პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონიერი ქურდები ახალი "კრიმინალური ომისთვის" ემზადებიან: მასშტაბური შეკრება კალაშოვის ხელმძღვანელობით
კანონიერი ქურდები ახალი "კრიმინალური ომისთვის" ემზადებიან: მასშტაბური შეკრება კალაშოვის ხელმძღვანელობით

კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა, შაქ­რო კა­ლა­შო­ვის მე­თა­უ­რო­ბით, მას­შტა­ბუ­რი კრე­ბის­თვის და­ი­წყეს მზა­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ rosbalt.ru იტყო­ბი­ნე­ბა. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრე­ბა­ზე იგეგ­მე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა, რო­მელ­თაც ქურ­დის ტი­ტუ­ლი უნდა ჩა­მო­ერ­თვათ. ასე­ვე იგეგ­მე­ბა მო­მა­ვა­ლი "ომის" გან­ხილ­ვა ტა­რი­ელ ონი­ა­ნის კლა­ნის წევ­რებ­თან.

რო­გორც სან­დო წყა­რო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­დან იტყო­ბი­ნე­ბა, იან­ვარ­ში სომ­ხეთ­ში გა­მარ­თუ­ლი გი­გან­ტუ­რი "სხად­ნი­ა­კის" შემ­დეგ, ქურ­დე­ბი რამ­დე­ნი­მე თვე ას­რუ­ლებ­დნენ იქ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. იქ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ყვე­ლა, ვი­საც ქურ­დის ტი­ტუ­ლი 2008 წლის შემ­დეგ მი­ე­ნი­ჭა, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არი­ან. მათ ჩა­მო­ერ­თვათ ქურ­დის წო­დე­ბა და ეწო­დათ "მო­მა­ვა­ლი".

შაქ­რო კა­ლა­შო­ვი და სხვა ქურ­დე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ იმ პი­რებს, ვინც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა და არ­კვევ­დნენ, მოხ­დე­ბო­და თუ არა მათი "ოჯახ­ში" დაბ­რუ­ნე­ბა. ამავდრო­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და "კრი­მი­ნა­ლუ­რი გე­ნერ­ლის", გელა ქარ­და­ვა ძებ­ნა.

იან­ვრის "სხად­ნი­აკ­ზე", რო­მელ­ზეც გელა არ იმ­ყო­ფე­ბო­და, გა­და­წყვი­ტეს, რომ პი­რა­დად მის­თვის ეკი­თხათ ბად­რი კო­ღუ­აშ­ვი­ლის, კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ზედ­მე­ტად პა­ტივ­საც­მი პი­რის­თვის ქურ­დო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა. რო­გორც სარ­წმუ­ნო წყა­რო იუ­წყე­ბა, გელა ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბარს დიდი ხანი არი­დებ­და თავს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­მარ­თა ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­დე­ო­ხი­დი, სა­დაც შაქ­რო კა­ლა­შო­ვი, გი­ორ­გი დი­აკ­ვნიშ­ვი­ლი, რო­ბინ­ზონ არა­ბუ­ლი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქურ­დი სა­უბ­რობ­დნენ ამ სა­კი­თხზე. მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ ქურ­დის სტა­ტუ­სი შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ გელა ქარ­და­ვას­თვის.

სა­ბო­ლო­ოდ, გე­ლას და სხვა ქურ­დე­ბის ბედი უნდა გა­და­წყდეს მას­შტა­ბურ "სხად­ნი­აკ­ზე", რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრე­ბა ზა­ფხუ­ლამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა მოს­კოვ­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა იმ­ყო­ფე­ბა. შეხ­ვედ­რა­ზე მი­ნი­მუმ 300 ქურ­დი უნდა შე­იკ­რი­ბოს.

კრე­ბა­ზე უნდა გა­ნი­ხი­ლონ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ბე­დიც, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში და ამ­ჟა­მად ტა­რი­ელ ონი­ა­ნის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან. "სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტია მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტა­რი­ელ ონი­ა­ნის კლა­ნის წევ­რებ­სა და შაქ­რო კა­ლა­შო­ვის მხა­რეს გა­და­სულ წევ­რებს შო­რის. ორი­ვე მხა­რე ერ­თმა­ნეთს უყე­ნებს ბრალ­დე­ბას, რის გა­მოც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, ახა­ლი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ომი" და­ი­წყოს, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა", - აცხა­დებს სარ­წმუ­ნო წყა­რო რუ­სე­თის სა­მარ­თლდამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­დან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rosbalt.ru-ს მი­ხედ­ვით.

კანონიერი ქურდები ახალი "კრიმინალური ომისთვის" ემზადებიან: მასშტაბური შეკრება კალაშოვის ხელმძღვანელობით

კანონიერი ქურდები ახალი "კრიმინალური ომისთვის" ემზადებიან: მასშტაბური შეკრება კალაშოვის ხელმძღვანელობით

კანონიერმა ქურდებმა,  შაქრო კალაშოვის მეთაურობით, მასშტაბური კრებისთვის დაიწყეს მზადება. ამის შესახებ rosbalt.ru იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, კრებაზე იგეგმება კონკრეტული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების საკითხის განხილვა, რომელთაც ქურდის ტიტული უნდა ჩამოერთვათ. ასევე იგეგმება მომავალი "ომის" განხილვა ტარიელ ონიანის კლანის წევრებთან.

როგორც სანდო წყარო სამართალდამცავი ორგანოდან იტყობინება, იანვარში სომხეთში გამართული გიგანტური "სხადნიაკის" შემდეგ, ქურდები რამდენიმე თვე ასრულებდნენ იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს. იქ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა, ვისაც ქურდის ტიტული 2008 წლის შემდეგ მიენიჭა, კითხვის ნიშნის ქვეშ არიან. მათ ჩამოერთვათ ქურდის წოდება და ეწოდათ "მომავალი".

შაქრო კალაშოვი და სხვა ქურდები ხვდებოდნენ იმ პირებს, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა და არკვევდნენ, მოხდებოდა თუ არა მათი "ოჯახში" დაბრუნება. ამავდროულად მიმდინარეობდა "კრიმინალური გენერლის", გელა ქარდავა ძებნა.

იანვრის "სხადნიაკზე", რომელზეც გელა არ იმყოფებოდა, გადაწყვიტეს, რომ პირადად მისთვის ეკითხათ ბადრი კოღუაშვილის, კრიმინალურ სამყაროში ზედმეტად პატივსაცმი პირისთვის ქურდობის ჩამორთმევა. როგორც სარწმუნო წყარო იუწყება, გელა ამ საკითხზე საუბარს დიდი ხანი არიდებდა თავს, მაგრამ საბოლოოდ გაიმართა ინტერნეტში ვიდეოხიდი, სადაც შაქრო კალაშოვი, გიორგი დიაკვნიშვილი, რობინზონ არაბული და კიდევ რამდენიმე ქურდი საუბრობდნენ ამ საკითხზე. მათ გადაწყვიტეს, რომ ქურდის სტატუსი შეეჩერებინათ გელა ქარდავასთვის.

საბოლოოდ, გელას და სხვა ქურდების ბედი უნდა გადაწყდეს მასშტაბურ "სხადნიაკზე", რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, კრება ზაფხულამდე გაიმართება მოსკოვში, სადაც ამჟამად კანონიერი ქურდების დიდი რაოდენობა იმყოფება. შეხვედრაზე მინიმუმ 300 ქურდი უნდა შეიკრიბოს.

კრებაზე უნდა განიხილონ იმ ადამიანების ბედიც, რომლებიც წარსულში და ამჟამად ტარიელ ონიანის მიმდევრები არიან. "სერიოზული კონფლიქტია მოსალოდნელი ტარიელ ონიანის კლანის წევრებსა და შაქრო კალაშოვის მხარეს გადასულ წევრებს შორის. ორივე მხარე ერთმანეთს უყენებს ბრალდებას, რის გამოც უახლოეს მომავალში შესაძლოა, ახალი "კრიმინალური ომი" დაიწყოს, რომელსაც სერიოზული შედეგები ექნება", - აცხადებს სარწმუნო წყარო რუსეთის სამართლდამცავი ორგანოდან.

მომზადებულია rosbalt.ru-ს მიხედვით.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია" - ამირან გამყრელიძე

"ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში - მე-3, მე-5 დღეს" - მარინა ენდელაძის თქმით, ახალგაზრდებში კოვიდის გავრცელებამ მოიმატა

როდის რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო - ამირან გამყრელიძე ივნის-ივლისში დაგეგმილ სიახლეებზე