საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო თაბუკაშვილმა მზია შარაშიძეს წელზემოთ გახდა შესთავაზა
რეზო თაბუკაშვილმა მზია შარაშიძეს წელზემოთ გახდა შესთავაზა

ზო­ო­პარ­კის პიარ-მე­ნე­ჯერ­სა და ტელე-წამ­ყვან მზია შა­რა­ში­ძეს, იმა­ვე ლუ­კას, "ფე­ის­ბუქ­ზე"ფო­ტო­ე­ბის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ალ­ბო­მი აქვს სა­ხელ­წო­დე­ბით - "ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა". აქ შეხ­ვდე­ბით პა­ტა­რა ლუ­კას, რო­მე­ლიც ფო­ტოე-ბზე აღ­ბეჭ­დი­ლია მე­რაბ კოს­ტა­ვას­თან, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან, ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილ­თან, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე­სა და სხვა გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად.

- ლუკა, ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყა­ვი ჩარ­თუ­ლი...

- ეს ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ხდე­ბო­და. 1988-1989 წლებ­ში 8-9 წლის ვი­ყა­ვი. ბი­ძა­ჩე­მი შალ­ვა შა­რა­ში­ძე ფო­ტო­კო­რე-სპონ­დენ­ტი იყო, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს რე­გუ­ლა­რუ­ლად აშუ­ქებ­და, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში და მის­თვის ეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა გახ­ლდათ. ფო­ტო­კა­მე­რით სულ და­დი­ო­და მი­ტინ­გებ­ზე და მეც მუდ­მი­ვად თან დავ­ყავ­დი. მამა- ჩემი ეუბ­ნე­ბო­და, რას დაგ­ყავს ეს ბავ­შვი, რა უნდა იმ­დენ ხალ­ხშიო, მაგ­რამ პა­სუ­ხობ­და, ესაა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ბავ­შვმა სა­კუ­თა­რი თვა­ლით უნდა ნა­ხოს და მერე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ა­მახ­სოვ­რდე­ბაო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­ტინ­გებს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და, ერი ერთ მუშ­ტად იყო შეკ­რუ­ლი, ბი­ძა­ჩემს, რო­გორც ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენტს, მუდ­მი­ვად უწევ­და მოძ­რა­ო­ბა კარ­გი კად­რე­ბის გა­და­სა­ღე­ბად, ბავ­შვთან ერ­თად ეს ძნე­ლი იყო. ამი­ტომ კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა, ყვე­ლა­ზე გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას მტო­ვებ­და, ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან რომ შეძ­ლე­ბო­და ჩემი და­ნახ­ვა. ასე­თი ად­გი­ლი, რა თქმა უნდა, იყო მიკრო­ფო­ნი, სა­დაც ლი­დე­რე­ბი სი­ტყვით გა­მო­დი­ოდ­ნენ, ამი­ტომ ყო­ველ­თვის ვი­დე­ქი წინა პლან­ზე და გა­მომ­სვლე­ლე­ბის გვერ­დით დრო­შა-სა­ვით ვფრი­ა­ლებ­დი. ასე აღ­მოვ­ჩნდი ამ ფო­ტო­ებ­ზე პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­თან ერ­თად, ფო­ტო­ე­ბი და­ცუ­ლია არ­ქივ­ში და სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა­ში იბეჭ­დე­ბა.

- ერთ-ერთ ფო­ტო­ზე თამ­თა კოს­ტა­ვას­თან ერ­თად ხარ, იც­ნობ მას? ან მა­შინ თუ გქონ­და რა­ი­მე სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ბი­ძა­ჩემს ჰქონ­და ამ ხალ­ხთან შე­ხე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა, მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ბევ­რი რამ არ მახ­სოვს, ხში­რად დავ­დიო-დი მი­ტინ­გებ­ზე და ყვე­ლა მიც­ნობ­და. ფოტო თამ­თას­თან ერ­თად მთავ­რო­ბის სა­სახ­ლის წინ 8 აპ­რილ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ცხე­ლო­და და ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა იყო, დრო­უ­ლად წავ­სუ­ლი­ყა­ვი სახ­ლში. ამ ადა­მი­ა­ნებს დღეს პი­რა­დად არ ვიც­ნობ, მახ­სოვს, ყვე­ლა მე­ფე­რე­ბო­და, თავ­ზე ხელს მის­ვამ­და, თუმ­ცა ბევ­რი დე­ტა­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას არ შე­მორ­ჩა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რეზო თაბუკაშვილმა მზია შარაშიძეს წელზემოთ გახდა შესთავაზა

რეზო თაბუკაშვილმა მზია შარაშიძეს წელზემოთ გახდა შესთავაზა

ზოოპარკის პიარ-მენეჯერსა და ტელე-წამყვან მზია შარაშიძეს, იმავე ლუკას, ''ფეისბუქზე''ფოტოების მეტად საინტერესო ალბომი აქვს სახელწოდებით - ''ისტორიას დარჩება''. აქ შეხვდებით პატარა ლუკას, რომელიც ფოტოე-ბზე აღბეჭდილია მერაბ კოსტავასთან, ზვიად გამსახურდიასთან, ჯუმბერ პატიაშვილთან, მედეა ჯაფარიძესა და სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად.

- ლუკა, ფოტოებიდან ჩანს, რომ ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად იყავი ჩართული...

- ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. 1988-1989 წლებში 8-9 წლის ვიყავი. ბიძაჩემი შალვა შარაშიძე ფოტოკორე-სპონდენტი იყო, მიმდინარე მოვლენებს რეგულარულად აშუქებდა, აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში და მისთვის ეს აქტუალური თემა გახლდათ. ფოტოკამერით სულ დადიოდა მიტინგებზე და მეც მუდმივად თან დავყავდი. მამა- ჩემი ეუბნებოდა, რას დაგყავს ეს ბავშვი, რა უნდა იმდენ ხალხშიო, მაგრამ პასუხობდა, ესაა ისტორია, რომელიც ბავშვმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს და მერე მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებაო. მოგეხსენებათ, მიტინგებს ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ერი ერთ მუშტად იყო შეკრული, ბიძაჩემს, როგორც ფოტოკორესპონდენტს, მუდმივად უწევდა მოძრაობა კარგი კადრების გადასაღებად, ბავშვთან ერთად ეს ძნელი იყო. ამიტომ კარგი გამოსავალი იპოვა, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მტოვებდა, ნებისმიერი წერტილიდან რომ შეძლებოდა ჩემი დანახვა. ასეთი ადგილი, რა თქმა უნდა, იყო მიკროფონი, სადაც ლიდერები სიტყვით გამოდიოდნენ, ამიტომ ყოველთვის ვიდექი წინა პლანზე და გამომსვლელების გვერდით დროშა-სავით ვფრიალებდი. ასე აღმოვჩნდი ამ ფოტოებზე პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, ფოტოები დაცულია არქივში და სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება.

- ერთ-ერთ ფოტოზე თამთა კოსტავასთან ერთად ხარ, იცნობ მას? ან მაშინ თუ გქონდა რაიმე სახის ურთიერთობა?

- ბიძაჩემს ჰქონდა ამ ხალხთან შეხება და ურთიერთობა, მე ძალიან პატარა ვიყავი და ბევრი რამ არ მახსოვს, ხშირად დავდიო-დი მიტინგებზე და ყველა მიცნობდა. ფოტო თამთასთან ერთად მთავრობის სასახლის წინ 8 აპრილსაა გადაღებული, ძალიან ცხელოდა და ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, დროულად წავსულიყავი სახლში. ამ ადამიანებს დღეს პირადად არ ვიცნობ, მახსოვს, ყველა მეფერებოდა, თავზე ხელს მისვამდა, თუმცა ბევრი დეტალი, სამწუხაროდ, ჩემს მეხსიერებას არ შემორჩა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს