პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წითელი პარასკევი - დღე, როდესაც კაცობრიობამ იესო ქრისტე სიკვდილით დასაჯა
წითელი პარასკევი - დღე, როდესაც კაცობრიობამ იესო ქრისტე სიკვდილით დასაჯა

დღეს კა­ცობ­რი­ო­ბამ იესო ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯა. სამ­ყა­როს არას­დროს უხი­ლავს ასე­თი უმან­კო გან­სას­ჯე­ლი და ასე­თი სა­ში­ნე­ლი მსა­ჯუ­ლი: არას­დროს და­უ­ცი­ნი­ათ ღმერ­თის­თვის ასე სა­შინ­ლად. დღეს და­ამ­ცი­რეს ის, ვინც მო­ვი­და ჩვენს გან­სა­დი­დებ­ლად; დღეს ვტან­ჯავთ მას, ვინც მო­ვი­და ტან­ჯვი­სა­გან ჩვენს გან­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად; დღეს სიკ­ვდილს ვა­ნი­ჭებთ მას, ვინც მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა მოგ­ვი­ძღვნა და მან, ჯვარ­ზე გაკ­რულ­მა და სის­ხლდან­თხე­ულ­მა მი­მარ­თა ღმერ­თს: "მა­მაო, მი­უ­ტე­ვე ამათ, რა­მე­თუ არა იცი­ან, რასა იქ­მან".

წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი დიდი მარ­ხვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა. ამ დღეს ტაძ­რებ­ში წირ­ვა არ აღეს­რუ­ლე­ბა, რად­გან ადა­მი­ან­თა ცოდ­ვე­ბის­გან გა­მო­სახ­სნე­ლად უფალ­მა სა­კუ­თა­რი თავი მსხვერ­პლად შეს­წი­რა. დიდი პა­რას­კე­ვის სე­რო­ბა მა­ცხოვ­რის ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნა­სა და და­საფ­ლა­ვე­ბას ეძღვნე­ბა.

ეკ­ლე­სი­ებ­ში მსა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე, ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში მზად­დე­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი სად­გა­მი - "საფ­ლა­ვი", სა­კურ­თხე­ველ­ში კი, წმინ­და ტრა­პეზ­ზე, და­აბ­რძა­ნე­ბენ გარ­და­მოხ­სნას, სა­გან­გე­ბოდ მო­ხა­ტულ დიდ ქსო­ვილს, რო­მელ­ზეც საფ­ლავ­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი მა­ცხო­ვა­რია ამო­ქარ­გუ­ლი. სა­გა­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დროს იგა­ლო­ბე­ბა, იესო ქრის­ტეს ვნე­ბა­სა და ჯვარ­ცმას ასა­ხავს.

ამის შემ­დეგ, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და მლოც­ვე­ლე­ბი გარ­და­მოხ­სნის წი­ნა­შე დიდ მე­ტა­ნი­ას ას­რუ­ლე­ბენ და მას ეამ­ბო­რე­ბი­ან.

დიდი პა­რას­კე­ვი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე მარ­ხვის დღეა და მო­ძღვრის კურ­თხე­ვით, მორ­წმუ­ნე­თა­გან ზოგი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფერს იღებს, ზოგი კი - მხო­ლოდ პურ­სა და წყალს.

ქრის­ტეს ჯვრით დას­რულ­და ძვე­ლი ცხოვ­რე­ბა და და­ი­წყო ახა­ლი, რო­მელ­შიც აღორ­ძინ­და ადა­მი­ა­ნის სული. გოლ­გო­თა­ზე ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა სა­ში­ნე­ლე­ბა გზი­სა, კა­ცობ­რი­ო­ბა რომ ვი­დო­და ქრის­ტემ­დე. ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა სი­ნა­ნუ­ლი­სა. გოლ­გო­თა იყო ბრძო­ლა სი­კე­თი­სა ბო­რო­ტე­ბას­თან, ნათ­ლი­სა ბნელ­თან, ქრის­ტე­სი ამა სოფ­ლის თა­ვად­თან.

და ქრის­ტემ სძლია ამ სო­ფელს!

მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ლი­ეტ­რა­ტუ­რის მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და ნანა ჩხა­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

წითელი პარასკევი - დღე, როდესაც კაცობრიობამ იესო ქრისტე სიკვდილით დასაჯა

წითელი პარასკევი - დღე, როდესაც კაცობრიობამ იესო ქრისტე სიკვდილით დასაჯა

დღეს კაცობრიობამ იესო ქრისტეს სიკვდილი მიუსაჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა და მან, ჯვარზე გაკრულმა და სისხლდანთხეულმა მიმართა ღმერთს: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან".

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

ეკლესიებში მსახურების დაწყებამდე, ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი - მხოლოდ პურსა და წყალს.

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს!

მართლმადიდებლური ლიეტრატურის მიხედვით მოამზადა ნანა ჩხაიძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია