მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაცვლილი მოსკოვში, სასტუმროს ნომერში იპოვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოტე თოლორდავას სიმამრმა კახა მელითაურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი ოჯახისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
"სამწუხაროდ, დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის. ვიცით ის, რომ გადაღებაზე არ მივიდა და როცა სასტუმროში მიაკითხეს, ნომერში დახვდათ გარდაცვლილი. ქართული მხარე მომხდარის საქმის კურსშია, ანუ კოტე იქ მარტო აღარ არის - ჰყავს პატრონი და საკმაოდ აქტიური პატრონაჟი მიმდინარეობს. ორშაბათს გვექნება პასუხი, როდის მოხდება საქართველოში მისი ჩამოსვენება", - აღნიშნა კოტე თოლორდავას სიმამრმა.
მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.
იხილეთ ასევე: საგარეო უწყებას კოტე თოლორდავას თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს
იხილეთ ვიდეო: კოტე თოლორდავას ბოლო გადაცემა "პალიტრა TV"-ის ეთერში, რომელიც 2 დღის წინ გავიდა