თამთა გოდუაძისა და გიორგი გაბუნიას რომანის შესახებ ხმები დიდი ხანია დადის. მომღერლისა და ჟურნალისტის უჩვეულოდ თბილი ურთიერთობა ეჭვებს ჯერ კიდევ "X-ფაქტორის" წინა სეზონის დროს აღძრავდა. როგორც გაბუნია ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მათ რომანი არა, მაგრამ ფლირტი ნამდვილად აქვთ. ჭორების ახალი ტალღის გავრცლების საფუძველი გახდა შოუს ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" გამოქვეყნებული ფოტოც, სადაც თამთა გიორგი გაბუნიას კალთაში უზის. ეს ფოტო საგრიმიოროშია გადაღებული, თუმცა წყვილი ემოციების გამოხატვას არც ტელეკამერების წინ ერიდება.
"აუუ უხდებიან"
"ტყუილია, ღადაობენ, ისე კარგი წყვილი იქნებოდა"
"ერთად ხართ? თუ მართალია, კარგია!"
"ბოლო დროს გაბუნიას კალთაში ძალიან კარგად გრძნობს თავს ^_^"
"იმედია მორიგი ტყუილი არააა... დაა თუ სიმართლეა უსაზღვრო ბედნიერებას ვუსურვეეებ.. ისე გამეხარდებოდა, თუ სიმართლეა"
"ესენი ცუდად ცუღლუტობენ"
"ვაფრენ ამ წყვილზე", - წერენ ინტერნეტ-მომხარებლები ფოტოების კომენტარებში.