სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექვსშვილიანი ოჯახი ნანგრევებში, მიწაზე - ყველა ბავშვი სკოლის მიღმა
ექვსშვილიანი ოჯახი ნანგრევებში, მიწაზე - ყველა ბავშვი სკოლის მიღმა

ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჰე­რე­თის­კარ­ში, სიფ­რაშ­ვი­ლე­ბის 8 სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს. მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი დან­გრე­უ­ლია და წყა­ლი ჩა­დის. ბავ­შვებს არ აქვთ ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი.

"5 წე­ლია აქ ვცხოვ­რობ. მა­ნამ­დე პა­ლატ­კა­ში ვცხოვ­რობ­დი და პო­ლი­ცი­ის ძა­ლით გად­მო­მა­სახ­ლეს აქ. სი­ნათ­ლე უნდა გა­მო­ეყ­ვა­ნათ, ღუ­მე­ლი უნდა მო­ე­ცათ, შეშა უნდა მო­ე­ტა­ნათ. ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­გეხ­მა­რე­ბით, არა­ფერს გა­გი­ჭირ­ვებ­თო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი ყო­ფი­ლა. კედ­ლე­ბი დან­გრე­უ­ლია, წყა­ლი ჩა­მო­დის, ღუ­მე­ლის მხა­რეს წყლით ივ­სე­ბა და ცალ მხა­რეს მი­ვი­ყუ­ჟე­ბით ხოლ­მე ყვე­ლა. მთე­ლი ღამე ღუ­მე­ლი მინ­თია. ახლა ისე­თი სი­ცი­ვე აღარ არის და უკვე მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი, გა­კა­ჟე­ბუ­ლე­ბი. ერთ ოთახ­ში 8 ადა­მი­ა­ნი ვცხოვ­რობთ, 6 ბავ­შვი, მე და მე­უღ­ლე. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 1 წლი­საა, ყვე­ლა­ზე დიდი 21 წლის. მხო­ლოდ სამი სა­წო­ლი გვაქვს. არ­ცერ­თი ბავ­შვი სკო­ლა­ში არ და­დის", - ამ­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მაყ­ვა­ლა სიფ­რაშ­ვი­ლი.

ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რი არ მუ­შა­ობს. მათი ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაა, თვე­ში 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით. რო­გორც ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ამ­ბობს, ეს თან­ხა საკ­ვებ­შიც არ ჰყოფ­ნით.

"ნა­ხირ­ში დავ­დი­ვარ. ვი­საც ძრო­ხის მოწ­ვე­ლა მო­უნ­დე­ბა, ფერ­მა­შიც დავ­დი­ვარ, ხან ყველს მაძ­ლე­ვენ, ხან ფულს და ამით გაგ­ვაქვს თავი. სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას რა­საც ვი­ღებ, საჭ­მელ­ში არ გვყოფ­ნის, ტან­საც­მელ­ზე ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი. ბავ­შვე­ბი ხან ცუ­დად გახ­დე­ბი­ან, წა­მა­ლი ხომ უნ­დათ. ამ წელს ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, დახ­მა­რე­ბა წი­ნას­წარ მაქვს გა­მო­ტა­ნი­ლი. დი­ლით სა­ქო­ნელს რომ წა­ვიყ­ვან, სო­კოს ვე­ძებ რომ მო­ვი­ტა­ნო, გავ­ყი­დო და ბავ­შვე­ბის­თვის პური ვი­შო­ვო. ხან აქე­დან, ხან ფერ­მი­დან, ხან სა­ქონ­ლი­დან, ხან ჭინ­ჭარს ვკრეფ, ხან ბალ­ბას, ბა­ლა­ხე­ულს", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს მაყ­ვა­ლა სიფ­როშ­ვილ­მა.

სა­აღ­დგო­მოდ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ლა­გო­დე­ხის გამ­გე­ბელ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა და სა­ჩუქ­რად 2 პას­კა, 20 კვერ­ცხი და პრე­მი­ის სა­ხით აღე­ბუ­ლი 2600 ლა­რი­დან 100 ლარი აჩუ­ქა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ექვსშვილიანი ოჯახი ნანგრევებში, მიწაზე - ყველა ბავშვი სკოლის მიღმა

ექვსშვილიანი ოჯახი ნანგრევებში, მიწაზე - ყველა ბავშვი სკოლის მიღმა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში, სიფრაშვილების 8 სულიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი სახლი დანგრეულია და წყალი ჩადის. ბავშვებს არ აქვთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

"5 წელია აქ ვცხოვრობ. მანამდე პალატკაში ვცხოვრობდი და პოლიციის ძალით გადმომასახლეს აქ. სინათლე უნდა გამოეყვანათ, ღუმელი უნდა მოეცათ, შეშა უნდა მოეტანათ. ყველანაირად მოგეხმარებით, არაფერს გაგიჭირვებთო, მაგრამ ყველაფერი ტყუილი ყოფილა. კედლები დანგრეულია, წყალი ჩამოდის, ღუმელის მხარეს წყლით ივსება და ცალ მხარეს მივიყუჟებით ხოლმე ყველა. მთელი ღამე ღუმელი მინთია. ახლა ისეთი სიცივე აღარ არის და უკვე მიჩვეულები არიან ბავშვები, გაკაჟებულები. ერთ ოთახში 8 ადამიანი ვცხოვრობთ, 6 ბავშვი, მე და მეუღლე. ყველაზე პატარა 1 წლისაა, ყველაზე დიდი 21 წლის. მხოლოდ სამი საწოლი გვაქვს. არცერთი ბავშვი სკოლაში არ დადის", - ამბობს სოციალურად დაუცველი მაყვალა სიფრაშვილი.

ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს. მათი ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, თვეში 300 ლარის ოდენობით. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, ეს თანხა საკვებშიც არ ჰყოფნით.

"ნახირში დავდივარ. ვისაც ძროხის მოწველა მოუნდება, ფერმაშიც დავდივარ, ხან ყველს მაძლევენ, ხან ფულს და ამით გაგვაქვს თავი. სოციალურ დახმარებას რასაც ვიღებ, საჭმელში არ გვყოფნის, ტანსაცმელზე ზედმეტია ლაპარაკი. ბავშვები ხან ცუდად გახდებიან, წამალი ხომ უნდათ. ამ წელს ოპერაცია გავიკეთე, დახმარება წინასწარ მაქვს გამოტანილი. დილით საქონელს რომ წავიყვან, სოკოს ვეძებ რომ მოვიტანო, გავყიდო და ბავშვებისთვის პური ვიშოვო. ხან აქედან, ხან ფერმიდან, ხან საქონლიდან, ხან ჭინჭარს ვკრეფ, ხან ბალბას, ბალახეულს", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაყვალა სიფროშვილმა.

სააღდგომოდ მრავალშვილიანი ოჯახი ლაგოდეხის გამგებელმა მოინახულა და საჩუქრად 2 პასკა, 20 კვერცხი და პრემიის სახით აღებული 2600 ლარიდან 100 ლარი აჩუქა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა