პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი, რაც 9 აპრილის შესახებ უნდა ვიცოდეთ: "ტრაგედია კი არა, გმირობის ერთ-ერთი ფურცელი იყო!"
ყველაფერი, რაც 9 აპრილის შესახებ უნდა ვიცოდეთ: "ტრაგედია კი არა, გმირობის ერთ-ერთი ფურცელი იყო!"

1989 წლის 9 აპ­რი­ლი­დან 26 წელი გა­ვი­და, თუმ­ცა დრომ ვერ გა­ა­ნე­ლა ის გან­ცდა, რაც მა­შინ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­ფევ­და. რა შეც­ვა­ლა 9 აპ­რილ­მა და იყო თუ არა ეს დღე ტრა­გე­დია, ამა­ზე კო­მენ­ტა­რი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთ ლი­დერს, "სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რეს, მა­მუ­კა გი­ორ­გა­ძეს ვთხო­ვეთ:

- ქარ­თველ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ცხრა აპ­რილ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი რამე შეც­ვა­ლა. ამ დღის შემ­დეგ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის თემა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აღარ დამ­დგა­რა. ამ დღემ ყვე­ლას და­ა­ნა­ხა, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ერ­თად ყოფ­ნა და ბრძო­ლა. ამ დღემ შეც­ვა­ლა გა­თი­თო­კა­ცე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი კა­ცის ფსი­ქი­კა, რად­გან ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ეფა­რე­ბო­და და ერთ ორ­გა­ნიზ­მად იყ­ვნენ. ყვე­ლას ერთი სა­ერ­თო სტკი­ო­და. 26 წელი გა­ვი­და ამ დღი­დან, მაგ­რამ დღე­საც კი დი­დია ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რომ ისევ დავ­ბრუნ­დეთ მო­ნო­ბა­ში, მაგ­რამ სა­ჯა­როდ ამის აღი­ა­რე­ბა უჭირთ, რად­გან 9 აპ­რი­ლის ბრძო­ლის მერე შე­უძ­ლე­ბე­ლია ნორ­მა­ლურ­მა ადა­მი­ან­მა ისევ ისურ­ვოს მო­ნო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რომ არა 9 აპ­რი­ლი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის თა­რი­ღი გა­და­ი­წე­ო­და?

- და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა ეს ერთი მთლი­ა­ნი პრო­ცე­სია. რომ არა 1988 წლის ნო­ემ­ბრის ცნო­ბი­ლი შიმ­ში­ლო­ბა, 1983 წლის აქ­ცია (რო­მე­ლიც გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი), 1978 წლის 14 აპ­რი­ლის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და სხვა. რომ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, არ ვიქ­ნე­ბო­დით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა თა­ო­ბამ თა­ვი­სი ბრძო­ლა იბ­რძო­ლოს და თა­ვი­სი მსხვერ­პლი მი­ი­ტა­ნოს სამ­სხვერ­პლო­ზე. თა­ვი­სით გამ­ზა­დე­ბუ­ლი არა­ფე­რი მო­დის. ჩვენ პრო­ცესს შე­ვა­და­რებ­დი ეგ­ვიპ­ტი­დან მო­ნე­ბის გა­მოს­ვლის პრო­ცესს. სწო­რედ ეს ეტა­პი გა­ვი­ა­რეთ ჩვენ.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, შე­იძ­ლე­ბო­და სის­ხლისღვრის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

- მა­რაბ­დის ველ­ზე და­ცე­მუ­ლი გმი­რე­ბი წმინ­და­ნად არი­ან შე­რა­ცხულ­ნი და ახლა ჩვენ რომ ვთქვათ, რამე ტაქ­ტი­კუ­რი მო­ნა­ხა­ზი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ისი­ნი გა­დარ­ჩე­ბოდ­ნე­ნო, იქ­ნე­ბა თუ არა ეს მკრე­ხე­ლო­ბა?! ყვე­ლა­ფე­რი უნდა მი­ვი­ღოთ ისე, რო­გორც მოხ­და. ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, რომ ბრძო­ლას მსხვერ­პლი მოჰ­ყვე­ბა. 9 აპ­რილს, რა თქმა უნდა, იყო გა­უთ­ვლე­ლი მო­მენ­ტე­ბიც, მაგ­რამ იქ სის­ხლი იმი­ტომ ხომ არ დაღ­ვრი­ლა, რომ ვინ­მეს ამის დაღ­ვრა უნ­დო­და; სის­ხლი მხო­ლოდ იმი­ტომ და­იღ­ვა­რა, რომ მტე­რი იყო პირ­სის­ხლი­ა­ნი. ჩვენ რომ კონ­ტაქ­ტი გვქო­ნო­და იმ დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რომ­ლე­ბიც არც გვე­კა­რე­ბოდ­ნენ, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ სის­ხლის თა­ვი­დან არი­დე­ბა, მაგ­რამ ასე­თი პარტნი­ო­რი ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას არ ჰყავ­და. ჩვენ სად გვქონ­და იმის დრო, რომ ტაქ­ტი­კუ­რი მო­ნა­ხა­ზე­ბი ან გეგ­მე­ბი გვე­ხა­ზა. იქ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ბრბო არ მდგა­რა და იქ ყვე­ლამ იცო­და, რომ სა­ომ­რად იყ­ვნენ მო­სუ­ლი, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მტერ­თან შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით სა­ომ­რად. როცა ქუ­ჩა­ში ჯავ­შან-ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა, იმის მა­გივ­რად ხალ­ხი დაშ­ლი­ლი­ყო, ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| 9 აპ­რი­ლის სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცია და რუსი ოფიც­რის მწა­რე მო­გო­ნე­ბე­ბი

- იმ დრო­ინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი მე­ო­რე დღეს მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ იმის გამო, რომ ცოტა ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა...

- ასე­თი რა­ღაც არა­ვის უთ­ქვამს და ეს მო­რი­გი ტყუ­ი­ლია, რომ ვი­თომ­და ვი­ღა­ცას მსხვერ­პლი უნ­დო­და. შე­იძ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი ვერ იყო სა­თა­ნა­დო სი­მაღ­ლე­ზე, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში, იქ ვინც იდგა, ყვე­ლა მზად ვი­ყა­ვით, რომ ჩვე­ნი წილი სიკ­ვდი­ლი მიგ­ვე­ღო. ხალ­ხი შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით იბ­რძო­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. დღეს ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის რო­მე­ლი­მე ლი­დე­რის სი­სუს­ტე­ზე იმი­ტომ ახ­დე­ნენ აპე­ლი­რე­ბას, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ას მი­ა­ყე­ნონ ჩრდი­ლი, ვინც მა­გას ამ­ბობს, ვინ შე­უ­შა­ლა ხელი, რომ თვი­თონ გამ­ხდა­რი­ყო ლი­დე­რი?! სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს თვი­თონ აე­ტა­ცე­ბი­ნათ დრო­შა და თა­ვად წა­რე­მარ­თათ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, და­უ­შა­ლა ვინ­მემ?! თუკი ეს მო­ა­ხერ­ხა ლიტ­ვის კო­მუ­ნის­ტურ­მა პარ­ტი­ამ და ჩვენ­თან რა ეტა­კათ?

- 1989 წლის 9 აპ­რი­ლი­დან ორი წლის შემ­დეგ, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ 1918 წლის 26 მა­ი­სის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა დღემ­დე ცხრა აპ­რი­ლის ხსე­ნე­ბი­სას გვახ­სენ­დე­ბა უდი­დე­სი ტრა­გე­დია და არა 1991 წლის 9 აპ­რი­ლი...

- ამ დღეს ტრა­გე­დი­ას რა­ტომ ვუ­წო­დებთ?! ეს ტრა­გე­დია კი არა, გმი­რო­ბის ერთ-ერთი ფურ­ცე­ლი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა მოხ­და, ეს უკვე საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და­ემ­თხვა, ზუს­ტად ამა­ვე პე­რი­ოდ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ა­ცხა­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას ის ეფექ­ტი აღარ ჰქონ­და, რაც მა­ნამ­დე ექ­ნე­ბო­და, თა­ნაც ამ დღეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, ამ დღეს 1918 წლის 26 მა­ი­სის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­და. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა იყო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი კონ­სტი­ტუ­ცია ჰქონ­და. ჩვენ ვართ ის­ტო­რი­უ­ლი ქვე­ყა­ნა და ამ რწმე­ნით უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

----------------------

9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დია:

1989 წლის 9 აპ­რილს, თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, რაც გა­მო­ი­ხა­ტა საბ­ჭო­თა არ­მი­ის მიერ ანტი-საბ­ჭო­თა, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნით მო­წყო­ბი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ის დარ­ბე­ვა­ში, რის შე­დე­გა­დაც და­ი­ღუ­პა 21 ადა­მი­ა­ნი, ასო­ბით კი და­იჭ­რა, მო­ი­წამ­ლა და და­სა­ხიჩ­რდა.

ან­ტი­საბ­ჭო­თა მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ში 1988 წლის­თვის უფრო გა­აქ­ტი­ურ­და. თბი­ლის­ში გა­ფიც­ვებ­სა და მი­ტინ­გებს აწყობ­დნენ ან­ტი­საბ­ჭო­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. კონ­ფლიქ­ტი საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბა­სა და ქარ­თველ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებს შო­რის კი­დევ უფრო გამ­წვავ­და 1989 წლის 18 მარტს ე. წ. "ლიხ­ნის ასამ­ბლე­ის" ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათას­მა აფხაზ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­გან გა­მო­ყო­ფა და 1921-1931 წლე­ბის კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კის სტა­ტუ­სის აღ­დგე­ნა მო­ი­თხო­ვა. ამის სა­პა­სუ­ხოდ ან­ტი­საბ­ჭო­თა ჯგუ­ფებ­მა რეს­პუბ­ლი­კის მას­შტა­ბით არა­სან­ქცი­ო­ნი­რე­ბუ­ლი მი­ტიგ­ნე­ბის სე­რია მო­ა­წყვეს. მათი მტკი­ცე­ბით საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბა აფხა­ზურ სე­პა­რა­ტიზმს იყე­ნებ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრე­თა მოძ­რა­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა პიკს მი­აღ­წია 1989 წლის 4 აპ­რილს, რო­დე­საც ათო­ბით ათა­სი ქარ­თვე­ლი შე­იკ­რი­ბა მთავ­რო­ბის სახ­ლის წინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, თბი­ლის­ში. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა, რომ­ლებ­თაც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტი (მე­რაბ კოს­ტა­ვა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი, ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი და სხვე­ბი), მო­ა­წყვეს მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია და შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყეს, აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის დას­ჯი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით. ად­გი­ლობ­რივ­მა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­კარ­გა კონ­ტრო­ლი სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე დე­და­ქა­ლაქ­ში და ვე­ღარ აცხრობ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს. სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის პირ­ველ­მა მდი­ვან­მა ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილ­მა სსრკ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას დამ­ხმა­რე ძა­ლე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა თხო­ვა წეს­რი­გის აღ­სად­გე­ნად.

და­ღუ­პულ­თა სია:

აზა ადა­მია, 22 წლის

ნა­თია ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი, 16 წლის

ეკა ბეჟა­ნიშ­ვი­ლი, 16 წლის

ნატო გი­ორ­გა­ძე, 23 წლის

თა­მუ­ნა დო­ლი­ძე, 28 წლის

თინა ენუ­ქი­ძე, 70 წლის

ნინო თო­ი­ძე, 25 წლის

ზა­ი­რა კიკ­ვი­ძე, 61 წლის

მა­ნა­ნა ლო­ლა­ძე, 33 წლის

თა­მარ მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, 50 წლის

ვე­ნე­რა მეტ­რე­ვე­ლი

მა­მუ­კა ნო­ზა­ძე, 22 წლის

ნანა სა­მარ­გუ­ლი­ა­ნი, 41 წლის

შალ­ვა ქვას­რო­ლი­აშ­ვი­ლი,

მა­რი­ნა ჭყო­ნია-სა­მარ­გუ­ლი­ა­ნი, 31 წლის

ელი­სო ჭი­პაშ­ვი­ლი, 25 წლის

თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძე, 16 წლის

ნო­დარ ჯან­გი­რაშ­ვი­ლი, 40 წლის

მზია ჯინ­ჭა­რა­ძე, 43 წლის

მა­ნა­ნა მელ­ქა­ძე, 23 წლის

გია ქარ­სე­ლა­ძე, 25 წლის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ყველაფერი, რაც 9 აპრილის შესახებ უნდა ვიცოდეთ: "ტრაგედია კი არა, გმირობის ერთ-ერთი ფურცელი იყო!"

ყველაფერი, რაც 9 აპრილის შესახებ უნდა ვიცოდეთ: "ტრაგედია კი არა, გმირობის ერთ-ერთი ფურცელი იყო!"

1989 წლის 9 აპრილიდან 26 წელი გავიდა, თუმცა დრომ ვერ გაანელა ის განცდა, რაც მაშინ მთელ საქართველოში სუფევდა. რა შეცვალა 9 აპრილმა და იყო თუ არა ეს დღე ტრაგედია, ამაზე კომენტარი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს ვთხოვეთ:

- ქართველთა ცნობიერებაში ცხრა აპრილმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა. ამ დღის შემდეგ დამოუკიდებლობის თემა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დამდგარა. ამ დღემ ყველას დაანახა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ყოფნა და ბრძოლა. ამ დღემ შეცვალა გათითოკაცებული ქართველი კაცის ფსიქიკა, რადგან ხალხი ერთმანეთს ეფარებოდა და ერთ ორგანიზმად იყვნენ. ყველას ერთი საერთო სტკიოდა. 26 წელი გავიდა ამ დღიდან, მაგრამ დღესაც კი დიდია ტენდენციები, რომ ისევ დავბრუნდეთ მონობაში, მაგრამ საჯაროდ ამის აღიარება უჭირთ, რადგან 9 აპრილის ბრძოლის მერე შეუძლებელია ნორმალურმა ადამიანმა ისევ ისურვოს მონობაში დაბრუნება.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა 9 აპრილი, დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღი გადაიწეოდა?

- დამოუკიდებლობის აღდგენა ეს ერთი მთლიანი პროცესია. რომ არა 1988 წლის ნოემბრის ცნობილი შიმშილობა, 1983 წლის აქცია (რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ იყო მიმართული), 1978 წლის 14 აპრილის ცნობილი მოვლენები და სხვა. რომ არა ეს ყველაფერი, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არ ვიქნებოდით. აუცილებელია, რომ ყველა თაობამ თავისი ბრძოლა იბრძოლოს და თავისი მსხვერპლი მიიტანოს სამსხვერპლოზე. თავისით გამზადებული არაფერი მოდის. ჩვენ პროცესს შევადარებდი ეგვიპტიდან მონების გამოსვლის პროცესს. სწორედ ეს ეტაპი გავიარეთ ჩვენ.

- ბატონო მამუკა, შეიძლებოდა სისხლისღვრის თავიდან აცილება?

- მარაბდის ველზე დაცემული გმირები წმინდანად არიან შერაცხულნი და ახლა ჩვენ რომ ვთქვათ, რამე ტაქტიკური მონახაზი რომ ყოფილიყო, ისინი გადარჩებოდნენო, იქნება თუ არა ეს მკრეხელობა?! ყველაფერი უნდა მივიღოთ ისე, როგორც მოხდა. ბუნებრივი პროცესია, რომ ბრძოლას მსხვერპლი მოჰყვება. 9 აპრილს, რა თქმა უნდა, იყო გაუთვლელი მომენტებიც, მაგრამ იქ სისხლი იმიტომ ხომ არ დაღვრილა, რომ ვინმეს ამის დაღვრა უნდოდა; სისხლი მხოლოდ იმიტომ დაიღვარა, რომ მტერი იყო პირსისხლიანი. ჩვენ რომ კონტაქტი გვქონოდა იმ დროინდელ ხელისუფლებასთან, რომლებიც არც გვეკარებოდნენ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა ამ სისხლის თავიდან არიდება, მაგრამ ასეთი პარტნიორი ეროვნულ მოძრაობას არ ჰყავდა. ჩვენ სად გვქონდა იმის დრო, რომ ტაქტიკური მონახაზები ან გეგმები გვეხაზა. იქ გაუცნობიერებელი ბრბო არ მდგარა და იქ ყველამ იცოდა, რომ საომრად იყვნენ მოსული, შეიარაღებულ მტერთან შიშველი ხელებით საომრად. როცა ქუჩაში ჯავშან-ტექნიკა გამოჩნდა, იმის მაგივრად ხალხი დაშლილიყო, ხალხის რაოდენობამ მოიმატა.

ასევე დაგაინტერესებთ| 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაცია და რუსი ოფიცრის მწარე მოგონებები

- იმ დროინდელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერები მეორე დღეს მწუხარებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ცოტა ადამიანი დაიღუპა...

- ასეთი რაღაც არავის უთქვამს და ეს მორიგი ტყუილია, რომ ვითომდა ვიღაცას მსხვერპლი უნდოდა. შეიძლება ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე, მაგრამ მთლიანობაში, იქ ვინც იდგა, ყველა მზად ვიყავით, რომ ჩვენი წილი სიკვდილი მიგვეღო. ხალხი შიშველი ხელებით იბრძოდა მსოფლიოს ყველაზე სასტიკი არმიის წინააღმდეგ. დღეს ეროვნული მოძრაობის რომელიმე ლიდერის სისუსტეზე იმიტომ ახდენენ აპელირებას, რომ დამოუკიდებლობის იდეას მიაყენონ ჩრდილი, ვინც მაგას ამბობს, ვინ შეუშალა ხელი, რომ თვითონ გამხდარიყო ლიდერი?! საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს თვითონ აეტაცებინათ დროშა და თავად წარემართათ სიტუაციები, დაუშალა ვინმემ?! თუკი ეს მოახერხა ლიტვის კომუნისტურმა პარტიამ და ჩვენთან რა ეტაკათ?

- 1989 წლის 9 აპრილიდან ორი წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, თუმცა დღემდე ცხრა აპრილის ხსენებისას გვახსენდება უდიდესი ტრაგედია და არა 1991 წლის 9 აპრილი...

- ამ დღეს ტრაგედიას რატომ ვუწოდებთ?! ეს ტრაგედია კი არა, გმირობის ერთ-ერთი ფურცელი იყო. იმ პერიოდში, როცა საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადება მოხდა, ეს უკვე საბჭოთა იმპერიის შიგნით მიმდინარე პროცესებს დაემთხვა, ზუსტად ამავე პერიოდში საბჭოთა კავშირის ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამ ყველაფრის ფონზე დამოუკიდებლობის გამოცხადებას ის ეფექტი აღარ ჰქონდა, რაც მანამდე ექნებოდა, თანაც ამ დღეს დამოუკიდებლობა არ გამოცხადებულა, ამ დღეს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე დამოუკიდებლობის დაბრუნება მოხდა. სხვათა შორის, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირში, რომელსაც საკუთარი კონსტიტუცია ჰქონდა. ჩვენ ვართ ისტორიული ქვეყანა და ამ რწმენით უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

----------------------

9 აპრილის ტრაგედია:

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. "ლიხნის ასამბლეის" ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

დაღუპულთა სია:

აზა ადამია, 22 წლის

ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის

ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის

ნატო გიორგაძე, 23 წლის

თამუნა დოლიძე, 28 წლის

თინა ენუქიძე, 70 წლის

ნინო თოიძე, 25 წლის

ზაირა კიკვიძე, 61 წლის

მანანა ლოლაძე, 33 წლის

თამარ მამულიშვილი, 50 წლის

ვენერა მეტრეველი

მამუკა ნოზაძე, 22 წლის

ნანა სამარგულიანი, 41 წლის

შალვა ქვასროლიაშვილი,

მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის

ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის

თამარ ჭოველიძე, 16 წლის

ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის

მზია ჯინჭარაძე, 43 წლის

მანანა მელქაძე, 23 წლის

გია ქარსელაძე, 25 წლის

სამებაში გურამ დოჩანაშვილს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში