ალანა გაგლოევა ყოველთვის ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მასზე ათასგვარ ჭორ-მართალს იგონებდნენ, თუმცა თავად ამ ამბებზე კომენტარს არასდროს აკეთებდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ალანა გაგლოევა საზოგადოებაში დიდი ხანია აღარ გამოჩენილა, მან სოციალური ქსელიც გააუქმა.
Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მისი გაუჩინარების მიზეზი პირადი ცხოვრებაა. ამბობენ, რომ ის დედა გახდა.
- ალანა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვილი გაგიჩნდათ, მართალია?
- 6 მარტს გვეყოლა პატარა გუგა. გუგა "იმედის კლინიკაში" დაიბადა. ძალიან კარგად ვართ ორივე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. წყნარი ბავშვია. თუ რაღაც არ აწუხებს, არ ჭიჭყინებს.
- როგორ მოახერხეთ ორსულობის დამალვა?
- არც მიცდია ორსულობის დამალვა, უბრალოდ, ისე დაემთხვა, რომ ვერ გაიგეს ჩემი ორსულობა.
- ვინ არის ბავშვის მამა?
- ბავშვის მამა არის ნიკა გუგეშაშვილი, ის ბიზნესმენია. მე და ნიკა ოთხი წელია ერთად ვართ.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE