თამრიკო ჭოხონელიძე "ფეისბუქზე" პატრიარქის საგალობელის ჩაწერის ისტორიას იხსენებს, რომელიც მის ქალიშვილს გადახდა:
დღეს ტაძარში ერთმა ქალბატონმა გამაჩერა და ეს ისტორია მომიყვა:
"არ მომეცა საშუალება, ვერ მოვასწარი მამასთვის მეთქვა და ნება მომეცით, თქვენ გითხრათ მადლობა - ეს ადამიანი ყველას გვილამაზებდა ცხოვრებასო: - ერთხელ, როცა 7 თვის ორსული ვიყავი მასთან გამოცდა მქონდა, საშინლად ვნერვიულობდი... გამოცდა დაიწყო და პირველი ჩემი შესვლა მოითხოვა - შიშით შევბედე - რატომ მე-მეთქი? როგორ შეიძლება შენი ნერვიულობა? - შენ ხომ ჯანსაღი ქართველი უნდა გააჩინო?! - მომეცი ჩათვლის წიგნაკიო და მაშინვე დიდად მოხაზა ხუთიანი..."
ვიცი, მისი ეს ქმედება ბევრ მის სტუდენტს გაახსენდება! - მე ასეთი მამა მყავდა. ადამიანი იყო პირველ რიგში და მერე ყველაფერი სხვა!
ამას იცით რატომ ვწერ? -Mმარიამი 5 წლის წინ პატრიარქის საგალობელს წერდა სტუდიაში საპატრიარქოს გუნდთან ერთად. 8 თვის ორსული იყო... კონსერვატორიაში 5 საათზე გამოცდა ჰქონდა, ღელავდა, არ დაგვიანებოდა - (ძნელია უწმინდესის ღალატი, არა?) როცა სულ რაღაც 10 წუთით შეიძლებოდა დაეგვიანა გამოცდაზე...
გაგრძელება