აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დააკავეს პიროვნება, რომელიც მაღაზიის გაქურდვას ცდილობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იუწყებიან, დაცვის პოლიციამ ხიტაინსკის რაიონში მდებარე მაღაზიაში დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა 13-დან 15 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც 8 აპრილს, დაახლოებით დილის ექვს საათზე კარის გატეხვით შეეცადა, მაღაზია გაექურდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თინეიჯერი ყრუ-მუნჯი ყოფილა.
მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.