე­უ­ლი სუ­ლი­ე­რი, ითე­სე­ბა დამ­ცი­რე­ბა­ში და აღ­დგე­ბა დი­დე­ბა­ში"I-კორ. 15. 44, 45).

ეს მოხ­დე­ბა მე­ო­რედ მოს­ვლის ჟამს. ყო­ვე­ლი გარ­დაც­ვლი­ლის სული (ცოდ­ვილ­თა თუ მარ­თალ­თა) შე­ი­ერ­თებს თა­ვის უხრწნელ სხე­ულს.

ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ ჩვე­ნი სული და სუ­ლი­ე­რი სხე­უ­ლი მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბი­სათ­ვის აღ­დგეს და არა მა­რა­დი­უ­ლი სა­ტან­ჯვე­ლი­სა და გე­ე­ნი­ი­სათ­ვის. ზო­გი­ერთს სიკ­ვდი­ლი­სად­მი აქვს ერ­თგვა­რი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ზოგს კი – ავად­მყო­ფუ­რი შიში. ხში­რად ერ­თნიც და მე­ო­რე­ნიც ამი­ტომ არ ფიქ­რო­ბენ ამ სა­კი­თხზე, რაც არ არის სწო­რი.

ჩვენ მუ­დამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გვე­ლის და ყო­ვე­ლი დღე უნდა გა­ვა­ტა­როთ ისე, რო­გორც უკა­ნას­კნე­ლი. მა­შინ მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გვექ­ნე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, მეტი გუ­ლის­ყუ­რით მო­ვე­პყრო­ბით მოყ­ვასს და ღვთის სათ­ნოდ მო­ვიქ­ცე­ვით ამა თუ იმ ვი­თა­რე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნავს პატ­რი­არ­ქი.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ილია მეორე - გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი

ილია მეორე - გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი

ზოგიერთს სიკვდილისადმი აქვს ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება, ზოგს კი – ავადმყოფური შიში, - ამ საკითხზე უწმინდესის და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს სააღდგომო ეპისტოლეში საუბრობს.

უწმინდესი მრევლს შეახსენებს, რომ გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც - უკანასკნელი.

"როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8).

- და რატომ ვიყავით მტრები და უცხონი?

ღმერთი სიყვარული არს და ამ გრნობით შექმნა და განმსჭვალა მან მთელი ხილული და უხილავი სამყარო.

ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება სხვისთვის მსახურებაში, სიკეთეში, სიმართლეში, მშვიდობაში, სიწმინდეში, მოწყალებაში, სიხარულში…ასეთი მადლით იყო მოცული ცოდვით დაცემამდე მთელი კოსმოსი, დედამიწა და მკვიდრნი მას შინა.

როდესაც გველის ცდუნებით ადამმა და ევამ ღვთის მცნება დაარღვიეს, ამით შემომქმედზე და მისი მცნებებით ცხოვრებაზე თქვეს უარი. უარი თქვეს იმ სიყვარულზე, რომელიც სხვისთვის გასცემს ყველაფერს და არ ეძებს თავისას; მადლდაკარგულებს ამპარტავნების ვნება დაეუფლათ, ეგოისტური აზრები და თავის თავზე ორიენტირებული სიყვარული გაუჩნდათ.

ადამის მთელი მოდგმა ამ სენით დაავადდა და საღვთო დიდებისათვის განმზადებულმა თავი წარწყმედისთვის გაწირა. ამიტომაც ვიყავით განშორებული ღვთისგან.

- როგორ გვიხსნა ქრისტემ და რას ვზეიმობთ მისი აღდგომით? ყველა ადამიანის სული, ადამის ცოდვის გამო, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებდა.

მამა ღმერთმა ჩვენს გამოსახსნელად მოავლინა თვისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც მიიღო სრული ადამიანური ბუნება და თავის ჰიპოსტასში განუყოფლად და შეურევლად შეუერთა საღვთო ბუნებას, რითაც განაღმრთო კაცება.

იესო ქრისტემ ყოვლისმომცველი, მსხვერპლშეწირული სიყვარულის ძალით ბოროტების საკრველნი დაამსხვრია, დაამხო ეშმაკის მეუფება, მართალთა სულები გამოიხსნა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განახვნა.

დიახ, ამიერიდან მართალთათვის გარდაცვალება იქცა არა წარწყმედის, არამედ ცხონების, სიხარულისა და მარადიულ ნეტარებაში დამკვიდრების საშუალებად.

ამიტომაც წერია ფსალმუნში: ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა~, ამიტომაც აღნიშნავს ეკლესია წმინდანთა გარდაცვალების დღეს ზეიმით", - ბრძანებს უწმინდესი.

ილია მეორის თქმით, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც რწმენითა და სინანულით აღესრულება, უფლის მადლითა და მოწყალებით, წმინდათა შორის დაემკვიდრება (რა თქმა უნდა, თავისი ამქვეყნიური ღვაწლის შესაბამისად, სხვადასხვა სავანეში).

"ამიტომაც მოძღვარი წესის აგების ლოცვაში ასე ავედრებს უფალს გარდაცვლილს: ,,წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, მონასა (ან მხევალსა) შენსა..."

სწორედ ეს აღთქმა, წმინდათა შორის მარადიული თანამყოფობისა, არის აღდგომის ზეიმის არსი, თითოეული ადამიანის იმედისა და სიხარულის საფუძველი.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: უფლის ჯვარცმისას იხილეს მრავალი სასწაული: დაბნელებული და ხელახლა გაბრწყინებული მზე, განპობილი კრეტსაბმელი, მაცხოვრის გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი, მიწისძვრა, საფლავთაგან მკვდართა აღმოსვლა, სასწაული უფლის საფლავად დადების ჟამს... მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება ჩემი ცხონების სასწაულს!

ხოლო ვისაც ეს არა აქვს გაცნობიერებული, ფუჭია მისი სარწმუნოება. აი, როგორ გვაფრთხილებს მოციქული: ,,თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოსავნი, კაცთა შორის უსაწყალობესნი ვართ". . . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქმედება და ამაოა თქვენი რწმენა" (I.კორ.15,14,19).

- თუ სიკვდილი განქარდა, რატომღა კვდებიან ადამიანები, რატომ დარჩა გარდაცვალება ყველასათვის აუცილებელ მოვლენად?

სამოთხეში ადამს და ევას სხვაგვარი სხეული ქონდათ, შემდეგ კი ხრწნადობა შეიმოსეს და მოკვდავნი გახდნენ. აქედან მოყოლებული ადამიანი ამ მოკვდავი სხეულისა და უკვდავი სულის ერთობას წარმოადგენს, რომელთა განცალკევებაც სიკვდილისთანავე ხდება.

მართალთა სულები ქრისტეს აღდგომის შემდეგ უფლის წიაღს იმკვიდრებენ, ცოდვით დამძიმებულთა კი, - კვლავ ბნელეთის ანგელოზთა დასს უერთდებიან. სხეული კი იხრწნება და უერთდება მიწას, რომლისგანაც შეიქმნა. როგორც მარცვალი ხნულში ითესება და იხრწნება, რათა აღდგეს უხრწნელებით, ასევე *ითესება სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი, ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში"I-კორ. 15. 44, 45).

ეს მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს. ყოველი გარდაცვლილის სული (ცოდვილთა თუ მართალთა) შეიერთებს თავის უხრწნელ სხეულს.

ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სული და სულიერი სხეული მარადიული ნეტარებისათვის აღდგეს და არა მარადიული სატანჯველისა და გეენიისათვის. ზოგიერთს სიკვდილისადმი აქვს ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება, ზოგს კი – ავადმყოფური შიში. ხშირად ერთნიც და მეორენიც ამიტომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე, რაც არ არის სწორი.

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი. მაშინ მეტი დაკვირვება გვექნება საკუთარ თავზე, მეტი გულისყურით მოვეპყრობით მოყვასს და ღვთის სათნოდ მოვიქცევით ამა თუ იმ ვითარებაში", - აღნიშნავს პატრიარქი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია