კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოუდგენელია იერუსალიმში ჩახვიდე და სასწაული არ გადაგხდეს" - რას იხსენებენ ცნობილები, რომლებმაც ქრისტეს საფლავი მოილოცეს
"წარმოუდგენელია იერუსალიმში ჩახვიდე და სასწაული არ გადაგხდეს" - რას იხსენებენ ცნობილები, რომლებმაც ქრისტეს საფლავი მოილოცეს

წმინ­და მი­წა­ზე მოხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი თით­ქმის ყვე­ლა ქრის­ტი­ანს აქვს, მათ შო­რის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­საც. ზოგი ამას აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ახერ­ხებს, ზო­გი­ერ­თი სხვა დროს. წმინ­და მი­წა­ზე მოხ­ვედ­რა ნე­ბის­მი­ერ დროს დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას ანი­ჭებს ადა­მი­ანს.

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს იე­რუ­სა­ლიმ­ში არა­ერ­თხელ შეხ­ვედ­რია. თუმ­ცა 6 წლის წი­ნან­დე­ლი სტუმ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რდა. ექ­სკურ­სი­ამ­ძღოლ­მა ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­ე­ბის ოჯახს არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი თე­ო­ფი­ლე გა­აც­ნო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქია. "იგი ჩვენ მი­მართ დიდი სიმ­პა­თი­ით გა­ნიმსჭვა­ლა და როცა გა­ი­გო, ვმღე­რო­დით, უფ­ლე­ბა მოგ­ვცა, ტა­ძარ­ში "ქრის­ტე აღ­დგა" გვე­გა­ლო­ბა. ერთ-ერთ ფლი­გელ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა, სა­დაც სხვა­თა შო­რის, იმ ჯვრის პა­ტა­რა ნა­წი­ლი ვნა­ხეთ, რო­მელ­ზეც იესო იყო გაკ­რუ­ლი. ჩვე­ნი გა­ლო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა და "ღვთის­მშობ­ლის სა­გა­ლო­ბე­ლიც" გვამ­ღე­რა. მერე, ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი ჩა­ი­წე­რა - ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლოც­ვებ­ში მოგ­ვიხ­სე­ნი­ებ­დნენ, დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას კი გვი­თხრა: მინ­და, სა­ჩუ­ქა­რი გა­გი­კე­თო­თო. რო­დე­საც შა­ბათს სა­ღა­მოს მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი­დან ცე­ცხლი გად­მო­დის, საფ­ლა­ვი ილუ­ქე­ბა - მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ლუქი ადევს, რო­მელ­საც სან­თლის ცვი­ლის შემ­ცვე­ლო­ბა აქვს; ის პა­ტა­რაა, ხე­ლის­გუ­ლის ზო­მის, მაგ­რამ უდი­დე­სი ძალა აქვს. არ­ქი­ე­პის­კო­პოს­მა თე­ო­ფი­ლემ ეს სიწ­მინ­დე ჩვენ გვა­ჩუ­ქა და მას შემ­დეგ, ჩემს ოჯახ­ში ინა­ხე­ბა, რო­გორც უდი­დე­სი რე­ლიკ­ვია", - იხ­სე­ნებს მომ­ღე­რა­ლი.

მაკა ზამ­ბა­ხი­ძე

მომ­ღე­რა­ლი მაკა ზამ­ბა­ხი­ძე აღ­დგო­მას წმინ­და მი­წა­ზე 2009 წელს შეხ­ვდა. მა­კამ ჯვა­რიც წმინ­და მი­წა­ზე და­ი­წე­რა. მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, აღ­დგო­მას, ცე­ცხლის გარ­და­მოს­ვლის დროს გახ­ლდით. მე, ვახო და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი მეჯ­ვა­რე­ე­ბი თით­ქოს უფალ­მა ხე­ლის გულ­ზე დაგ­ვის­ვა და იმ­დენ ხალ­ხში, ვერც კი მივ­ხვდით, ისე აღ­მოვ­ჩნდით ტა­ძარ­ში. ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უსი­ტყვოდ ვი­დე­ქით და ცე­ცხლის გად­მოს­ვლას ვე­ლო­დით. ძა­ლი­ან დი­დია მა­ცხოვ­რის ტა­ძა­რი და ამ მო­ლო­დი­ნი­სას ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი. უცებ გუმ­ბა­თის მწვერ­ვალ­ზე იე­სოს სახე გა­მო­ი­სა­ხა. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მინ­დო­და, ან მა­რი­ამ ღვთის­მშო­ბე­ლი და­მე­ნა­ხა, ან ღმერ­თი და ცაში ვი­ყუ­რე­ბო­დი. და უცებ რომ და­ვი­ნა­ხე, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. ჩე­მებს და­ვა­ნახ­ვე, თქვენც ხე­დავთ, თუ მეჩ­ვე­ნე­ბა-მეთ­ქი? მა­თაც და­ი­ნა­ხეს. მერე ნელ-ნელა ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სა­მე­ბად იქცა... ცე­ცხლი რომ გად­მო­ვი­და, სა­მე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გაქ­რა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იე­რუ­სა­ლიმ­ში ჩახ­ვი­დე და სას­წა­უ­ლი არ გა­დაგხდეს. გარ­და­მოხ­სნის ქვა მი­რო­ნით არის გაჟ­ღენ­თი­ლი, სა­ო­ცარ სურ­ნელს აფ­რქვევს და რომ ემ­თხვე­ვი, გან­ცდა გაქვს, თით­ქოს არ გიშ­ვებს. მო­შო­რე­ბა არ გინ­და, უკან უკან იხე­დე­ბი, მიბ­რუ­ნე­ბა გინ­დე­ბა. გინ­და ამ ქვას ისე შე­ე­ხო, რომ გა­ნიწ­მინ­დო. სულ გე­ტი­რე­ბა. გინ­და ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ლა­გო. რთუ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა",- იხ­სე­ნებს მომ­ღე­რა­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დათო გო­მარ­თე­ლი

წმინ­და მი­წა­ზე ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა დათო გო­მარ­თე­ლი, რო­გორც თა­ვად იხ­სნებს წმინ­და მი­წის მო­ლოც­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ ძა­ლას აძ­ლევს და იმე­დე­ბით ავ­სებს. დათო გო­მარ­თელს გან­სა­კუთ­რე­ბით 2012 წელი ახ­სოვს. როცა შო­ბის დღე­სას­წა­ულს წმინ­და მი­წა­ზე შეხ­ვდა. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვუ­ში, მას სა­კუ­თა­რი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გა­მო­ე­ცხა­და. "შო­ბის წინა ღა­მეს, სას­ტუმ­რო­ში, ჩემი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გა­მო­მე­ცხა­და. რა­ღაც ძა­ლამ გა­მაღ­ვი­ძა და სა­წოლ­თან იდგა თეთ­რებ­ში შე­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი, ფრთე­ბით და თავ­ზე შა­რა­ვან­დე­დით, ჰა­ერ­ში იყო აწე­უ­ლი. კარ­გად და­ვაკ­ვირ­დი, ხომ არ მე­სიზ­მრე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ არა, გა­მო­ცხა­დე­ბა იყო. ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ვი­ღე - მე ვარ შენი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზიო".

ლელა წურ­წუ­მია

მომ­ღე­რა­ლი ლელა წურ­წუ­მია ის­რა­ელ­ში მცხოვ­რებ ემიგ­რან­ტებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ხში­რად სტუმ­რობს კი­დეც. პირ­ვე­ლად ის­რა­ელ­ში 1997 წელს მოხ­ვდა, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე ყოფ­ნის დროს მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი და­კარ­გა და იტი­რა კი­დეც. მომ­ღე­რალს წმინ­და მი­წა­ზე ჯვრე­ბი და ხა­ტე­ბი მი­აქვს, რო­მელ­საც მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე აწყობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი ფაქ­ტი, წურ­წუ­მია ყვე­ლა წმინ­და ად­გილ­ზე ერთ თავ­სა­ფარს ატა­რებს, რო­მელ­საც ბევ­რი სიწ­მინ­დე აქვს მოვ­ლი­ლი. მომ­ღე­რა­ლი მი­იჩ­ნევს, რომ წმინ­და მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უნდა მოხ­ვდეს.

აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი წმინ­და მი­წა­ზე გან­ცდი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის გახ­სე­ნე­ბი­სას ემო­ცი­ე­ბით ივ­სე­ბა. ამ­ბობს, რომ გარ­და­მოხ­სნის დროს იტი­რა. აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი მდი­ნა­რე იორ­და­ნე­შიც ჩა­ვი­და, გოლ­გო­თის გზაც გა­ი­ა­რა, გედ­სა­მა­ნი­ის ბა­ღის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა, რის გა­მოც გული ძა­ლი­ან წყდე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"წარმოუდგენელია იერუსალიმში ჩახვიდე და სასწაული არ გადაგხდეს" - რას იხსენებენ ცნობილები, რომლებმაც ქრისტეს საფლავი მოილოცეს

"წარმოუდგენელია იერუსალიმში ჩახვიდე და სასწაული არ გადაგხდეს" - რას იხსენებენ ცნობილები, რომლებმაც ქრისტეს საფლავი მოილოცეს

წმინდა მიწაზე მოხვედრის სურვილი თითქმის ყველა ქრისტიანს აქვს, მათ შორის ცნობილ ადამიანებსაც. ზოგი ამას აღდგომის დღესასწაულზე ახერხებს, ზოგიერთი სხვა დროს. წმინდა მიწაზე მოხვედრა ნებისმიერ დროს დიდ ბედნიერებას ანიჭებს ადამიანს.

თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე აღდგომის დღესასწაულს იერუსალიმში არაერთხელ შეხვედრია. თუმცა 6 წლის წინანდელი სტუმრობა განსაკუთრებით დაამახსოვრდა. ექსკურსიამძღოლმა ჭოხონელიძეების ოჯახს არქიეპისკოპოსი თეოფილე გააცნო, რომელიც ამჟამად იერუსალიმის პატრიარქია. "იგი ჩვენ მიმართ დიდი სიმპათიით განიმსჭვალა და როცა გაიგო, ვმღეროდით, უფლება მოგვცა, ტაძარში "ქრისტე აღდგა" გვეგალობა. ერთ-ერთ ფლიგელში შეგვიყვანა, სადაც სხვათა შორის, იმ ჯვრის პატარა ნაწილი ვნახეთ, რომელზეც იესო იყო გაკრული. ჩვენი გალობით აღფრთოვანებული დარჩა და "ღვთისმშობლის საგალობელიც" გვამღერა. მერე, ჩვენი სახელები ჩაიწერა - ერთი წლის განმავლობაში ლოცვებში მოგვიხსენიებდნენ, დამშვიდობებისას კი გვითხრა: მინდა, საჩუქარი გაგიკეთოთო. როდესაც შაბათს საღამოს მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლი გადმოდის, საფლავი ილუქება - მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე ლუქი ადევს, რომელსაც სანთლის ცვილის შემცველობა აქვს; ის პატარაა, ხელისგულის ზომის, მაგრამ უდიდესი ძალა აქვს. არქიეპისკოპოსმა თეოფილემ ეს სიწმინდე ჩვენ გვაჩუქა და მას შემდეგ, ჩემს ოჯახში ინახება, როგორც უდიდესი რელიკვია", - იხსენებს მომღერალი.

მაკა ზამბახიძე

მომღერალი მაკა ზამბახიძე აღდგომას წმინდა მიწაზე 2009 წელს შეხვდა. მაკამ ჯვარიც წმინდა მიწაზე დაიწერა. მაცხოვრის საფლავზე, აღდგომას, ცეცხლის გარდამოსვლის დროს გახლდით. მე, ვახო და ჩვენი მომავალი მეჯვარეები თითქოს უფალმა ხელის გულზე დაგვისვა და იმდენ ხალხში, ვერც კი მივხვდით, ისე აღმოვჩნდით ტაძარში. ორი საათის განმავლობაში უსიტყვოდ ვიდექით და ცეცხლის გადმოსვლას ველოდით. ძალიან დიდია მაცხოვრის ტაძარი და ამ მოლოდინისას ვათვალიერებდი. უცებ გუმბათის მწვერვალზე იესოს სახე გამოისახა. მთელი ბავშვობა მინდოდა, ან მარიამ ღვთისმშობელი დამენახა, ან ღმერთი და ცაში ვიყურებოდი. და უცებ რომ დავინახე, შოკში ჩავვარდი. ჩემებს დავანახვე, თქვენც ხედავთ, თუ მეჩვენება-მეთქი? მათაც დაინახეს. მერე ნელ-ნელა ეს გამოსახულება სამებად იქცა... ცეცხლი რომ გადმოვიდა, სამების გამოსახულება გაქრა. წარმოუდგენელია იერუსალიმში ჩახვიდე და სასწაული არ გადაგხდეს. გარდამოხსნის ქვა მირონით არის გაჟღენთილი, საოცარ სურნელს აფრქვევს და რომ ემთხვევი, განცდა გაქვს, თითქოს არ გიშვებს. მოშორება არ გინდა, უკან უკან იხედები, მიბრუნება გინდება. გინდა ამ ქვას ისე შეეხო, რომ განიწმინდო. სულ გეტირება. გინდა ირგვლივ ყველაფერი დაალაგო. რთულია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა",- იხსენებს მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დათო გომართელი

წმინდა მიწაზე ბევრჯერ ყოფილა დათო გომართელი, როგორც თავად იხსნებს წმინდა მიწის მოლოცვა განსაკუთრებულ ძალას აძლევს და იმედებით ავსებს. დათო გომართელს განსაკუთრებით 2012 წელი ახსოვს. როცა შობის დღესასწაულს წმინდა მიწაზე შეხვდა. როგორც თავად იხსენებს ერთ-ერთ ინტერვუში, მას საკუთარი მფარველი ანგელოზი გამოეცხადა. "შობის წინა ღამეს, სასტუმროში, ჩემი მფარველი ანგელოზი გამომეცხადა. რაღაც ძალამ გამაღვიძა და საწოლთან იდგა თეთრებში შემოსილი ადამიანი, ფრთებით და თავზე შარავანდედით, ჰაერში იყო აწეული. კარგად დავაკვირდი, ხომ არ მესიზმრება-მეთქი, მაგრამ არა, გამოცხადება იყო. ინფორმაციაც მივიღე - მე ვარ შენი მფარველი ანგელოზიო".

ლელა წურწუმია

მომღერალი ლელა წურწუმია ისრაელში მცხოვრებ ემიგრანტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად სტუმრობს კიდეც. პირველად ისრაელში 1997 წელს მოხვდა, მაცხოვრის საფლავზე ყოფნის დროს მეტყველების უნარი დაკარგა და იტირა კიდეც. მომღერალს წმინდა მიწაზე ჯვრები და ხატები მიაქვს, რომელსაც მაცხოვრის საფლავზე აწყობს. აღსანიშნავია ერთი ფაქტი, წურწუმია ყველა წმინდა ადგილზე ერთ თავსაფარს ატარებს, რომელსაც ბევრი სიწმინდე აქვს მოვლილი. მომღერალი მიიჩნევს, რომ წმინდა მიწაზე ცხოვრებაში ერთხელ ყველა ადამიანი უნდა მოხვდეს.

აჩიკო სოლოღაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი წმინდა მიწაზე განცდილი ბედნიერების გახსენებისას ემოციებით ივსება. ამბობს, რომ გარდამოხსნის დროს იტირა. აჩიკო სოლოღაშვილი მდინარე იორდანეშიც ჩავიდა, გოლგოთის გზაც გაიარა, გედსამანიის ბაღის მონახულება ვერ მოახერხა, რის გამოც გული ძალიან წყდება.

თამარ ბოჭორიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ