პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატის პირველი კომენტარი შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
ადვოკატის პირველი კომენტარი შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლია. აბუ­ლა­ძე ბორ­ჯომ­ში ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. შალ­ვა აბუ­ლა­ძეს პო­ლი­ცია ერთ კვი­რა­ზე მეტ­ხანს ეძებ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ბორ­ჯო­მი­დან თბი­ლის­ში გა­დაჰ­ყავთ. თუმ­ცა, აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბას არ ადას­ტუ­რებს მისი სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი. იგი აცხა­დებს, რომ აბუ­ლა­ძე რომ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, მას აუ­ცი­ლებ­ლად ეცო­დი­ნე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შალ­ვა აბუ­ლა­ძეს ბრა­ლად ედე­ბა ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა. ბოლო შემ­თხვე­ვა 4 აპ­რილს მოხ­და. ღა­მით, თბი­ლის­ში, ვარ­კე­თილ­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ორ პო­ლი­ცი­ელს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ერთ-რთი მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მე­ო­რე ამ დრომ­დე მკურ­ნა­ლობს. შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ აბუ­ლა­ძე კი­დევ ერთი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ეს მკვლე­ლო­ბის ხელ­წე­რი­თა და ია­რა­ღის ტი­პით დგინ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია 2015 წლის 23 იან­ვარს, ბორ­ჯომ­ში, ლი­კან­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას დაჭ­რილ პო­ლი­ცი­ელ­ზე, გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად 6 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. აბუ­ლა­ძემ მა­ში­ნაც ორი პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რა, გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ადვოკატის პირველი კომენტარი შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ადვოკატის პირველი კომენტარი შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია. აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. შალვა აბულაძეს პოლიცია ერთ კვირაზე მეტხანს ეძებდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ბორჯომიდან თბილისში გადაჰყავთ. თუმცა, აბულაძის დაკავებას არ ადასტურებს მისი სახაზინო ადვოკატი. იგი აცხადებს, რომ აბულაძე რომ დაეკავებინათ, მას აუცილებლად ეცოდინებოდა.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის მკვლელობა. ბოლო შემთხვევა 4 აპრილს მოხდა. ღამით, თბილისში, ვარკეთილში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ორ პოლიციელს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ერთ-რთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორე ამ დრომდე მკურნალობს. შსს-ში აცხადებენ, რომ აბულაძე კიდევ ერთი პოლიციელის მკვლელობაშია ბრალდებული, ეს მკვლელობის ხელწერითა და იარაღის ტიპით დგინდება. საუბარია 2015 წლის 23 იანვარს, ბორჯომში, ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ პოლიციელზე, გიორგი ბერუაშვილზე, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად 6 თებერვალს გარდაიცვალა. აბულაძემ მაშინაც ორი პოლიციელი დაჭრა, გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ