საკრებულოს წევრი სხდომებზე ჩაფხუტით დადის - გამგებელი სკამს ისვრის

საკრებულოს წევრი სხდომებზე ჩაფხუტით დადის - გამგებელი სკამს ისვრის

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ტარიელ ჩხუტიაშვილი სხდომებზე ჩაფხუტით დადის. ამის მიზეზი 1-ელ აპრილს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მომხდარი ინციდენტია. დუშეთის გამგებელი ვაჟა ჩოხელი საკრებულოს წევრის გია რუბაშვილის მიერ გამგეობაში ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და დეპუტატს სკამი ესროლა. სკამი მეორე დეპუტატს ნუკრი უნდილაშვილს თავში მოხვდა.

"პირველ აპრილს, ბიუროს სხდომაზე, ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით დეპუტატებმა გამოხატეს თავისი პროტესტი და გამგებელს დაუსვეს შეკითხვები. ჩვენმა გამგებელმა სკამი აიღო, გაისროლა და მოხვდა ერთ-ერთ დეპუტატს. სკამი რომ საფეთქელში მოხვედროდა, შეიძლებოდა სიცოცხლისთვის საშიში გამხდარიყო. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მას შემდეგ სხდომებზე ჩაფხუტით დავდივარ, რომ გამგებლის ნასროლი სკამი თავში არ მომხვდეს. არაკომფორტულია, მაგრამ სიცოცხლისთვის უსაფრთხოა", - უთხრა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის საკრებულოს წევრმა ტარიელ ჩხუტიაშვილმა.

გაგრძელება

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა