სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსანაშვილი ალაპარაკდა - რას აბრალებს მკვლელობაში ბრალდებული მოკლულს?!
სოსანაშვილი ალაპარაკდა - რას აბრალებს მკვლელობაში ბრალდებული მოკლულს?!

"ჩემი ძმა ჯერ "ყა­ჩა­ღი იყო", მერე "ნარ­კო­ტი­კე­ბით მო­ვაჭ­რე", ახლა ესეც და­აბ­რა­ლეს... არ შე­იძ­ლე­ბა, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მა­ინც მო­ას­ვე­ნონ?.."

"ნა­თე­სა­ვიც რომ არ იყოს, იურა მა­გის კაცი არ იყო, რომ ასე­თი რამე ეკად­რე­ბი­ნა."

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის სოსო ჯოგ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი 2-თვი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვის სა­კუ­თა­რი ვერ­სია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. რო­გორც ჯოგ­ლი­ძე აცხა­დებს, სო­სა­ნაშ­ვი­ლის ვერ­სი­ით, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მო­ეკ­ლათ. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი ბრალ­დე­ბულ სო­სა­ნაშ­ვილს გუ­შინ შეხ­ვდა სა­პა­ტიმ­რო­ში და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა ჩა­მო­არ­თვა.

"გია სო­სა­ნაშ­ვილ­მა მი­თხრა, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და­დი­ო­და მე­ლა­ძე­ე­ბის რძალ­თან, ეს ის მე­ლა­ძე­ე­ბია, ვის გას­ვე­ნე­ბა­შიც გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს აპი­რებ­და წას­ვლას. ამ ქალს მა­დო­ნა ჰქვია და ეს ამ­ბა­ვი მთელ­მა სო­ფელ­მა იცო­და... რო­გორც სო­სა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ოჯა­ხებს ამის გამო კონ­ფლიქ­ტიც კი მოს­ვლი­ათ, რის შემ­დე­გაც იური ვა­ზა­გაშ­ვილს გა­სა­ჩუ­მებ­ლად ქა­ლის ქმრის­თვის "ნივა" უჩუ­ქე­ბია. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამ­ბობს, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი ამ ხალ­ხს მო­ე­წყოო."- ამ­ბობს სოსო ჯოგ­ლი­ძე. იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სო­სა­ნაშ­ვი­ლი ცდი­ლობს საქ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბა ყო­ფი­თი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლის­კენ წა­იყ­ვა­ნოს და შეკ­ვე­თი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ვერ­სია გა­მო­რი­ცხოს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი სოსო ჯოგ­ლი­ძე, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა­სა და მისი მე­უღ­ლის ნინო ხვი­ტი­ას კლა­სე­ლია. შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ფირ­ცხა­ლა­ვა ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ის შე­საძ­ლოა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებს შო­რი­საც იყოს. ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან აცხა­დებს: "ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბამ უკვე ბევ­რი რამ გა­არ­კვია, თუმ­ცა, ეს ერ­თგვა­რად გაშ­ლი­ლი მო­ზა­ი­კაა, რო­მელ­საც ისე­თი და­ლა­გე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მცი­რე ეჭ­ვიც კი არ გა­უჩ­ნდეს." შე­საძ­ლოა გა­მო­ძი­ე­ბას მარ­თლაც უკვე აქვს და­ნა­შა­ულ­თა შემ­კვეთ­თა წი­ნა­აღ­მდეგ სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­ხი­ლე­ბი და სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა სო­სა­ნაშ­ვი­ლის ალა­პა­რა­კე­ბა.

ამ სა­კი­თხზე ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კატს ირმა ჭკა­დუ­ა­სა და იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის დას მა­ნა­ნა ვა­ზა­გაშ­ვილს.

ირმა ჭკა­დუა:

- ამ სა­ში­ნე­ლი ტყუ­ი­ლის გამო მთე­ლი სო­ფე­ლი ფეხ­ზე დგას, ამ ად­ვო­კა­ტის მი­მა­სარ­თის გა­გე­ბას ცდი­ლო­ბენ, რათა ჯოგ­ლი­ძის სახ­ლთან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ჩა­ა­ტა­რონ. მა­დო­ნა, რძა­ლი მე­ლა­ძე­ებს არ ჰყავთ, არის მა­დი­ნა, რო­მე­ლიც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვია. ეს მა­რაზ­მი, არ ვიცი, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნის თავ­ში უნდა და­ი­ბა­დოს?! ეს ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი არ მო­ას­ვე­ნეს და საფ­ლავ­შიც არ აძ­ლე­ვენ მოს­ვე­ნე­ბას.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სოსანაშვილი ალაპარაკდა - რას აბრალებს მკვლელობაში ბრალდებული მოკლულს?!

სოსანაშვილი ალაპარაკდა - რას აბრალებს მკვლელობაში ბრალდებული მოკლულს?!

"ჩემი ძმა ჯერ "ყაჩაღი იყო", მერე "ნარკოტიკებით მოვაჭრე", ახლა ესეც დააბრალეს... არ შეიძლება, მიცვალებული მაინც მოასვენონ?.."

"ნათესავიც რომ არ იყოს, იურა მაგის კაცი არ იყო, რომ ასეთი რამე ეკადრებინა."

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატის სოსო ჯოგლიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2-თვიანი დუმილის შემდეგ ალაპარაკდა და მკვლელობის მოტივის საკუთარი ვერსია ჩამოაყალიბა. როგორც ჯოგლიძე აცხადებს, სოსანაშვილის ვერსიით, იური ვაზაგაშვილი შესაძლოა ეჭვიანობის ნიადაგზე მოეკლათ. ადვოკატის ინფორმაციით, იგი ბრალდებულ სოსანაშვილს გუშინ შეხვდა საპატიმროში და ახსნა-განმარტება ჩამოართვა.

"გია სოსანაშვილმა მითხრა, რომ იური ვაზაგაშვილი დადიოდა მელაძეების რძალთან, ეს ის მელაძეებია, ვის გასვენებაშიც გარდაცვალების დღეს აპირებდა წასვლას. ამ ქალს მადონა ჰქვია და ეს ამბავი მთელმა სოფელმა იცოდა... როგორც სოსანაშვილი ამბობს, ოჯახებს ამის გამო კონფლიქტიც კი მოსვლიათ, რის შემდეგაც იური ვაზაგაშვილს გასაჩუმებლად ქალის ქმრისთვის "ნივა" უჩუქებია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ყველაფერი ამ ხალხს მოეწყოო."- ამბობს სოსო ჯოგლიძე. იური ვაზაგაშვილის ახლობლების განცხადებით, სოსანაშვილი ცდილობს საქმის მიმართულება ყოფითი სახის დანაშაულისკენ წაიყვანოს და შეკვეთილი დანაშაულის ვერსია გამორიცხოს. საინტერესოა, რომ ყოფილი პოლიციელის გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე, ირაკლი ფირცხალავასა და მისი მეუღლის ნინო ხვიტიას კლასელია. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ფირცხალავა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზეა დაკავებული. არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთებს შორისაც იყოს. ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან აცხადებს: "ჩემი ინფორმაციით, ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებამ უკვე ბევრი რამ გაარკვია, თუმცა, ეს ერთგვარად გაშლილი მოზაიკაა, რომელსაც ისეთი დალაგება სჭირდება, რომ საზოგადოებას მცირე ეჭვიც კი არ გაუჩნდეს." შესაძლოა გამოძიებას მართლაც უკვე აქვს დანაშაულთა შემკვეთთა წინააღმდეგ სერიოზული სამხილები და სწორედ ამას უკავშირდება სოსანაშვილის ალაპარაკება.

ამ საკითხზე ჩვენ დავუკავშირდით ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატს ირმა ჭკადუასა და იური ვაზაგაშვილის დას მანანა ვაზაგაშვილს.

ირმა ჭკადუა:

- ამ საშინელი ტყუილის გამო მთელი სოფელი ფეხზე დგას, ამ ადვოკატის მიმასართის გაგებას ცდილობენ, რათა ჯოგლიძის სახლთან საპროტესტო აქცია ჩაატარონ. მადონა, რძალი მელაძეებს არ ჰყავთ, არის მადინა, რომელიც იური ვაზაგაშვილის ნათესავია. ეს მარაზმი, არ ვიცი, როგორი ადამიანის თავში უნდა დაიბადოს?! ეს ადამიანი ცოცხალი არ მოასვენეს და საფლავშიც არ აძლევენ მოსვენებას.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია