პარლამენტის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტის წევრები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში იმყოფებიან. ივანიშვილთან შესახვედრად მივიდნენ: დეპუტატები შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე და ვალერი გელაშვილი.
ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემაა ის პრეტენზიები, რომელიც სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის საქმიანობის მიმართ კომიტეტის წევრებს აქვთ. დეპუტატებს შეხვედრამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.